აგენტი: ” ბოკეტი “იუვეში”? ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით”
ბოლო დღეებია პრესა აქტიურად საუბრობს სალვატორე ბოკეტის “იუვენტუსში” ტრანსფერზე. სხვადასხვა წყაროების მტკიცებით, ყაზანის “რუბინის” 26 წლის იტალიელი მცველის ტურინში გადაბარგება საკმაოდ რეალურია. ამ თემასთან დაკავშირებით Calciomercato ფეხბურთელის აგენტს დაუკავშირდა: ” ბოკეტი ნამდვილად საინტერესო ფეხბურთელია. ვნახოთ, როგორ წარიმართება მისი მომავალი, თუმცა უმჯობესია ამ ეტაპზე სიფრთხილე გამოვიჩინოთ ამ თემაზე საუბრისას. “ – ასეთია აგენტის განცხადება.
წყარო: TuttoJuve