ასამოა : ” გუნდში ძლიერი ხასიათი სუფევს ”
არსებობენ ადამიანები , რომლებიც ტოპ მოთამაშეებზე საუბრობენ . ამასობაში , ტურინში არის ფეხბურთელი , რომელიც გუნდს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდა და სავარაუდოდ სამუდამოდ აქ დარჩება . გუშინ , კვადო ასამოამ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და გატანილი გოლის გარდა , უამრავ კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა და ამასთან ერთად სრულად აკონტროლებდა საკუთარ ზონას მარცხენა ფლანგზე : ” რთული დაპირისპირება იყო , ასევე რთული ნაპოლის წინააღმდეგ . მიუხედავად ამისა , ერთი წამითაც არ გავტეხილვართ , წარუმატებელი პირველი ნახევრის შემდეგაც . მეორე ტაიმში , ჯერ შევძელით ანგარიშის გათანაბრება , ხოლო დამატებით დროში გამარჯვების მომტანი ბურთების გატანაც . ეს გუნდური სულისკვეთებაა , აქ ყველა ერთმანეთს ეხმარება , სწორედ ამას მასწავლიან აქ მოსვლის დღიდან . განსაკუთრებით მწვრთნელს გამოვყოფდი , რომელსაც უნდა მიეძღვნას კიდევაც ეს გამარჯვება ” .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
ვიცოდი რო მაგრად ათამაშდებოდა
ძაან მაგარია გეგონება იუვეში უკვე კაი ხანია არისო. ამ არმეროს რაც შეეხება უდინეზე მთელ თავის ფეხბურთელებს კი არ გაყიდის მთლად ეგეთი დებილებიც არ არიან ან თუ გაყიდიან კაი თანხასაც მოითხოვენ.
ასამოა უძლიერესია,იმენა ხუთიანზე შეუსრულა მაცარის კამანდას

ჰყავდეს იმ უდინეზეს არმერო..
იდეალურად გაართვა მოვალეობებს თავი ასამოამ..
ისევ ჩიხშია არმეროს ტრანსფერი ხოო ?არადა დაგვხატავდა ეგეც
ასამოვა ბრაო ამ ფეხბურთელს მაგრად მოერგო იუვეს და არ გამრიცხული თუ სუ სასტავში ათამაშებს ბრაო მაროტა ჯერი ისლაზეა ისიც გამართლებს ჩემი აზრით მგონი ჩვენზე კონკურენტიანი გუნდი იტალიაში არა და ეს ძან კაი იქნება ყველა მოტივირილებული იქნება

იუვეს ფეხბურთელებს ვერ გამოიძახებდა აბა ) პეკინში თამაშობდნენ … ამხანაგურია და გამოცდის სხვებს )იუვეს ფეხბურთელებს არაფერი აქვთ დასამტკიცებელი )
ეხლ ბერლუსკონის თასის ჯერია … იტალიის შემადგენლობა ვინ ნახა? მგონი აფრენს ეს პრანდელი, მილანის ფეხბურთელებს როგორ იწვევს ნაკრებში ? ან ეს აჩერბი ვინ ოხერია ?
აბა ჩვენები რატო უნდა წაიყვანოს, სუპერთასი ითამაშეს და კიდე დაღლა უნდათ? ჩვენებს პრინციპულ თამაშებზე წაიყვანს
ძან მაგარია აჩერბე, ჩვენი მცველების მერე პირველია
კაი სასტავია გამოძახებული შეტევა სერიოზულია
ეს კიდე ხო და ისლა რაში გვჭირდება ვერ მივხვდეი, ლიხშტაინერი პეპე და პადონი 3 კაცი გვყავს და არამგონია მაგას თამაში მოუწიოს
4-4-2ში ალბათ დეჩელიე ითამაშებს
ეს მაგარი კაცია არ გვჭირდება არავინა მარცხენაზე მხეცია ეს კაცი იქეტ ისლა მოვა და ეგააა კი არა გაუვლის ეგ ტრამვა
ძაან მოწონს ეს ბიჭი
ამან თუ ვიდალივით გამიმართლა ძაან გამახარებს

პირველი ტიტულიც დაიდოოო
