სამხრეთ ამერიკული სერიალი : Top ფორვარდი
იტალიელი მიმოხილვილების მოსაზრებით , მირკო ვუჩინიჩი ერთადერთი ხელშეუხებელი ფიგურაა ტურინის ” იუვენტუსის ” წინა ხაზში . ბიანკონერის მართალია ტრიუმფალური სეზონი ჰქონდა , მაგრამ თავდასხმის ხაზში აშკარად მოიკოჭლებდა და სწორედ ამიტომ , თავდასხმაში სრული რევოლუციაა დაგეგმილი . ვუჩინიჩი კი მართლაც ერთადერთი შეუცვლელი ფიგურა იყო ანტონიო კონტესთვის , მისი დრიბლინგები , მოედნის საოცარი ხედვა და გადამწყვეტ მატჩებში გატანილი ბურთები , თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე . ასე რომ ჩერნოგორიელს შეუძლია თავი მშვიდად იგრძნოს , ის არაფრის დიდებით არ დადგება ტრანსფერზე . ის და სავარაუდოდ ჯიოვინკო , რომელიც სულ ეხლახანს მოვიდნენ , გუნდში დარჩებიან . რაც შეეხებათ წამსვლელებს : სავარაუდოდ რევოლუციას მატრი შეეწირება , რომელიც შესაძლოა ან კავანიში გაიცვალოს თანხის დამატებით ან იოვეტიჩიში . მეორე წამსვლელი ეს ფაბიო კუალიარელაა , რომლის ხილვა საკუთარ რიგებში ვესტ ჰემს და მალაგას სურს . ბორიელოს ისტორია ისედაც იცით , იგი მაროტამ არ გამოისყიდა . საინტერესო კი ის არის , რას აპირებენ ტურინელები და რომელი ფეხბურთელებით შეეცდებიან წინა ხაზის გაძლიერებას …
უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას , რომ მაროტა არ კარგავს იმედს დაიმატოს მანოლო გაბიდიანი . აპენინური პრესის ცნობით არ არის გამორიცხული ბერგამოს ატალანტას ფორვარდი ბოლონიამ და ბიანკონერიმ ერთად შეიძინონ . მოკრძალებული კლუბი დი ვაიოს წასვლის გამო შემცვლელის ძიებაშია . ხოლო მაროტა თავის მხრივ მზადაა ფეხბურთელის 50 % თავად შეიძინოს და შემდეგ არენდის წესით ბოლონიაში გაუშვას გაბიდიანი .
ახალგაზრდებიდან თვალშისაცემი დესტროს გვარია კიდევ . იუვენტუსი არ მალავს სიმპატიებს მის მიმართ და როგორც ჩანს სიტუაცია საკმაოდ მალე გახდება ფართო მასებისთვის ცნობილი . უმჯობესი იქნება თუ ცოტახანს მოვითმენთ … ამას თავად დესტრო და მისი აგენტი ახმოვანებენ უკვე რამდენიმე დღეა …
ტოპ ფორვარდის ისტორია დაუსრულებელია … ბოლო რამდენიმე საათის ინფორმაციით , გონსალო იგუაინის ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება რეალური იუვეში , თუ მადრიდელები კარლოს ტევეს გაიფორმებენ . თავის მხრივ სიტიდან ედინ ჯეკოს ტრანსფერიც არ გამოვრიცხოთ , ოღონდ მხოლოდ მაშინ თუ რობი ვან პერსი გადაბარგდება მანჩინის გუნდში … სამხრეთ ამერიკულ სერიალებს არ გაგონებთ ეს ყოველივე ? …
აი ამ ადამიანის გვარის გამოჩენა კი ნამდვილად ახალია იუვესთვის . მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდი და მთავარი დამრტყმელი ძალა , რადამელ ფალკაო ჯუზეპე მაროტას თვალთახედვის არეშია მოქცეული . თუმცა , მისი შეძენა თუ მართლაც მოუნდათ ტურინელებს , მაშინ საკმაო ინვესტიციის განხორციელება მოუწევთ .
არა ერთი მაღალი კლასის მოთამაშის გვარი ვახსენეთ ზემოთ , მაგრამ რეალური მაინც ერთადერთი ადამიანის ტრანსფერი გამოიყურება . ეს ლუის სუარესია . ტურინელები ურუგვაელის დაპატრონებას მილოშ კრასიჩის დახმარებით შეეცდებიან . სერბის ხილვა სხვათაშორის ” ლივერპულის ” ახლად დანიშნულ თავკაცს ბრენდან როჯერს ძალზედ სურს , რაც გაცილებით რეალურს ხდის ამ გარიგების განხორციელებას …
წყარო : Сalcionews24, Tuttosport, Tuttojuve
იგივეა მარკიზიოს ნაცვლად ჰენდერსონი რო შემოგვთავაზონ)))
კრასიჩში სუარეზს არ მოგვცემენ ტრუხაა
კაი ფალკაოც კაი სუარესიც და ტუნდაც ჯეკო..მე სხვა ვარიანტები არ მომცონს..მაგრამ ჩვენ იციტ ვინც გვინდა ახალი დელპიეროოო
გჯერათ ეხლა ვინმეს რომ ესენი ტოპ ფორვარდს იყიდიან? მე არა. უკვე მერამდენე წელია ასეთ ფეხბურთელზე არის საუბარი და მხოლოდ პრესის შეთხზული ისტორია გამოდის
ვუჩინიჩი და მატრი დატოვონ, მოიყვანონ სუარესი და დამიაო
2 მირკო გვინდა და ეგაა
ორო მირკო გვღუპავ? ამას თამაში რომ არ მისდის ნოლია ამის ფასი, და პლიუს კიდე ორი?
