ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

ჯუზეპე მაროტა სტეფან იოვეტიჩის შესაძენად უკანასკნელ შტურმს ამზადებს.რობინ ვან პერსისთან და ლუის სუარესთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ბიანკონერების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს სწორედ ჩერნოგორიელი ფორვარდი წარმოადგენს, რომელიც იდეალურად ჯდება ანტონიო კონტეს სქემაში.26 აგვისტოს იტალიის ჩემპიონატი იწყება, ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელებმა კი კონკრეტული ნაბიჯები წესით უახლოეს დღეებში უნდა გადადგან.მის გარდა ტურინელები ედინ ჯეკოსა და ფერნანდო ლორენტეს აკვირდებიან, რომლებსაც შესაბამისად “სიტისა” და “ატლეტიკის” დატოვების სურვილი აქვთ.რაც შეეხება დაცვის მარცხენა ფლანგს, რომელიმე ფეხბურთელის დამატებამდე მაროტა ვალდებულია, გუნდიდან რეტო ციგლერი გაუშვას.შვეიცარიელი ფეხბურთელით საკმაოდ აქტიურად “ლაციო” აკვირდება, თუმცა მოახერხებენ თუ არა რომაელები რეტოს შეძენას, მეორე საკითხია, რამეთუ ციგლერის თაობაზე ბიანკონერებთან რამდენიმე გუნდი აწარმოებს მოლაპარაკებებს.ამის შემდეგ კი, მაროტა/პარატიჩის დუეტი პაოლო დე ჩელიეს კონკურენტის ძებნას დაიწყებენ, მთავარ კანდიდატებად კი პაბლო არმერო, ალი სოსოკო და ალექსანდრ კოლაროვი სახელდებიან.ფრანგი სისოკო რომ “ლიონს” დატოვებს, ფაქტიურად გადაწყვეტილია, არმეროსა და კოლაროვის დასამატებლად კი ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელებს სერიოზული ბრძოლა მოუწევთ.

წყარო : Tuttojuve; Tuttosport

 

 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha wowo
11 years ago

ეგ და ლორენტე თუ ჩავიგდეთ ლიგასაც გამოვკრათ შეილება ხელი :forza:

მაქს
11 years ago
Reply to  lasha wowo

მხოლოდ ლორენტეტი ვერა გვინდა ერტი ძლიერი უფრო ძლიერი …ეს საშუალო დონნის იგროკია

lasha naxucrishvili
11 years ago
Reply to  მაქს

უფრო ძლიერს სამწუხაროდ ვერ მოიყვანენ

levani.g
11 years ago

იოვეტიჩი მაგარია პერსისაც აჯობებს ეგ და სუარესსაც, მტავარია გადმოიყვანონ.

lasha naxucrishvili
11 years ago

იოვეტიჩი სუპერ ფეხბურთელი ნაღდად არააა.
ეჰ სუარესი მინდოდა ძაან მაგრამ :chuvak:
ეს ვან პერსი კიდე ეგდოს და შეაკვდეს მაგ არსენალს თუ ეგრე ძაან უნდა :chuvak:

G M
G M
11 years ago

მარცხნივ ყველაზე კარგი ვარიანტი, ალბთ არმეროს მოსვლაა….იმედია არმეროს მოიყვანენ, თუმცა არც სისოხო და მითუმეტეს, არც კოლაროვი მაგაზე არაფრით ნაკლებები არ არიან…

შეტევაში კიდე იოვეტიჩი უეჭველი…ჯეკო/ლორენტეს შორის კიდე უფრო ლორენტეს მოსვლა მინდა, თავით მაგრად თამაშობს..

11 years ago

ყველაფერი ყველაფერი მარა ერთი სული მაქვს ჯიჯი იუვეს კაპიტნის სამკლაურით პირველ თასს როდის აღმართავს… :forza: ნაღდად იმსახურებს ეგ კაცი მაგას… 11ში უნდა გაიგიჟონ თავი და უნდა მოიგონ რომ დავტკბე ჩვენი უნ კაპიტანოს და ნუმერო უნოს სიხარულით თასის აწევ :forza: ს დროს :forza:

levani.g
11 years ago

იოვეტიჩს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ჯოვინკოს რას უზამენ ვერ გავიგე. ჯეკოც კარგი ფეხბურთელია,კაი შენაძენი იქნება.

Giorgi kasrashvili
11 years ago

აუ ეს ლორენტე არ მინდა და ჯეკო მინდა მაგრად, იოვეტიჩი კი ჯერ რა როჟაა უსაკურთხო მკვდარივითაა ტო :lool:
ამან ვის რა უნდა გაუტანოს…

დადეთ ჯეკო და სისოხო თუ მიდის კაი პონტია ეგ და ვაბშე კოლაროვი მაგრად გაასწორებდა

arseni
11 years ago

კოვაცევიჩი ვაჟკაცი ფეხბურთელი იყო / და პიროვნება / ძეკო უფრო მაღალი კლასისაა / ეს არმერო რა გახდა რა რით ვერ შეიძინეს /

ბენიამინ

თუ გახსოვთ დარკო კოვაჩევიჩი, აი მაგას მაგონებს ჯეკო ოღონდ ოდნავ უფრო გაუმჯობესებული ვერსიაა

ბენიამინ

რეალობიდან გამომდინარე იოვეტიჩი და ჯეკო ოპტიმალური შენაძენები იქნება. :forza:

bakajuve777
11 years ago

:up: :up: :up: :up:

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x