ბრანესკუ სავარაუდოდ გუნდის მესამე მეკარე გახდება
ტურინის “იუვენტუსი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მეკარის დამატებას არ აპირებს, ეს ინფორმაცია დღეს დილით იტალიურ პრესაში გავრცელდა.კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ 30 ივნისს გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით 35 წლის ალექსანდერ მანინგერმა დატოვა, მისი ადგილი კი ნიკოლა ლეალიმ შეავსო, თუმცა 18 წლის ახალგაზრდა მეკარე კარიერას სავარაუდოდ არენდის წესით, რომელიმე კლუბში განაგრძობს.მესამე მეკარეობის უმთავრეს კანდიდატად “ბრეშიას” ამჟამინდელი კარის დარაჯი, 34 წლის მიკელე არკარი სახელდებოდა, თუმცა სავარაუდოდ ჯუზეპე მაროტა მას არ შეიძენს და პრიმავერას ერთ-ერთ ლიდერს, ლაურენტიუ ბრანესკუს დააწინაურებს.რუმინელი მეკარე ბიანკონერებს წინა წელს, 400 000 ევროდ შეუერთდა და გასული სეზონი ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობაში წარმატებით ჩაატარა.ბრანსკუ 1994 წელსაა დაბადებული და ამჟამად 17 წლისაა.
ამ უთამაშობით არ გააფუჭონ რა.
მაგრამ როცა დაგვჭირდება მაშინ გამოძახებს ალბათ
