ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიუვე – ფეხბურთელების სტატისტიკური მონაცემები

უკრაინასა და პოლონეთში გამართული ევროპის ჩემპიონატი იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში შვიდმა ბიანკონერომ დაიწყო, თუმცა 21 ივნისს მათ რიცხვს სებასტიან ჯიოვინკოც შეემატა და ამგვარად, ევროპირველობაზე ტურინის “იუვენტუსს” რვა წარმომადგენელი ჰყავდა, საგულისხმოა, რომ რვავე სკუადრა აძურას შემადგენლობაში.გთავაზობთ მათ მიერ ჩატარებული მატჩების სტატისტიკურ მონაცემებს…

ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებულ ექსვსივე შეხვედრაში სკუადრა აძურას კაპიტანმა, ჯანლუიჯი ბუფონმა მიიღო მონაწილეობა და ამით სანაკრებო დონეზე მას 120 ჩატარებული მატჩი მოუგროვდა.1997 წლიდან პირველ გუნდში მოთამაშე ბუფონი ამჟამად მესამე პოზიციას იკავებს, 136 მატჩით პირველზე ფაბიო კანავაროა, 126 შეხვედრით კი ჯანლუიჯის პაოლო მალდინი უსწრებს.აღსანიშნავია ისიც, რომ ჯგუფურ ეტაპზეც და პლეიოფშიც ჯიჯი ნაკრების კაპიტანი გახლდათ.

ჯორჯო კიელინიმ ევრო 2012 – ზე ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ტრავმის გამო 28 წლის ფეხბურთელმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი, ირლანდიის წინააღმდეგ გამოტოვა.საერთო ჯამში, ევროპირველობის შემდეგ ტურინელთა ერთ-ერთ ლიდერს ეროვნულ ნაკრებში 55 მატჩი ( 2 გოლი ) მოუგროვდა და ამ სტატისტიკით, იგი რომეო ბენეტისა და ხერმან მაურო კამორანეზის გაუტოლდა.

ექვსივე შეხვედრაში მიიღო და ნაკრების მთავარი იმედი იყო ანდრეა პირლო, რომელიც ტურინულ გრანდში გასულ ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმობარგდა.საერთო ჯამში, 2002 წლიდან სკუადრა აძურაში მოთამაშე ნახევარმცველს ეროვნულ ნაკრებში 89 მატჩი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით იგი მე – 8 პოზიციაზეა, მხოლოდ ორი მატჩით ჩამორჩება ბიანკონერების ლეგენდარულ კაპიტანს, ალესანდრო დელ პიეროს.აქვე გეტყვით, რომ “მაესტროს” ლურჯი მაისურით 10 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის ბოლო ევროპის ჩემპიონატზე, ხორვატიის წინააღმდეგ.

ტურინის “იუვენტუსის” წარმომადგენელი სანაკრებო დონეზე იყო კლაუდიო მარკიზიოც, რომელმაც ექვსივე მატჩში შეუცვლელად ითამაშა.საერთო ჯამში ბიანკონერების რვიანს სკუადრა აძურაში 26 ჩატარებული შეხვედრა მოუგროვდა და ამ მაჩვენებლით, იგი კარლო ანჩელოტისა და პიეტრო ანასტატის გაუთანაბრდა.დავამატებ იმასაც, რომ კლაუდიოს ნაკრების მაისურით ერთი გოლი აქვს გატანილი.

შესანიშნავი სეზონის შემდეგ წარმატებული ევროპის ჩემპიონატი ჩაატარა ლეონარდო ბონუჩიმ, რომელსაც საერთო ჯამში 20 სანაკრებო შეხვედრა მოუგროვდა, 18 ამათგან ტურინის “იუვენტუსიდან” გამოძახებით.25 წლის მცველის მეწყვილე, ანდრეა ბარძალი მოედანზე ხუთჯერ გამოვიდა და სანაკრებო კარიერაში 33 შეხვედრა მოუგროვდა.აქვე გეტყვით, რომ ბარძალისგან განსხვავებით ( 0 ), ბონუჩის ლურჯი მაისურით ორი გოლი აქვს გატანილი.

