ასამოა ორშაბათს შესაძლოა ” იუვენტინო ” გახდეს …
Sportmediaset – ის ინფორმაციით , ბიანკონერის წარმომადგენლები , ორშაბათს შეხვდებიან ” უდინეზეს ” სპორტულ დირექტორს და ყველა დეტალს მოაგვარებენ კვადო ასამოას ტრანსფერთან დაკავშირებით . ბიანკონერი სავარაუდოდ ამ გარიგებაში მიკელე პაციენცასაც გამოიყენებს , რომელმაც საკმაოდ კარგად გაიარა ადაპტაცია ფრიულის ბინადრებთან და უდინური კლუბის მთლიან მფლობელობაში გადავა . ამასობაში , ალფრედო პედულა , რომელიც იტალიური სატრანსფერო ფანრჯის ერთ ერთი ექსპერტია , შემდეგ კომენტარს აკეთებს : ” იუვეს ახალი მცველი , სავარაუდოდ იტალიელი იქნება . თქვენ იცით რომ , Sportitalia – ზე ამ მხრივ ლიდერობს ასტორი , ხოლო შემდეგი ბოკეტის გვარია . არსებობს ასევე ანჟელო ოგბონას კანდიდატურაც , რომლის ხელში ჩაგდება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული . ” ტორინოსთან ” მოლაპარაკებები ადვილი არ იქნება ” .
პ.ს. დიდიე დროგბა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადებას ორშაბათს გააკეთებს . შანსი იმისა , რომ მან კარიერა ტურინში განაგრძოს დიდია , მიუხედავად იმისა , რომ ჩინური კლუბი წლიურად 10 მილიონ ევროს სთავაზობს . ტურინელთა მთავარი პლიუს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაა …
წყარო : Сalcionews24, Tuttojuve
ასეთი მუშაფეხბურთელებიდან მე არმერო და ნაინგოლანი მესიმპატიურება ორივე კარგად ჩაჯდება კონტეს სქემაში.