ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტეს დაცვის მხარეს შესაძლოა კიდევ ერთი ადვოკატი დაემატოს

იტალიურ პრესაში დღეს გავრცელდა ინფორმაცია , თითქოს სასამართლოში ანტონიო კონტეს , ტურინის ” იუვენტუსის ” კიდევ ერთი ადვოკატი დაიცავდა . აქამდე ბიანკონერის მთავარი მწვრთნელის ინტერესებს , იუვეს ორი ადვოკატი ლუიჯი ჩიაპერო და მიშელ ბრიამონტე იცავდნენ .  პრესა მასიურად ასახელებს ჯულია ბონჯორნოს , რომელიც მათი აზრით კონტეს პირად ადვოკატს ანტონიო დე რენზის შეუერთდება … თუმცა , SkySport24 – თან საუბარში ბიანკონერის წარმომადგენლებმა უარყვეს ეს ინფორმაცია . მათი განცხადებით , თუ სიტუაცია ამას არ მოითხოვს , დაცვის მხარეს დამატებითი ადვოკატები არ დასჭირდება . ადვოკატმა ბრიამონტემ კი შემდეგი კომენტარი გააკეთა : ” ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით ვერდიქტის გამოტანას , ხოლო რაც შეეხება ცვლილებებს , ეს მოხდება ყოველი ჩვენთაგანის მიერ განხორციელებული კონსულტაციის შემდგომ . დაძაბულობა ? ანტონიო დე რენზისთან არანაირი კონფლიქტი არ გვაქვს , უბრალოდ გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა სუფევს , რაც ასეთ რთულ პროცესში სრულებით ბუნებრივი მოვლენაა ” . 

წყარო : tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x