ეროვნული ნაკრების დებიუტანტმა, ემანუელე ჯიაკერინიმ ევროპირველობა ძირითად შემადგენლობაში შეტევის მარცხენა ფლანგზე დაიწყო და საერთო ჯამში ორი დაპირისპირება ჩაატარა, ესპანეთისა და ხორვატიის წინააღმდეგ, გოლი მას არ გაუტანია.

ბებერი ქალბატონის ახალწვეული, სებასტიან ჯიოვინკო ტურნირის მსვლელობისას მოედანზე ორჯერ გამოჩნდა, ორივეჯერ ჯგუფურ ეტაპზე, ესპანელებისა და ხორვატების წინააღმდეგ.საერთო ჯამში, ატომურ ჭიანჭველას ეროვნულ ნაკრებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული.

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

19 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
11 years ago

Juventino17
შეგვარცხვინა და მაინც ექვსივე თამაში სასტავში ითამაშა ხო?
შენ რა გინდოდა მარკზიოსგა ბალოტელი რო ცარიელ კარში ვე იტანდა ის უნდა გაეტანა თუ ბუფონმა 4 გოლი რო გაუშვა ფინალში იქ ორი მაინც უბდა აეღო მარკიზიოს

Giorgi kasrashvili
11 years ago

Juventino17

ძმა საწყენად არ მიიღო მაგრამ, მარკიზიოს მაშინ კინუ უკრავ მარტო ტაშს როცა გოლს გაიტანს ან კომენტატორიდან გაიგონებ რომ კლაუდიომ კარგად ითამაშა ამ მომენტშიო. კლაუდიო სტადიონზე არ ჩანს, შეუმჩნევია და ამ დროს პირლო თუ ესე თავისუფლადაა ამ სივრცეებს მარკიზიო უკეთებს… ფეხბურთში ჩახედილი ადამიანები დამეთანხმებიან…

jibojuve
11 years ago

:up: :yes:

Juventino17
11 years ago

აუ მე მარკიზიოზე მეშლება ნერვები, იმენა შეგვარცხვინა

d a v i d
11 years ago
Reply to  Juventino17

რა შეგვარცხვინა პირიქით ეგ რო არ ყოფილიყო ძირითადში ბურთს თავზე დაგვახევდნენ, მაგან რაც შავი სამუშაო ასრულა რიაიცი მე :forza:

Giorgi kasrashvili
11 years ago

d a v i d

მწვრთნელი კონტეზე კაი ვინ იქნება ტოო :chuvak:

მთავარია ნერვი არ ავუტოკოთ თორე კრასიჩივით მოგვსვამს სკამზე :lool:

d a v i d
11 years ago

:lool: :lool:

Giorgi kasrashvili
11 years ago

Darja

წარმატებები ძმა, ხომ იცი მაგრად მიყვარხარ… მე და შენ აქ ერთი შეხედულება და აზრი გვქონდა სულ და გვაქვს კიდეც… :kiss: :up:

Giorgi kasrashvili
11 years ago

კაროჩე მომავალ სეზონში ესეთი გუნდი მინდა მე…

——————-ბუფონი

—ლიხშტაინერი–ბარძალი—კიელინი—NACHKE

—DAVID—პირლო—-მარკიზიო—-DARJA

———–QASRINIO——ჯოვინკო

ზამენაზე: პეპე-1juve ერთად :lool: :lool: :lool:

Di Francesco # 1
11 years ago

:ena:

d a v i d
11 years ago

:lool: :lool: :lool: ვაა ძირითადში მოვხდი :lool: მთ. მწვრთნელი ვინაა? :chuvak:

Giorgi kasrashvili
11 years ago

კარგად ვარ გიუნა. არ ვიყავი აქეთ და ვაკლდი სასტავს…
გახარებული ვარ სებას დაბრუნებით და ეგ შენც კარგად იცი :chuvak:
გამოცდების საქმეები როგორ მიდის გიუნა? :kiss:

d a v i d
11 years ago

ბუფონს აქ შანსი პირველ ადგილზე გადავიდეს :italy:

Giorgi kasrashvili
11 years ago

მიპასუხეთ ბიჯო რა რა იყოთ სად წავიდა ლავეცითქო??

d a v i d
11 years ago

პსჟ

| Newsphere by AF themes.
19
0
Would love your thoughts, please comment.x