ATTACCO ALLA JUVE – იერიში “იუვენტუსზე”…
დღეს დილით იტალიურ პრესაში “იუვენტუსის” გულშემატკივრებისთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა. მოგეხსენებათ, მიმდინარე თვის პირველ ნახევარში ანტონიო კონტე დაკითხულ იქნა იტალიის პროკურატურის მიერ. დაკითხვა ეხებოდა ყველასათვის ნაცნობ თემას, ჩაწყობილ მატჩებს, რომელშიც კონტეს ყოფილმა შეგირდმა სტეფანო კარობიომ “იუვენტუსის” ამჟამინდელი მწვრთნელი დაადანაშაულა. კერძოდ, საუბარია უშუალოდ ორ კონკრეტულ მატჩზე, რომლებიც ჩატარდა “ნოვარასა” და “ალბინოლეფეს” წინააღმდეგ. მიუხედავად ანტონიო კონტეს მიერ მიცემული ჩვენებისა და პრაქტიკულად “სიენას” იმდროინდელი შემადგენლობის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტისა, რომლის მიხედვითაც ჩაწყობილ მატჩში მონაწილეობაზე საუბარიც კი ზედმეტია და ეს არის სრული აბსურდი, იტალიის პროკურატურა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე რატომღაც მაინც კარობიოს მხარეს იჭერს. თუ კონტე დამნაშავედ სცნეს, მას ელის დაახლოებით 6-თვიანი დისკვალიფიკაცია. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის…
საფრთხე ემუქრება “იუვენტუსში” მოთამაშე ორ ფეხბურთელსაც, ლეონარდო ბონუჩისა და სიმონე პეპეს. სასამართლო პროცესის გავლა მათაც მოუწევთ, რადგან მათ შემთხვევაში საუბარია 2010 წელს ჩატარებულ “ბარი” – “უდინეზეს” საეჭვო შეხვედრაზე, რომელშიც ორივე მოთამაშე იღებდა მონაწილეობას. თუ ბონუჩი და პეპე დამნაშავედ სცნეს, ისინი მიიღებენ გრძელვადიან დისკვალიფიკაციას. ამ ეტაპზე ეს არის ბოლო ინფორმაცია, რაც გავრცელებულია სხვადასხვა წყაროებში.
რაიმე სიახლის შემთხვევაში, საიტის ადმინისტრაცია უმოკლეს დროში მოგაწვდით ინფორმაციას.
წყარო: Football-Italia; TuttoJuve; Tuttosport
რაცარუნდა სამწუხაროს იყოს
მემგონი კონტე გაგედო 
d a v i d
ვირუსებისგან გაიწმინდა საიტი, ამიტომ ბოლო რამდენიმე კვირის სტატიები წაიშალა..
გაიხარე ძმა, ვიფიქრე ვინდოუს დაერხათქვა
ნეტა ყველაფერი კარგად დამთავრდესსსსსსსს
აქ სტატიები წაიშალა თუ კომპი მიჭედავს? 14 ივლისიდან—-26 ივლისის ჩათვლით რო სტატია არ დადებულა?
წაისალა

გაიხარე

მაინც გავანადგურებთ!
ვერ ისვენებენ!!!
კონტეს სიენას შემადგენლობიდან ნახევარზე მეტი ადასტურებს რომ არაფერი არ მომხდარა და ერთ კარობიოს უჯერებს ამხელა იტალია აზრზე ხართ რა მარაზმია ?
საოცარი ბოიკოტი უნდა მოჰყვეს იტალიის ჩემპიონის მხრიდან, უძლიერეს გუნდს ანადგურებენ რა..
აი რატომ გაყიდეს მილანმა და ინტერმა თავისუფლად ფეხბურთელები, იუვეს მთავარ გენიოსს ართმევენ
იმ რეგვენს ფული გადაუხადეს და რაღაცეებს ბოდიალობს :@.... ....