5 აგვისტო – დევიდ ტრეზეგეს ბოლო მატჩი
ხუთი აგვისტო ტურინის “იუვენტუსის” ისტორიაში განსაკუთრებული დღეა.2010 წლის 5 აგვისტოს, ზუსტად 2 წლის წინ ბებერი ქალბატონის ლეგენდამ, დევიდ ტრეზეგემ შავ-თეთრი მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა.ალბერტო ბრალიას სახელობის სტადიონზე, მოდენაში, ტურინელებმა ირლანდიური “შემროკ როვერსი” 2-0 დაამარცხეს, ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა და დაპირისპირების ბედი ულამაზესი ჯარიმით ალესანდრო დელ პიერომ გადაწყვიტა.ტრეზეგოლისთვის – როგორც მას “იუვენტუსის” ტიფოზერია უწოდებს, ტურინული გოლები უცხო ნამდვილად არ ყოფილა.10 წლიანი კარიერის მანძილზე ფრანგმა საოცარი შედეგი აჩვენა, მის ანგარიშზე 171 ოფიციალური გოლია, რითაც ბიანკონერის უცხოელ ბომბარდირებს შორის მეოთხე პოზიცია უჭირავს.ამ ყველაფერს ემატება შემდეგი ტიტულები : ოთხი სკუდეტო და ერთი იტალიის სუპერთასი.ტრეზეგეს ჩვენს გულებში მართლაც გამორჩეული ადგილი უჭირავს.
რაღას გამოასწორებ მატრი, ტრეზეგე მაგის ასაკში სახეს იძრობდა
დევიდა ძმა იყო და ძმათ დარჩება, მატრიც ამ სტილის ფეხბურთელია პროსტა ბევრს მაზავს, მაგრამ გამოასწორებს შედეგს
ჩემი საყვარელი ფეხბურთელების ხუთეულშია, ცივსისხლიანია ნამდვილი ))
დევდს ვერ ვიტანდი არ დამვიწყდება ეორო -200 ზე ცხარე ცრემლებით მატირა ფინალში რო შეგვიგდო კოშმარული გოლი მარა იუვეში გადმოსვლის მერე შემიყვარდა ერდროს ალე ამის წყვილი ძან მაგარი იყოოო
2000 რაც ქნა 2006 გამოასწორა :)))) მარა 2003 იც გამაზა პენალი მილანთან :))
აბა რა ქნა მაშინ ))
დავითა მაგარი იყო :) რეალს სულ უტანდა ხოლმე )))