სატრანსფერო ჭორები და სიახლეები
ბოლო დღეებია ლუის სუარესის “ლივერპულიდან” წასვლის შესახებ ბევრი რამ იწერება.Tuttosport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წითლების ახალი მწვრთნელი, ბრენდან როჯერსი სიგურდსონის ტრანსფერის განხორციელებსა და ურუგვაელი წინახაზელის გუნდიდან გაშვებას აპირებს.”აიაქსის” ყოფილი ფეხბურთელით უკვე რამდენიმე თვეა ტურინის “იუვენტუსი” ინტერესდება, ნისლიანი ალბიონის დატოვების შემთხვევაში კი, სუარესისთვის ბებერი ქალბატონი მართლაც იდეალური ვარიანტია.სრულიადში იხილეთ მეტი..
დღეს დილით ესპანურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად ჯუზეპე მაროტა ბილბაოს “ატლეტიკის” ფეხბურთელის, იკერ მუნიანინის შეძენას გეგმავს.1992 წელს დაბადებული ფორვარდი განსაკუთრებით ანტონიო კონტეს მოსწონს და იტალიელები მზად არიან, პირენეელ კოლეგებთან მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დაიწყონ.
დაცვის ხაზის გაძლიერება ფაბიო პარატიჩის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ტურინელთა მენეჯერს კი “ტორინოს” მცველი, ანჯელო ოგბონა ესიმპატიურება.რამდენიმე თვის წინ ნატურალიზირებულმა იტალიელმა განაცხადა, რომ ბიანკონერებში ასპარეზობას არ აპირებდა, თუმცა ეს წარსულს დარჩა და ის ინტერვიუც, სავარაუდოდ ჟურნალისტების შეთხზილი იყო.შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მცველი ამჟამად სკუადრა აძურასთან ერთად პოლონეთშია და ევრო 2012 – ის მეოთხედფინალისთვის ემზადება.
უკვე რამდენიმე წელია “პარმასა” და “იუვენტუსს” შორის საგრძნობლად მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა.ამჯერად საუბარი “ბრეშას” ახალგაზრდა ფეხბურთელ ომარ ელ კადურიზეა, რომელსაც ბებერ ქალბატონში ასპარეზობა სურს, “პარმა” კი მზადაა, პერსპექტიული ფორვარდი ბიანკონერებთან ერთად თანამფლობელობაში აიყვანოს.მაროტა ამ წინადადებასაც აქტიურად განიხილავს.
რაც შეეხება მატია დესტროს საგას, ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერი იტალიური პრესის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემაა.ბოლო ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსი” მოწინააღმდეგეებთან, “რომასთან” და “ინტერთან” შედარებით საკმაო უპირატესობას ფლობს და ჯუზეპე მაროტა მზადაა, “სიენას” ფორვარდი ხელთ იგდოს.შეგახსენებთ, რომ დესტრო “ჯენოას” საკუთრებაა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გენუელებსა და ტურინელებს საერთო მართლაც ბევრი აქვთ : ჩირო იმობილე და რიჩმონდ ბოიაკე “ჯენოაში” სწორედ “იუვედან” მოხვდნენ, ისინი თანამფლობელობაში იმყოფებიან.ტურინელთა ხელმძღვანელობა ჯერ “სიენას” მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დაელოდება, შემდეგ კი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ U21 ნაკრების წევრი სწორედ მათი საკუთრება გახდეს.
ევრო 2012 – ის ერთ-ერთი აღმოჩენა, უკრაინელი ევგენი კონოპლიანკა ბიანკონერის ინტერესთა სფეროში მოექცა.ნახევარმცველმა კარიერა შესაძლოა სწორედ ტურინულ გრანდში განაგრძოს, იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები სწრაფად დაიწყება.ახალგაზრდა ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 7 მილიონი ევროა, უკრაინული პრესა კი ზედმეტსახელად კონოპლიანკას “ჩრდილოელ მესის” უწოდებს.
წყარო : Tuttojuve; Tuttosport; Calcionews24
ძალიან კარგი ბიჭია
ეს დავითრიოთ და ვან პერსი მეტი არავინ მინდა
ეს კონოპლიანკა მართლა მაგარი ვინმეა.. არანორმალურად სწრაფია.. თან ბურთთან ერთად ანვითარებს არანორმალურ სისწრაფეს.. თან იაფია.. 7 მილიონად თუ მოგვცეს აუცილებლად უნდა ვიყიდოთ
სუარესი არსად არ წავა ლივერპულიდან, თავისი პირით თქვა კაცმა არსად წასვლას არ ვაპირებო, თან ლივერპულის გულშემატკივარი ყოფილა, მართალი რომ გითხრათ, არც მინდა რომ გადმოვიდეს, არა იმიტომ რომ არ მომწონს, პირიქით სოაცრად მომწონს, მაგრამ ლივერი მეცოდება, დიდი გუნდია, დიდი ისტორიით და ისევე უჭირს ახლა, როგორც იუვეს უჭირდა ბოლო წლებში.
ეს თუ მოვიდა თავდასხმის ხაზში პრობლემები აღარ გვექნება კაი ხანი ამას + დესტროც თუ მივამატეთ და რამირსი ავშენდით მეგობრებო და ეგ არის რა მარა კვალიც და მატრიც მეცოდება გასაშვებათ
სუარესი დაიდოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო !!!!!!!!!!!!!!
სება გვყავს და ეს არ დაივიწყოთ
ეს კაცი ჰაერივით ჭირდება იუვეს
რაღათ გვინდა ამდენი მახევარმცველები ეგ ჩრდილოელი მესი დარჩეს მანდ სადაც არის
სუარეს
დესტრო
რამირესი
მოიყვანონ და გვეყოფა, თუ რამე ნახევარმცველი გვინდა მაინც ვერატის მიცენ ეგ 7 მილიონი ჯობია
კარგი ბიჭი ჩანს
დღეს იტალიას 11_ით მეტი ფანი ეყოლება
ვაუუ.. რას თამაშობს
უკრაინული პრესის მიერ გაპიარებული ფეხბურთელია ეგ იარმოლენკო, მე პირადად ევროპის ჩემპიონატზე დიდად არ მომეწონა, გამორჩეული არაფრით ყოფილა, ჩვეულებრივად უტევდა მარჯვნიდან..კიევის დინამოში კიდე წარმატებით თამაში ბევრს არაფერს ნიშნავს, დაფრინავენ ბიჭები ევროპაში )) კონოპლიანკას გვარი კიდე უფრო მეტად ისმოდა, აქტიური იყო ეს ბიჭი ))
ესენი ორივე ფლანგიდან უტევს ხო? ცენტრფორვარდი გვინდა სოლდადო კაი ვარიანტია
შანსი არა არ გაამართლებს რომც გაამართლოს არ გადმოვა 1% შანსი არაა თან გაახანგძლივა ვალენსიასთან უკვე
იარმოლენკოს თამაში კიდე მე პირადად მაინც და მაინც არ მომეწონა . რაღაც აკლია მაგ ბიჭს . ეს ჩუვაკი კიდე დამევასა !
პირლო ვიდალი და მარკიზიო აკლია
იარმოლევკო ჯობია ამ კონოპლიანკას
მაგარი ბიჯია
სუარეზი დესტორი და კოლაროვი მეყოფა ამ ტრანსვერებზე
იარმოლენკო თუ ვიღაცაა ის ჯობია
კი იარმოლევკო ჯობია ბევრად