ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო : “ჩემი შესრულება მოწინაააღმდეგის დაბნევისკენ იყო მიმართული”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა, ანდრეა პირლომ ინგლისის ეროვნულ ნაკრებთან მატჩში გარდა კარგი თამაშისა საოცრად შესრულებული თერთმეტმეტრიანითაც დაგვამახსოვრა : “შევამჩნიე, რომ მეკარე უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა, გადახტომას აპირებდა და სწორედ ამიტომ დავარტყი ასე.სიმართლე გითხრათ, ეს გატანილი პენალტი მოწინააღმდეგის დაბნევისკენ იყო მიმართული, რომლებმაც შემდეგ ზედიზედ ორი თერთმეტმეტრიანი გააცუდეს.ბრიტანელებს არაფერი შეუქმნიათ, ისინი 120 წუთის განმავლობაში მიზანმიმართულად თამაშობდნენ პენალტების სერიამდე მატჩის მიყვანისთვის, ჩვენ კი გოლის გატანის არაერთი შანსი გვქონდა.ძირითად დროში უნდა მოგვეგო, ამით ზედმეტ კითხვებსაც ვუპასუხებდით და თან, ძალებსაც დავზოგავდით – თუმცა გამარჯვებით კმაყოფილნი ვართ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
shota xucishvili
11 years ago

ამ ბალოტელის რაა ბომბარდირობა მეწერაა რამდენი გამაზა ხო გახდებოდა უკვეე

11 years ago

ზე ფეხბურთელი. ფენომენი!

valeri tokhadze
11 years ago

პირლო არის არ დაფასებული უდიდესი ფეხბურთელი

david david
11 years ago

გერმანია მოდეეეეეეეეეეეეეეეეეეე ამ თამაშით ესპანეთსაც დავაჩოქებთ მარა ეს ბალოტელი რა ჯიშისეგზემპლარია ვერ გავიგე რა რა მომენტები მაზე ამ იდიოტმა, ერთადერთი სუსტი რგოლი ეგ არის და მაგისი მეშინია

delpieronedved
11 years ago

საგოლ პირლო გენაცვალე ჯიუგარი ხარ ფორცა აძურიიიიიიიიი

Otar Giorgobiani
11 years ago

გუშინდელი 11 მეტრიანი დარტყმის შემდეგ ბერლუსკონის, გალიანის და ალეგრის მაგინებელთა არმიას რამოდენიმე მილიონი ადამიანი შეემატა. ძალიან მიხარია რომ პირლო ჩვენთანაა, მაგრამ ადამიანურად მეცოდებიან მილანის გულშემატკივრები, რა ფეხბურთელის გარეშე დაუტოვეს გუნდი.

HASAN SALIHAMIDZIc
11 years ago

მართალია, მაგრამ ბოლო სეზონებში მილანში ასე ნამდვილად აღარ თამაშობდა :forza:

Otar Giorgobiani
11 years ago

მწვრთნელის სიძლიერე რაში უნდა გამოიხატებოდეს? უნდა შეგეძლოს ფეხბურთელის განწყობა. ბოლომდე უნდა შეგძლო მოთამაშის რესურსის გამოყენება. ადვოკაატი ძაგოევის და შიროკოვის რესურსს იყენებს და ალეგრი რომ გქვია და მილანის მწვრთნელი რომ ხარ პირლოს კი არ უნდა უშვებდე, ძირითადი შემადგენლობის შედგენაში უნდა სთხოვდე დახმარებას. მოედანზე კი რა შეუძლია ამ კაცს ყველამ ვიცით

HASAN SALIHAMIDZIc
11 years ago

არა მარტო ალეგრის პერიოდს დაემთხვა პირლოს ფორმის ვარდნა, 2008 წლიდან მოუკლო საკმაოდ პირლომ მილანშიც და იტალიის ნაკრებშიც, ფაქტია ახალი სისხლის გადასხმა მოუხდა :juventus:

11 years ago

საოცრება იყო :italy: პირლო რაც იუვეში გადმოვიდა მეორე სუნთქვა გაეხსნა :juvee:

Juventino17
11 years ago

აუ გერმანია გამოვაგდოთ ნეტა რა ამოვიღოთ ბაიერნის ჯავრი!!!!!!!

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x