ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კასერესი : ” გაძლიერების შემთხვევაში ვიბრძოლებთ თასისთვის ”

გამომცემლობა Tuttosport – თან საუბარში , მარტინ კასერესმა წლევანდელ ტრიუმფზე , ურუგვაის ეროვნულ ნაკრებზე და მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯარაზე ისაუბრა …

უნივერსალურობის შესახებ …

” ტაბარესთან ერთად ყველაფერი ისევეა როგორც კონტესთან . მარცხნივ , მარჯვნივ , ცენტრში … მთავარი გამარჯვებაა ” .

ტრანსფერებზე და საკუთარ სიმპატიაზე …

” რა თქმა უნდა სუარესი . ედის კი ეს არ ესაჭიროება . იტალიაში მან უკვე ბევრს დაუმტკიცა თუ რას წარმოადგენს . რაც შეეხება ლუის , მასთან ერთად ჯერ კიდევ 20 წლამდელთა ნაკრებიდან ვიცნობ . ეროვნულ ნაკრებში კი აგერ უკვე შვიდი წელია მეზობლები ვართ ოთახში . მასსზე სამწუხაროდ ხშირად საუბრობენ უარყოფით კონტექსტში , მაგრამ პრობლემა ინგლისური ენის არ ცოდნაშია . იგი ვერ გამოხატავს საკუთარ პოზიციას მკვეთრად . ის რომ სუარესი თითქოს რასისტია , უდიდესი სისულელეა . რამდენიმე შავ კანიანი მოთამაშე ჩვენს გუნდშიც არის და მსგავსი არაფერი შემიმჩნევია მის ქცევაში . იუვე ? ვისაუბრეთ როდესაც შეკრებაზე ვიმყოფებოდით . მკითხა თუ როგორი კლუბია . ვუპასუხე , რომ ” იუვენტუსი ” მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვების მოსაპოვებლად გადის მოედანზე და ძალზედ ესიამოვნა . რომელ ფეხბურთელს არ მოუნდება ასეთ ამბიციურ გუნდში ასპარეზობა ? მოდით ასე ვიტყვი , სიამოვნებით გავიყოფდი ოთახს მასთან ვინოვოს ბაზაზეც . კავანისთან ხუმრობები გავცვალეთ თასის გამო , მაგრამ რეალურად ჩემი გაბრაზება მარცხის გამო არსად არ წასულა . არჩევანის გაკეთება რომ მომიხდეს , ორივეს ავირჩევდი და სამწუხაროა რომ ყველაფერი ჩემზე დამოკიდებული არ არის , რადგან კავანიც და სუარესიც ფანტასტიური ფეხბურთელები არიან ” .

სკუდეტო …

” ის ენთუზიაზმი რაც გულშემატკივრებს გააჩნდათ , არასოდეს დამავიწყდება . დიდი მინდა მადლობა გადავუხადო მათ მხარდაჭერისთვის და ასევე ბანერისთვის , რომელიც გამოკრული იყო სტადიონზე : ” კასერეს არის ! ” . მოხარული ვარ დანიელე ფონსეკას გამო , რომელსაც უკვე ორჯერ გამოვაცდევინე დადებითი ემოციები , პირველად როდესაც დავბრუნდი ტურინში და მეორეჯერ როდესაც სკუდეტო მოვიპოვეთ ” .

პარტნიორმა რომელმაც დიდი შთაბეჭდლება მოახდინა და ალესანდრო დელ პიერო …

” პირლო . მილანში მისი შესრულებით არა ერთი მატჩი ვიხილე , მაგრამ როდესაც მოედანზე ხარ და მის მხარ და მხარ თამაშობ საერთოდ განსხვავებული გრძნობაა . ალე ტურინში ყოფნის დროს , პირველსავე სეზონში გავიცანი და ნამდვილად დასამახსოვრებელი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში . მშვენიერი გრძნობაა , როდესაც ასეთი ჩემპიონის გვერდით გაქვს ნათამაშები . ჩემპიონთან , რომელსაც ყველაფერი აქვს მოპოვებული და წარმოადგენს ” იუვენტუსის ” ისტორიას ” .

