ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები…

სტეფან იოვეტიჩის ტურინში გადმობარგების საკითხი უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს.The Nation – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენციის “ფიორენტინას” ხელმძღვანელობამ ჩერნოგორიელ ფორვარდს ულტიმატუმი წაუყენა, 31 ივლისისთვის იების მთავარმა მწვრთნელმა უნდა იცოდეს, დარჩება თუ არა 22 წლის ფორვარდი მის გუნდში.იოვეტიჩი მის აგენტთან შეხვედრას გეგმავს, შეხვედრაზე კი მთავარი სასაუბრო თემა სწორედ ტურინის “იუვენტუსი” იქნება, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს ჩერნოგორიელის ხელში ჩაგდებას.ფლორენციელები იო-იოს იაფად გასხვისებას არ აპირებენ, თუმცა ტრანსფერში რომელიმე ფეხბურთელის ჩართვის სანაცვლოდ, შესაძლოა გასახადელი თანხა საგრძნობლად შემცირდეს.რაც შეეხება პაბლო არმეროს, ტუტოსპორტის ცნობით მისი ტრანსფერი ბებერ ქალბატონში ფაქტიურად გადაწყვეტილია.გუნდები მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე არიან და შესათანხმებელი მხოლოდ დეტალებიღა დარჩა.კვადვო ასამოასა და მაურისიო ისლას მსგავსად ფრიულის მკვიდრნი კოლუმბიელის თანამფლობელობაში აყვანას ამჯობინებენ, ჯუზეპე მაროტას კი 25 წლის მარცხენა ფლანგელი არენდის წესით, შესაძლო გამოსყიდვის პერსპექტივით სურს.არმეროსთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, ბიანკონერები სერბი ალექსანდრ კოლაროვის ან ფრანგი ალი სისოკოს შესყიდვას შეეცდებიან.

წყარო : Tuttojuve; Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
bakajuve777
11 years ago

სუარესი და იო-იო!!!ან ვანპო იო-იო!!როდის უნდა ვიყიდოთ? :buhee:

mishka berianidze
11 years ago

მარტო იოვეტიცი წინა ხაზს ვერ გააძლიერებს ამისთვის საჭიროა კიდევ 1 უმაღლესი კლასის ევრო ტურნირების გამოცდილების მქონე თავდამსხმელი
წინა სტატიაში ტრანსფერებზე დახარჯული თანხა ასე ჩანდა 45,2
ანუ გამოყოფილი 80 მილიონიდან კიდევ დაგვრჩა 34,8 + მატრი, პადოინი, პაციენცა, მელო, კრასიჩი, მარტინესი
ასე მაგალითად 34,8 + 40 ლიმონი ანუ სადღაც 70
ხომ შეიზლება რომ ამ თანხით
იოვეტიჩი – 25 მილიონი
ლუის სუარესი – კრასიჩი, მელო + 15 ან 35
არმერო ან კოლაროვი
და მზადება სშეუდგნენ.

arseni
11 years ago

არმერო, იოვეტიჩი … მერე კავანიცცც და ბასტა

giortgi
11 years ago

იო იო არმერო მოდეეე :forza:

delpieronedved
11 years ago

კონტეზე ისე ვნერვიულობ ამ ტრანსფერების ნერევები არ მაქ მარა კარგად მიდის მაგრამ ტოპ ფორვარდი გვინდა :chuk:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x