ჯიოვინკო : ” გპირდებით , რომ ბევრ გოლს გავიტან ”
სებასტიან ჯიოვინკო დაბრუნდა ” იუვენტუსში ” იმ მოტივაციით , რომ რაც შეიძლება ბევრი გოლი გაიტანოს და არა იმისთვის , რომ მხოლოდ მომენტების შექმნაზე იზრუნოს . ამას თავად ფეხბურთელი ამბობს : ” არ ვიყავი იმაში დარწმუნებული , რომ დავბრუნდებოდი , თუმცა იმედი ყოველთვის მქონდა . წარმოშობით ტურინიდან ვარ , შესაბამისად ” იუვენტუსია ” ის საფეხბურთო გუნდი სადაც პირველი ნაბიჯები გადავდგი . მიზანი ერთი იყო , კვლავინდებურად გუნდის ნაწილი ვყოფილიყავი და მე ეს შევძელი “…
” პარმაში ასპარეზობისას დიდი პროგრესი განვიცადე და უკვე ყველა ატყობს , რომ სრულებით სხვა ფეხბურთელი ვარ . ეხლა კიდევ უფრო კარგად ვაცნობიერებ თუ რისი პოტენციალი გამაჩნია და მინდა დაგარწმუნოთ , რომ უამრავ ბურთს გავიტან შავ თეთრი მაისურით . ეხლა გაცილებით დიდ სიამოვნების გატანილი ბურთებით ვიღებ . არ მსურს შევბოჭო საკუთარი თავი , პირიქით გოლების გატანა მსურს . მშვენივრად მესმის , რომ ამის გაკეთება ურთულესი იქნება და პლიუს ამასთან ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად , კონკურენცია იმათ უნდა გავუწიო , ვინც გასულ სეზონში სკუდეტო მოიპოვა . სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს კი ერთად ვნახავთ თუ ვინ გააძლიერებს გუნდს თავდასხმაში . მარკიზიო ? მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს მოედანზე , ჩვენ ერთმანეთს ფაქტიურად უსიტყვოდ ვუგებთ . ყველაფერთან ერთად ბოლო პერიოდში , მან გენიალური პროგრესი განიცადა და თამამად შეგვიძლია დავასახელოთ ევროპაში საუკეთესო ნახევარმცველად. დელ პიერო ? ძალზედ უცნაურია მისი არ ყოფნა , რადგან გუნდისთვის იგი შეუცვლელი იყო . ალექსი იყო და დარჩება იუვეს ლეგენდად . 19 წელი ერთი კლუბის რიგებში , ეს დიდი მიღწევაა და ამის გაკეთება ყველას არ ძალუძს “ .
წყარო : Football Italia
სება მომევალი პინტურიჩიოა,მალე 10 ნომერსაც ჩაიცვამს აგერ ნახავთ!

სებას მაგრად ვაფასებ კაცი გაუშვეს გუნდიდან და იმდენი იშრომა ნაკრებშიც მოხვდა და საბედნიეროდ იუვემ ძლივს უკან დაიბრუნა ძან ტექნიკურია კარგი პასი დარტყმა
მიდი სება მიდი, ნაპოლისთან გახსენი შენი ანგარიში ))
მე მაგალითად მატრის დარჩენას ცოტა ცოტა კვალი მირჩევნია.. იმიტომ რომ უფრო მრავალმხრივი ფეხბურთელია.. შორიდან გატანაც შეუძლია და კაცის მოტყუებაც
მატრი კი ძაან მოტყდა ბოლო დროს.. იუვეს დონეს ვერ უძლებს.. აქ სულ ფორმაში უნდა იყო, მატრის ფსიქოლოგიური პრობლემები ექმნება. ასე მგონია ამ მხრივს კვალიარელა გაცილებით გამოცდილია
mიდი სებააა შენ იცი… ეხლა დამიაო დაიმატეთ(აბა პერსის,კავანის,სუარესის დამმატებლები არ ხართ) და მარჯვენა მცველი ვინმე,არმერო,ან კოლაროვი და მოდეეთ მერე… + მატრი დავტოვოთ და კუალიას რაც გინდა ის უქენით
ის რაც დგეს ხდება იუვეს წიინაამგდეგ ეს დამატებითი მოტივაციად უნდა იქცეს კონტესტვის და ფეხბურთელებისთვის დარწმუნებული ვარ გამწარებული იუვე გაანადგურებს ნაპოლის და ეს იქნება დიდი გამარჯვებების დასაწყისი…ეჭვი არ მეპარება რომ კონტე დარჩება რათა შური იძიოს…ჩვენც ეს გვინდა… კონტე იქნება თუ არა მოედანზე ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქ კონტე ისედაც დამუხტავს ბიჭებს…ახლა მთავარია ჩვენთვის კარგი ფორვარდი ვიყიდოთ…

LASHAJUVENTINO
პირველრიგში მატრიზე გიპასუხებ… მე მატრი მინდა დარჩეს,მას კბილებით ვიცავ, როგორც შარშან პეპე-ბონუჩის ვიცავდი დატოვონთქო… ვამბობ იმასაც რომ მატრის იმედზე ვერ ვიქნებიტ, მაგრამ სათადარიგოზე გამოგვადგებათქო და იქნებ და აღიდგინოს ძველი ფორმა…
ეხლა კი სებას ვუპასუხებ და ესთ რამეს ვიტყვი: მე სებასი ყოველთვის მჯეროდა და მეც მოგცემთ მასავიტ პირობას,რომ წინაზე მაგარი სეზონი ექნება…ის დაიმკვიდრებს ადგილს ძირითადში და ეწრთ-ერთი წამყვანი ფიგურა იქნება… ის მოიგებს სკუდეტოს და ლიგაზე გაგვახარესბ…
ეხლაკი 11-შიმჯერა რომ პირველი ტიტულისათვის თავს გადადებს და ყველაფერს გააკეთებს მოგებისათვის…
ამან ლიგაზე გაიტანოს გოლები და ისე შემიყვარდება, როგორც ძველი იუვენტინოები მიყვარდა. (წავიაფერისტე)
წარმატებები სება
მიდი სება შენი დიდი იმედი მაქვს , ამ საიტზე არ ჯერა ბევრს შენი და დაამტკიცე რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელი ხარ