მეგობრების შესახებ გუნდში …

” სამხრეთ ამერიკელებთან ვმეგობრობ . ვიდალთან და ესტიგარიბიასთან . არტურომ ჯერ კიდევ ჩილეში აჩვენა თუ რას წარმოადგენდა . მარსელოს ასპარეზობა ასევე მომწონს და როგორც მეგობარს იმედი მაქვს იგი დარჩება ჩვენთან ” .

ფსონების შესახებ …

” კარგად არ ვიცი რა ხდება , თუმცა მოარული ხმები ნამდვილად მაშინებს . ვერ წარმომიდგენია იუვე კონტეს გარეშე და არც კი მსურს წარმოდგენა . თავი როგორც დიდმა მწვრთნელმა ისე გამოავლინა და შედეგად მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება . კონტე და გუარდიოლა გამოირჩევიან იმით , რომ განსხვავებულ კლუბებს წვრთნიან . მენტალიტეტით კი ნამდვილად ჰგვანან : ორივეს გამარჯვებების მოპოვება სწყურია ყველგან და ყოველთვის . გაძლიერების შემთხვევაში , მოვახერხებთ თასებისთვის ბრძოლას . მთავარია , გავაგრძელოთ გამარჯვებების მოპოვება არა სიტყვებით არამედ საქმით ” .

წყარო : TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

16 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
nika kakabadze
12 years ago

ვა, რა კარგად ილაპარაკა :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

valeri oqropilashvili
12 years ago

ბენზემა და სუარესი მოვიდეს რატ გვინდა კავანი

lasha naxucrishvili
12 years ago

ისე რა უნდა სუარეს ლივერპულში გადმოვიდეს ან ჩვენთან ან კიდე რომელიმე ძლიერ გუნდში, ლივერპულს არაფერი ეშველება.

12 years ago

ჯერ ერთი ვერ დაგეთანხმებით იმაში რომ იუვე ჩემპიონი სხვა გუნდების სუსტი ასპარეზობის გამო გახდა. შეხედეთ სატურნირო ცხრილს. მილანს 80 ქულა აქვს. შარშან მილანი 82 ქულით გახდა ჩემპიონი. იმის წინ ინტერიც 82 ქულით.(თუ არ ჩავთვლით ესპანეთს სადაც ძალიან დიდი სხვაობაა ბარსა-რეალსა და სხვა გუნდებს შორის) მანჩესტერიც შარშან 80 ქულით გახდა გამარჯვებული. ანუ წარმოიდგინეთ მთელი სეზონი გუნდმა არ წააგოს და მაინც 4 ქულაზე (ერთი მოგება და ერთი ფრე) მეტით ვერ აჯობოს მეტოქეს, მგონი იმის ნიშანია რომ მილანმა წელს ძალიან კარგად ითამაშა სერია. ამიტომ ვფიქრობ ეს გამარჯვება იუვეს ძალიან დიდი დამსახურებაა და არა სხვა გუნდების :) ეს რაც შეეხება დამსახურება არ დამსახურებას. ეხლა… Read more »

