ბორიელო რომში ბრუნდება
მარკო ბორიელო კვლავინდებურად ” რომას ” ფეხბურთელი გახდება , ეს ოფიციალური ინფორმაციაა . დღეს , არენდით გათვალისწინებული ვადა ამოიწურა , იუვემ კი თავის მხრივ არ გამოიყენა კონტრაქტის პუნქტი , რომელიც ითვალისწინებდა ბორიელოს გამოსყიდვას . შეგახსენებთ , რომ ჯუზეპე მაროტამ იტალიელი თავდამსხმელი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაიმატა . საერთო ჯამში მარკომ 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლის გატანაც შესძლო , თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი , რომ დაერწმუნებინა ბიანკონერის ხელმძღვანელობა მის საჭიროებაში . ასე , რომ ” ჯენოას ” ექს მოთამაშე დედაქალაქში ბრუნდება , სადაც ადგილიბრივ ” რომასთან ” კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული .
სხვა სატრანსფერო სიახლეები იხილეთ სრულიადში …
უახლოესი რამდენიმე დღე გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს ფელიპე მელოსთვის . ბრაზილიელი ” გალათასარაიში ” წარმატებული სეზონის შემდეგ , ბიანკონერის რიგებში დაბრუნდა , თუმცა არ კარგავს იმედს , რომ კარიერას სწორედ თურქეთში გააგრძელებს . იმ შემთხვევაში თუ გალას წარმომადგენლებმა არ დააკმაყოფილეს მაროტას სურვილი და არ გადაუხდიან კლუბს 13 მილიონ ევროს , მაშინ საქმეში მიუნჰენის ” ბაიერნი ” ჩაერთვება , რომელიც თავის მხრივ უნდა აღინიშნოს , რომ 9 მილიონს იხდის საყრდენ ნახევარმცველში . მესამე დაინტერესებული მხარე მოსკოვის ” სპარტაკია ” , რომლის შანსებს ექსპერტები საკმაოდ კარგად აფასებენ , მაგრამ თავად ფეხბურთელს პირველი ორი ვარიანტი მეტად ესიმპატიურება .
მაშინ როცა ბრეშამ და პარმამ ყველაფერი შეათანხმეს ელ კადურის ტრანსფერზე , თავად ფეხბურთელმა საკუთარი სიტყვა დააფიქსირა – ბელგიელ მოთამაშეს არაფრის დიდებით არ სურს მოკრძალებულ კლუბში გადასვლა , მისი ერთადერთი სურვილი ტურინის ” იუვენტუსია ” . შეგახსენებთ , რომ კადურის ბრეშასთან კონტრაქტი 2013 წელს ეწურება .
ჯანლუკა დი მარციომ , საკუთარი ბლოგის საშუალებით , განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა მარკო ვერატის თაობაზე . როგორც ჩანს პესკარა დაინტერესებულია ჯეიმს ტროისი კონტრაქტით . მიმომხილველის განცხადებით , მოკრძალებული კლუბი კონტრაქტის 50 % მიიღებს . ტროისზე იმას გეტყვით , რომ იგი ნახევარმცველია და გასულ სეზონში არენდით ასპარეზობდა ” ქაისერსპორში ” . სტატიას კი იმით სრულდება , რომ დი მარციოს მოსაზრებით ვერატი უახლოეს ხანებში ოფიციალურად მოაწერს ხელს ტურინულ გრანდთან .
წყარო : Tuttojuve, Calcionews24
გამიხარდა ამის წასვლა მაგრად
მაგრამ იმ 2 გოლის დიდად მადლიერი ვარ , აბ ჰე მარკო 
ბორის ინტერი დარჩა და ბაჯოა ფაქტიურად :-P
ვაიმე რა კაიაა მოაშორეთ აქედაან ვერრ ვიტაან ამ ფეხბურთელს და საერთოდ რა უნდოდა ამას იუვენტუსისნაირ გუნდშიი

ბოლო ოქროს ქულები ვინ მოუტანა იუვეს გახსოვს ისე ?
ამას მატრი და კვალიც მიუმატე და გუნდში ახალგაზრდა ბიჭები მოიყვანეთ ჯოვინკო, დესტრო (გაბიადინი ან იმობილე)

აეეეეეეეეეეეე მაგრად გამიხარდა

აუ რა მაგრად გაასწორააა რაა.იაკინტაც მომაშორეთ ეხლა : )
აუ რა კარგიაააა

ჯერ არაფერი გამხარებია ისე როგორც ამის წასვლა

ყველაზე ძალიან ამის წასვლა გამიხარდა : )) ნერვებს აგარ დამაწყვიტავს ))
უჩინიჩი რო დავინახე მეთქი ამასაც ხოარ უშვებოენთქო გამისკდა გული
არის, არის

დავბრუნდი ძმებო და ეს ამბავირო გავიგე მეცხრე ცაზე ავედი სატრანსფერო სეზონი ძალიან კარგად მიმდინარეობს,,უჰუუ რა კარგია let’s go party

რა გამიხარდა თქვენ ვერ წარმოიდგენთ

ბრავო.როგორც იქნა მოაშერეს იუვედან ბორიელო.
დღე მშვენივრად დაიწყო, რა კარგი ინფორმაციაა
ვა ბორიალა მიდის ტო
მაგარიაააა მოაშორეთთთთთ
რა კარგად დაიწყო დილა, იმედია არ მოგათვრევენ შე ქათამო!!!
მადლობა ღმერთო შეისმინე ჩემი ლოცვაააააა
რახან ეს მოაშორეს აწი რაღა გვიჭირს :D