დისკვალიფიკაციის შემთხვევაში , კონტემ შესაძლოა დატოვოს კლუბი
Football-Italia – ს ინფორმაციით , იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დამნაშავედ სცნობს ანტონიო კონტეს , ბიანკონერის მთავარმა მწვრთნელმა შესაძლოა დატოვოს ტურინი . ახალგაზრდა სპეციალისტს 15 თვემდე დისკვალიფიკაცია ემუქრება , თუმცა კუალიარებში აცხადებენ , რომ ეს ციფრი 10 -ამდე შემცირდება და კონტე 2013 წლის 9 ივლისამდე ვერ შესძლებს სათადარიგოთა სკამზე ყოფნას გუნდთან ერთად და შესაძლოა ვერც გასახდელში იყოს თამაშის დღეს გუნდთან ერთად . თუ La Repubblica – ს დავუჯერებთ , კონტე მზადაა საკუთარი თამაშემწის კრისტიან სტელინის გზა გაიაროს და პრეზიდენტ ანიელის , სამსახურიდან წასვლის მოთხოვნა გაუგზავნის . მიუხედავად ამისა , კონტე ბრძოლას ბოლომდე აპირებს , რაშიც მას კლუბი მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს . ეს სიტუაცია არც მას შემდეგ შეიცვლება , თუ ანტონიოს მაინც მისცემენ დისკვალიფიკაციას , კლუბი არ აპირებს მასთან განშორებას . სათადარიგოთა სკამზე კი გუნდს მასიმო კარერა ეყოლება , რომელიც კონტეს თვალები და ხმა გახდება . კიდევ ვრცელდება ინფორმაცია , თითქოს ანტონიო უარს ამბობს თავის რამდენიმე იურისტზე, თუმცა ამ ინფორმაციას ჯერ ჯერობით ოფიციალურ დონეზე არ ადასტურებენ .
წყარო : Football-Italia
ეს ტუ წავიდა ლიოვი უნდა მოიყვანონ

ოფიციალურად განაცხადა მგონი იუვემ კონტე რჩებაო. უარყვეს ეს ინფო
ძან ცუდი ბოლომდე მქონდა იმედი რო კონტე გამართლდებოდა მარა იმედი გადმრწურა უდიდესი დანაკლისი იქნება ეს იუვესთვის ყვალაზე კაი გამსავალი იქნება 10-თვს თუ მიცემენ 5თვე Dე რო დაყვაინონდა გაპროტესტონ მარა ამის იმედიცა არგარ მგონიი ცუდათა საქმეე

კონტესნაირი მწვრთნელი კიდევ კარგახანს არ გამოჩნდება იტალიაში, ამიტომ მისი დაკარგვა არ შეიძლება

მოკლედ აგვრიეს და ეგაა რა..სტელინი წავიდა, კონტე ფიქრობს, პლიუს ალესიო..მიაღწია ფედერაციამ რა მიზანიც ჰქონდა
დარჩი კონტე, ბიჭები მეტად მოინდომებენ და დაამტკიცებენ რომ მეტჯერ ვეღარ წაგვაქცევენ!!!
აუუუუ სიტუაცია ძაან დაიძაბააა