მარკიზიო : “მშვენიერი რევანში გამოგვივიდა”
ეს ის შემთხვევაა, როცა კლაუდიო მარკიზიო პეკინიდან გამარჯვებული ბრუნდება.პირველი იყო 2008 წელს, იტალიის ოლიმპიურ ნაკრებში მონაწილე ახალგაზრდა ნახევარმცველი 1/4 ფინალში რომ დამარცხდა ბელგიასთან და აპენინებზე უმედლოდ დაბრუნდა, ამჯერად კი ყველაფერი სხვაგვარადაა.ბიანკონერებმა სუპერთასისთვის ბრძოლაში “ნაპოლი” 4-2 დაამარცხეს, პრინჩიპინო კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ : “მშვენიერი რევანში გამოგვივიდა, დამსახურებულად ვიმარჯვეთ, სეზონის კარგად დაწყება აუცილებელი იყო, სულ მალე ჩემპიონატიც აიღებს სტარტს.ფაქტია, ხასიათი გამოვამჟღავნეთ, ორჯერ ვაგებდით და მაინც ვიმარჯვეთ.”იუვენტუსმა” გოლები გააზრებული შეტევებისა და კომბინაციების მეშვეობით გაიტანა, “ნაპოლი” კი მთელი გუნდით იცავდა თავს და შესანიშნავ კონტრშეტევებსაც ანხორციელებდა, ლიდერების დახმარებით.მათი პროტესტი ? – იმ მომენტებამდე ნეაპოლელთა შემადგენლობიდან რამდენიმე ფეხბურთელს ყვითელი ბარათები რომ არ ჰქონოდათ, უხეში თამაშისა და მსაჯთან კამათის გამო, შესაძლოა ყველაფერი გაძევების გარეშე დასრულებულიყო.”
კვლაუდიო ჯიმა ხარ:love:

ბუფონი
მარკიზიო
კიელინი
ბონუჩი
დეჩელიე
ჯოვინკო
მარონე
აი ესენი არიან იუვენტინოები სისხლით და ხორცით
ხოლო პირლო-ვიდალი-ბარძალისა და სხვა დანარჩენებს უყვარს იუვე და თამაშობენ იტულებისათვისა და წარმატებისთვის…
ძალიან მაგარი კაცია…იუვეს აწმყოც და მომავალიც!!!
juventino :* kai xar principino :*