სატრანსფერო ჭორები და სიახლეები – 4 ივლისი
ტურინის “იუვენტუსი” ახალგაზრდა ტალანტების ძიებაშია.Sportmediaset – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანტონიო კონტეს გუნდში ამჟამად შანსი “პრო ვერჩელის” ცენტრალურ მცველს, ალბერტო მასის მიეცემა.19 წლის უკანახაზელი წინასასეზონი მომზადებას ბიანკონერებთან ერთად გაივლის და სავარაუდოდ, მონაწილეობას Trofeo Tim – ის გათამაშებაშიც მიიღებს, რომელიც 21 ივლისს ჩატარდება ბარიში.სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, რომელ კლუბში გაუშვებენ მასის არენდით, მანამდე კი მას საშუალება ექნება, ისეთი მცველების გვერდით ივარჯიშოს, როგორებიც ჯორჯო კიელინი, ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ლუსიო არიან.სრულიადში იხილეთ მეტი…
“სიენას” სპორტული დირექტორი, სტეფანო ანტონელი დღეს მილანში ფაბიო პარატიჩისა და ჯუზეპე მაროტას შეხვდა, სასაუბრო თემა რა თქმა უნდა მატია დესტროს საკითხი გახლდათ.La Gazzetta Dello Sport – ის მტკიცებით, ბიანკონერების ხელმძღვანელობა ცდილობს, ახალგაზრდა ფორვარდის უფლებათა პაკეტის ის 50 % შეიძინოს, რომელსაც “სიენა” ფლობს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს მოლაპარაკებები “ჯენოასთან”.
დესტროს ხელში ჩასაგდებად ჯუზეპე მაროტას კიდევ ერთი გეგმა აქვს : მანოლო გაბიადინის “სიენაში” არენდით გაშვება.”ატალანტას” ახალგაზრდა ფორვარდი ბიანკონერებთან კონტრაქტს სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გააფორმებს, შემდეგ კი არენდის წესით სიენას მიაშურებს, მის სანაცვლოდ კი ტურინში მატია დესტრო ჩამოფრინდება.
Il Corriere Dello Sport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს 48 საათში ჯუზეპე მაროტა ოფიციალურ ვიზიტს დიდ ბრიტანეთში გეგმავს, მისი მთავარი მიზანი კი ტოპ კლასის ფორვარდის ხელში ჩაგდება იქნება.ბიანკონერების გენერალური დირექტორი ეწვევა ლონდონს და “არსენალთან” მოლაპარაკებებს რობინ ვან პერსის თაობაზე გამართავს, ასევე ლივერპულს ლუის სუარესის ტრანსფერთან დაკავშირებით და მანჩესტერს, ედინ ჯეკოს ან მარიო ბალოტელის გასაფორმებლად.ვნახოთ, როგორ დასრულდება იტალიელების “გალაშქრება” ნისლიან ალბიონზე.
ნიკოლა ლეალის, ლუსიოს, მაურისიო ისლას, კვადვო ასამოასა და პოლ პოგბას გაფორმების შემდეგ ბებერი ქალბატონის მთავარი საფიქრალი ახლა წინახაზის გაძლიერებაა.ანტონიო კონტეს გუნდისთვის იდეალური ვარიანტი “ლივერპულის” ფორვარდი, ლუის სუარესია და ყველაზე მეტად ჯუზეპე მაროტა სწორედ მის შეძენას ეცდება.ურუგვაელის ხელში ჩაგდება არც ისე ადვილი მისიაა, მითუმეტეს, წითლების ახალ დამრიგებელს 24 წლის შემტევთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და მის გასხვისებას არ აპირებს.Daily Mail – ის ცნობით კი, ლივერპულელები კარგი შემოთავაზების შემთხვევაში სუარესს შეელევიან და მის სანაცვლოდ გუნდში “ნიუკასლის” წინახაზელს, სენეგალელ დებმა ბას მოიყვანენ.
წყარო : Calcionews24; Tuttojuve; Tuttosport
სუარესი არ გადმოვა და ისევა ვან პერსიზე ვიჩალიჩოთ ჯობია
ეეეე,ოღონდ ჯეკო არა რა…
მაროტ ბარემ ლონდონშოი ხარ და ტორესს გამოლაპარაკებოდი ჰა??
კი მაგრამ ეს დესტრო რა გახდა ან რა გააჭირეს საქმე :) დავიღალე უკვე,დესტრო,დესტრო!!!!!!!!!!!!
kuna25
აი მაროტა რისი მაქნისია შარშანდელი სეზონიდან დავიწყოთ: პირლო, ვიდალი, კასერესი, ლიხტშტაინერი, ისლა, ლეალი, პოგბა, ვუჩინიჩი, ასამოა, ჯოვინკო, ლუსიო, დაბრონილია ასევე გაბიადინი დესტრო ვერატი მეტი რა გინდა? და კიდო არ ჩერდება ტოპ თავდამსხმელის ყიდვისთვის როგორც ვხედავტ თავს არ ზოგავს და თუ ფეხბურთელს არა აქ სურვილი იუვეში თამაშის ეს ბეპეს ბრალი არაა ხო?
წარმატებები ბეპე ხელცარიელი არ დაგინახო ტურინში
ოღონდ პერსი არ იყოს და ჯანდაბას რამე სუვენირი წამოიღე თუ ფეხბურთელები არ გამოგყვენ

kuna25
38 წაუგებელი მატჩი, შესანიშნავი ტრანსფერები, სკუდეტო და გაძლიერებული შემადგენლობა რას მივაწეროთ ნეტავ ))
მინიმუმ ზამთრამდე იქნება საუბარი ტოპ თავდამსხმელზე, სამწუხაროდ ვერც სუარესს ვიყიდით,ვერც ვან პერსის და ვერც კავანის, რისი მაქნისიცაა მაროტა უკვე მერამდენე წელია ამტკიცებს
ნეტავ ლუის სუარესი იყიდონ და არაფერი მინდა მაგრამ როგორ არ ვთქვა მარცხენა მცველი რო არის საჭირო და ამ პოზიციაზე კოლაროვი დაგვხატავდა
ასე რომ
კოლაროვი, სუარესი, დესტრო და ერთი ნახევარ მცველი ანუ ან რამირესი, ან ნაინგოლანი მე ორივეს დიდი სიამოვნებით ავიყვანდი
აი ეს ტრანსფერები მინდა.