mamuka iosava
12 years ago
Reply to 

ზიზუ არ არის ამ სიაში წერის ღირსი

kv@shi
12 years ago
Reply to 

“sandro saus” აი ზუსტად მაგას ვამბობ ძმაო რომ შარშან და შარსან წინ იტალიის ჩემპიონატი ჩემპიონატს არ გავდა, იტალიამ დაკარგა თავის ელფერი, ამიტომ ხდებოდა ინტერი 80 ქულით და მილანი 82 ქულით ჩემპიონი, რაც შეეხება ესპანეთს! რეალი და ბარსა სხვა გუნდები მანდ აღარ არსებობენ და რა გასაკვირია რომ მაგდენი ქულები დააგროვეს და გახდნენ ჩემპიონები! იგივე ითქმის ინგლისსზე, ერთ წელს ჩელსი აღმოჩენდება და მეორე წელს სიტი, არსენალი და მანჩესტერს უწევენ ბრძოლას! ასე რომ იტალიას ნუ სეადარებთ სხვა ჩემპიონატს და ამიტომ იუვეს სპორტულმა დირექტორმა უნდა განძრიოს ერთი ადგილი და გუნდი უნდა ჩამოაყალიბოს! დროა უკვე! დროოოო

d a v i d
12 years ago

რაღაც სასიკეთოდ დაიძვრა საქმე, აგერ ჯერ ბენზემამ გამოხატა თავისი სიყვარული იუვეს მიმართ და ეხლა სუარესმა დაიწყო თუ როგორი კლუბია იუვეო :juvee:

kv@shi
12 years ago

“დათკა” ზუსტად მაგას ვამბობ მეც, რარაც არის დასამატებელი ტორემ ამათ ამაგს და შრომას არავინ უკარგავს, უბრალოდ ნეიმარსაც და ბენზემაცას და სხვებსაც თითქმის ვინც კი უკავშირდება იუვეს სახელს ყველას 80 პროცენტს იუვეში თამაშზე ოცნებობს და თავს იკავენებ იმაში რომ გაამარტლებს ასე ტუ არ ის ფეხბურთელი ამაზე და ცოტა ხომ უნდა გარისკო იუვე არის ბოლო ბოლო

12 years ago

ჩემი აზრით იუვემ თამაში პეპეზე უნდა ააწყოს :)

Di Francesco # 1
12 years ago

მაგარია კასერესი
კავანის კიდე სუარესი ჯობია

kv@shi
12 years ago

“დათკა” რაღაც ნაწილში გეთანხმები, რომ გუნდს ბრძოლისუნარიანობა დაუბრუნა იუვეს სპორტულმა დირექტორმა მაგრამ ერთიც ვთქვათ, იუვემ სკუდეტო მართლა დაიმსახურა მაგრამ ისიც ვთქვათ რომ წელს იტალიაში და ბოლო 3 სეზონია ვერც ინტერი და ვერც მილანი, სხვებზე ლაპარაკიც არ მაქვს რომ არ თამაშობენ ისეთ ფეხბურთს რომელსაც აჩვენებდნენ წლების წინ, ნუ ნაპოლი შეიძლება გამოვარჩიოთ მაგრამ ძაან გაუცირდა წელს არასტაბულურად გამოვიდა მაინც, ალბათ ლიგამ იმოქმედა. და იმის თქმა მინდა რომ 2 წლის უკან სეგვეძლო “ნეიმარი”, “სუარესი” და “ბენზემა” აქედან რომელიმე გადმოგვეყვანა მაგრამ მაშინ მოჟოსკეს ფული და ეხლა შენატრიან აგერ აა? ას რომ რაღაც უნდა შეცვალოს დირექტორთა საბჭომ ეს ეარ შეიძლება, ნუ ამაგს არ უკარგავ მაგრამ… Read more »

kv@shi
12 years ago

ხო რა იქნებ შენ შეაცვლევინო აზრი ამ ორიდან ერთ-ერთს და მოვიდნენ ჩვენთან. ისე ამის კომენტარებში ჩანს რომ ლუისი ურჩევნია რომ მოვიდეს და მოი რა ბიჯო რააა :lool:

Samtrediel90
12 years ago

მიდი რა მარტინ,ისევ შენ დაეჩალიჩე კავანის და სუარესს თორე მაროტას რისი თავი აქ :lool:

bacho kochlashvili
12 years ago

მოიყვანონ რა სუარესი :kenwvla:

| Newsphere by AF themes.
16
0
Would love your thoughts, please comment.x