ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო : “ახლა გაცილებით ძლიერები ვართ”

“ფინალი საუკეთესოა – რითაც შეიძლება დაიწყოს სეზონი.საოცარი შეგრძნებაა.კიდევ ერთხელ გვაქვს შანსი ყველას დავუმტკიცოთ, რომ უძლიერესები ვართ”, – ციტირებს ტუტოსპორტი კლაუდიო მარკიზიოს სიტყვებს, რომელიც რთული და დაძაბული მატჩის მოლოდინშია : “ნაპოლისთან” შეხვედრა ნებისმიერ კლუბს უჭირს, ეს იმ გუნდთაგანია, რომლებიც მომავალ სეზონში სკუდეტოზე აცხადებენ პრეტენზიას.სხვები ? – “იუვენტუსის” გარდა, ალბათ “რომა”, “ინტერი”, “მილანი” და “უდინეზე”, ოღონდ არა ამ მიმდევრობით.”

გასული სეზონის გახსენება : “შესანიშნავი იყო, განუმეორებელი.ერთი ტიტული მოვიპოვეთ, მეორესთვის ბრძოლაში კი ფინალში დავმარცხდით, არ დავივიწყებ ევროპის ჩემპიონატზე განცდილ ტკივილსაც.პროფესიონალი ფეხბურთელის რანგში ფინალი არასდროს მითამაშია, შეიძლება ითქვას, წინა სეზონში დებიუტი მქონდა, ახლა მეტად გამოცდილი ვარ და ვიცი, როგორ უნდა მოემზადოს მოთამაშე გადამწყვეტი მატჩისთვის.ძალიან, ძალიან მინდა შაბათს გავიმარჯვო და გავიხსენო პრიმავერაში გატარებული დაუვიწყარი წლები, იმ პერიოდში ფინალს ყოველთვის ვიგებდი.”

სეზონის დაუმარცხებლად ჩატარება, გასული წლის კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტია : “საოცარი მიღწევაა, მითუმეტეს როცა ვიხსენებ, საიდან დაიწყო ყველაფერი.მშვენივრად მახსოვს ზედიზედ ორი სეზონი მეშვიდე პოზიციაზე დასრულებული, ძალიან რთული და იმედგაცრუებით სავსე.ასეთ მომენტებში ხშირად ჩნდება კითხვები : “შენ ხომ არ ხარ დამნაშავე ?”, “ხომ არ აჯობებს კლუბი შეიცვალო ?”. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა, გულშემატკივრების მხარდაჭერითა და მონდომებით ჩვენ გამარჯვებას მივაღწიეთ, “იუვენტუსის” მაისურის სიყვარული განუმეორებელი გრძნობაა.აი რატომ არის ჩემთვის და ზოგადად ბებერი ქალბატონის ფეხბურთელებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ეს სკუდეტო.კალჩიოპოლის შემდეგ რთული პერიოდი გვქონდა, მაგრამ გუნდმა ფეხზე წამოდგომა მოახერხა, ეს იყო მთელი სეზონის მანძილზე მოპოვებული გამარჯვება, რომელმაც მთელს კოლექტივს საკუთარ თავში რწმენა დაუბრუნა.შაბათის მატჩში, ბიანკონერის მთავარ იარაღად სწორედ ამას დავასახელებდი.”

წყარო : Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
მაქს
11 years ago

10 ჩააცვეს ?? ? ივნმემ იციტ?

G M
G M
11 years ago

კლაუდიო :love: მომავალი კაპიტანია!!!

d a v i d
11 years ago

:love:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x