ისლა : ” იუვე და მხოლოდ იუვე ! ”
რამდენიმე ხნის წინ , სხვადასხვა მასმედიის წყაროებში , გაჩნდა ინფორმაცია თითქოს მაურისიო ისლა მადრიდის ” რეალზე ” ოცნებობდა , რამაც საკმაო აჟიოტაჟი გამოიწვია ბიანკონერის გულშემატკივრებში : ” არასოდეს არ მიოცნებია ” რეალზე ” . ჩილეში ყოფნისას , ჟურნალისტებმა მკითხეს , თუ რომელ კლუბს აქვს მეტი შანსი მოიგოს ჩემპიონთა ლიგა , მადრიდის ” რეალს ” თუ ” ბარსელონას ” , რაზეც მივუგე რომ სამეფო კლუბს ვანიჭებდი უპირატესობას . პრობლემა ალბათ იმაში იყო , რომ როდესაც ეს განცხადება გავაკეთე უკვე ” იუვენტუსის ” წევრი ვიყავი . იმედი მაქვს ტურინში კიდევ დიდხანს დავრჩები და არა მარტო კონტრაქტით განსაზღვრული ხუთი წელიწადი . ევრო 2012 ის ყურებისას , როდესაც სკუადრა აძურას თამაშს ვადევნებდი თვალყურს და ვხედავდი თუ რამდენი იუვენტინო იყო მოედანზე , დავრწმუნდი რომ ლიგაზე ეს გუნდი დიდ წარმატებას მიაღწვეს ” – მაურისიო ისლამ .
წყარო : CalcioNews24
ყველა ვინც იუვეში მოვა იუვეს ფანი ხომ ვერ იქნება? თავის საქმე გააკეთოს აქ, კარგი თამაშით თავი მოგვაწონოს და მერე რამეფრად გავიმეტებთ ალბათ რეალისთვისაც დიდი ტანხის სანაცვლოდ, თუ საჭირო გახდა:)))
23 წლისაა ისლა 5 წლიანი კონტრაქტი აქვს, თუ წარმატებით ითამაშა არც იუვენტუსი გაუშვებს და არც თვითონ ექნება ამის სურვილი, თუ ვერ წაუვიდა ( იმედია არ მოხდება ) მაშინ რეალი ნაღდად არ გამოთქვამს ამის ყიდვის სურვილს..
ასე რომ ჩვენია რა..
წარმატებები მაურისიო..მე უდინეზეში რომ მაქვს ამ კაცის თამაშები ნანახი, ძალიან მაგარია..მარჯვენა ფლანგზე 3-5-2 სქემაში სერიოზული ძალაა
კი დაიწერა ჩვენთანაც . შეიძლება მიხვდა რომ სისულელე თქვა , ან გაიგო ვინ არის კონტე ))) მთავარია საქმე გააკეთოს და ვისზე იოცნებებს ნაკლებად მაინტერესებს მე პირადად
აქაც დაიწერა რეალში თამაშზე ვოცნებობო…
ეს სტატია იმათმა წაიკითხონ ვინებმაც ეს აკრიტიკეს

ამ საიტზეც ერთი ამბავი იყო ატეხილი