როგორც ამ სტატიიდან ჩანს დღეს ფაქტიურად, ცენტრფორვარდის გარეე ვართ დარჩენილები, ამიტომ ორი-სამი ფორვარდის დამატება მაინც გვჭირდება სუარესი ფალკაო ამათ პლიუს დესტრო და თUნდაც დამიაო, ამის შემდეგ არ გადავამატებ და “dream time”_მდე აღარაფერი გვიკლია
სუარესი – ფალკაო
ფალკაოიიიი???
მოიყვანეთ მერე,მაგარია ძაან,ჯობია ყველას,ეგ და სუარესი,იფ იფ იფ
უჩინიჩი ორჯერ უკეთეს სეზონს ჩაატარებს ვიდრე წელს ქონდა
ფალკაო საშიშიცაა მომენტ.. არ UთამაშIა მაღალ დონეზე ასე თუ ისე.. ევროპა ლიგა დიდი არაფერია.. და როგორც ვატყობ სუარესი და იგუაინი სავსებით ნორმალურია პლუს დესტრო და გაბიადინი და მანოლოს 1 წლით არენდაზე გაუშვებენ.. და დამიაოს სულ მიაყარეს მიწა ((((
თუ ეს არ გამოა მაშინ სუარესის მაგივრად დამიაოც ძაან მაგარი იქნება ან აღარ ვიცი უკვე რაა.. :@.... .... ამიგიღდა ტვინი ამაზე ფიქრით ვიღვიძებ და ვიძინებ და ფინალურები კი დამრჩა ისე :D
ვინაა საშიშიი რადამელმა დაამტკიცა რომ მაგალი დონის თავდამსხმელია და რაც მთAვარია ფალკაგოლიი .. რა დამიაოო თუ დზმა ხარ
მაროტაა გთხოვ რაა ფალცაოო მოიყვანეე დაა ვინც გინდა გაუშვიიი ….ვაიმე ფალცაო რომ დავინახო იუვეს პორმაშიიი ჩემზე ბედნიერიი ადამიანი არ იქნებაა მსოპლიოშიიიიიი …. გთხოვ მაროტააა დაინტერესდიიი ფალცაოთიიიიიიიიიიიიიიიიი მიეციი 50 ოგონდ მოიყვანეეეეეეეე რადამელლლლლლლლლლლლლლლლლ
მირკო მომავალ სეზონშიც ხელშეუხებელი იქნება ) იმენა ჩუვაკია რა !
მეც მეუასება ეგ კაცი
იოვეც თუ მოგვიყვანეს შენ მერე ნახე
აუ ფალკაო ძაან გაასწორებდა რა უბრალოდ 50 მილიონი ღირს რასაც მაროტა არ გადაიხდის … ვინმეს თუ ჩავრთავთ ტრანსფერში შეიძლება ფიქრი
სუარესი და დესთრო რო მოიყვანონ, საკმარისი არ იქნება ვითომ?? ფალკაოზე შანსი არ გვაქ, გამორიცხულია ეგ მოიყვანონ,0- ია მაგის შანსი.
მე ადრეც ვთქვი ფალკაოზე რატო არავინ აქცევს ყურადღებასტქო და გაიხარე მაროტა მიდი დაითრიე ფალკაო. მერე ნახეთ გოლების წვიმა. თუ გინდათ შემსრულებელი ეგაააა.
მირკო მართლაც საუკეთესოა წიან ხაზში და ერთ ერთი საუკეთესო დღევანდელ იუვეში გოლს+პასის სისტემით საუკეთესო იყო წინა სეზონში . არ მესმის მირკოს ოპოზიციონერების , ბაზარი არაა 10 იდან 3-4 შეხვედრას აგდებს მაგრამ თუ თამაშობს იმენა თამაშობს
ფალკაო მართლაც საინტერესო ვარიანტია, მაგრამ იდეალურად ისევ და ისევ სუარესია ჩემთვის ))
მაგარი სტატიაა საღოლ დათკა ლუისა და ფალკაო მინდა
მოიყვანეთ სუარესი რა :(