ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება …

სატრანსფერო ციებ ცხელება გრძელდება და ტურინის ” იუვენტუსს ” სულ ახალ და ახალ ფეხბურთელებს უკავშირებენ . მაგალითად ისევ ამოტივტივდა ედინ ჯეკოს ფიგურა . La Stampa – ს ცნობით , ბიანკონერი ისევ განიხილავს მის ტრანსფერს . არ არის გამორიცხული მაროტამ 4 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს ბოსნიელს , რომლის მიხედვითაც ფორვარდი წლიურად 5 მილიონ ევროს და პლიუს ბონუსებს მიიღებს . ამასობაში Sky Sport – ი კი ჯიუტად მიიჩნევს რობი ვან პერსის ბიანკონერის ნომერ პირველ სამიზნედ . მაგრამ , ეს ტრანსფერი მხოლოდ მაშინ მიიღებს რეალურ სახეს, როდესაც შესდგება ბარტერი კუალიარელა – პაცინი !? Sportmediaset – მა გაავრცელა ინფორმაცია , თითქოს იოვეტიჩმა იებს , ” იუვენტუსსში ” ტრანსფერი მოსთხოვა . პლიუს ამასთან , ხვალ დაგეგმილია შეხვედრა ფლორენციული კლუბის პირველ პირებს შორის , სადაც გადაწყდება კიდევაც ჩერნოგორიელის მომავალი … სხვა სატრანსფერო სიახლეები იხილეთ სრულიადში …

ფელიპე მელო , რომელიც სულ ეხლახანს დაბრუნდა ტურინში თურქეთიდან , შესაძლოა კარიერა ან მოსკოვში ან მიუნჰენში განაგრძობს . როგორც ჩანს ეს ორი კლუბი აუქციონის მოწყობას აპირებენ 29 წლის საყრდენი ნახევარმცველის გამო .Tuttosport – ის ცნობით , იმ შემთხვევაში თუ არ მოხერხდა საერთო ენის გამონახვა უდინეზესთან არმეროს თაობაზე , მაშინ ბიანკონერი ლიონიდან ალი სისოხოს გაიფორმებს . არმეროს თაობაზე კი მოლაპარაკებები კვლავინდებურად გრძელდება .Sky Sports 24 ავრცელებს ინფორმაციას , რომელიც ანდრეა პოლის ეხება : კლუბებმა მიაღწიეს შეთანხმებას ახალგაზრდა შუა ხაზელის თაობაზე , მაგრამ თავის მხრივ ფიორენტინა თურმე საერთოდ არ ყოფილა დაინტერესებული მისით . საქმე იმაშია , რომ თავდაპირველად პოლის ტრანსფერი იუვეში სწორედ ფიორენტინასთვის განიხილებოდა . ტურინელებს იმედი ჰქონდათ , რომ ამ გზით მოახერხებდნენ იოვეტიჩზე ფასის დაწევას . მონტელა თავის მხრივ არა პოლით , არამედ ლუკა მარონეთია დაინტერესებული .Sky Sports – ინფორმაციით , ალესანდრო მატრი ძალზედ ახლოს არის როსონერიში გადასვლასთან . სავარაუდოდ ალე არენდის წესით იასპარეზებს მილანში , ხოლო სეზონის ბოლოს გალიანის აუცილებლად მოუწევს მისი შესყიდვა 8 მილიონ ევროდ . თუმცა , ბიანკონერი 15 -ს ითხოვს მის სანაცვლოდ . შესაძლოა კომპრომისი 12-13 მილიონ ევროზე იქნას ნაპოვნი …

წყარო : Tuttosport, Tuttojuve, Сalcionews24

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
delpieronedved
11 years ago

მე თუ მკითხავთ პოლი მარონეს ჯობია

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x