ბუფონი : “ფორმის პიკს ვუახლოვდებით”
ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ჯანლუიჯი ბუფონი ინგლისთან პენალტების სერიაში გამარჯვებას მშვიდად შეხვდა : “ნახევარფინალში გასვლას განსაკუთრებულად არ ვიზეიმებ, ფინალში გამარჯვებით კი საოცრად ბედნიერი ვიქნები.პენალტის მოგერიება მართლაც შესანიშნავი გრძნობაა, ბრიტანელებთან მატჩში მოგება დავიმსახურეთ.არ მინდა დავივიწყო ემილია და ლ’აკუილის მცხოვრებლები დავივიწყო, გამარჯვება მათ ეკუთვნით.თერთმეტმეტრიანების სერია ? – ყოველთვის დამკვირვებლის როლში ვიყავი, პენალტებს არასდროს ვასრულებ.ვფიქრობ, გამარჯვება სამართლიანად მოვიპოვეთ.შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ, რომელიც დიდ გუნდს შეეფერებოდა.კლასის ხარჯზე გვაქვს საშუალება, ნებისმიერი მატჩი მაღალ დონეზე ჩავატაროთ.სკუადრა აძურა ფორმის პიკს უახლოვდება, მეტი ძალა გვაქვს, ვიდრე ინგლისელებს.ცივი გამოხედვა ? – მსგავსი გამარჯვებებისთვის გამოცდილი ვარ.ჩვენ უკვე მოვიპოვეთ სერიოზული ტიტულები, ახლა კი გვსურს, მოგების გემო ახალგაზრდებმაც გაიგონ.ნახევარფინალში იმიტომ არ გავსულვართ, რომ მეორე ადგილისთვის ვიბრძოლოთ, ჩვენი მიზანი გამარჯვებაა.2010 წლის მუნდიალის შემდეგ ჩვენ ვალდებულნი ვართ, გულშემატკივრები გავახაროთ.იტალია – გერმანია ? – ვნახოთ, გერმანელებს დღევანდელის მსგავს ფრეს ვუსურვებ.”
ჯიჯი გენაცვალე შენ ხარ ნომერ პიეველი ამაში ორი აზრი არა იმსახუერბთ ყვალა რო ევროპა ჩაიხუტოთ მიდით რიგში გერმანიააა

ფორმაცია იგივე უნდა დატოვოს პრანდელიმ, დაცვის ცენტრში კიელინი დაემატოს პროსტა და მონტის ვარიანტი გადახედოს

ვაუ მაგარი ხარ ჯიჯი შენ გენაცვალე გუშინ ჯიჯი-ჯიჯის ვყვიროდი პენალტები რომ დაიდო
