სატრანსფერო ჭორები და სიახლეები – 22 აგვისტო
მანამ, სანამ ფერნანდო ლორენტეს მომავალი გაირკვევა, ჯუზეპე მაროტა სტეფან იოვეტიჩის კანდიდატურას უბრუნდება და იებთან მოლაპარაკებების წამოწყებას კიდევ ერთხელ გეგმავს.სპორტმედიასეტის ინფორმაციით, ანტონიო კონტე ჩერნოგორიელი ფეხბურთელის მოსვლას დიდად მიესალმება და ტურინელები, ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ 30 მილიონიან წინადადებას ამზადებენ, ტრანსფერში შესაძლოა ჩაერთოს ფაბიო კვალიარელაც, რომლის “იუვენტუსიდან” აბარგებაზე ბოლო დროს იტალიური პრესა საკმაოდ აქტიურად წერს.იოვეტიჩის კვალდაკვალ სამიზნეა ფერნანდო ლორენტე, ედინ ჯეკოს ტრანსფერს კი სერხიო აგუეროს ერთთვიანი ტრავმა ფაქტიურად შეუძლებელს ხდის.
განვაგრძოთ კვლავ ფერნანდო ლორენტეს თემა და ბილბაოს “ატლეტიკის” ყოველდღიური ვარჯიშებიც მიმოვიხილოთ.საქმე იმაშია, რომ ნანდო და ბასკების კიდევ ერთი ფეხბურთელი, ხავი მარტინესი განცალკევებით ვარჯიშებს აგრძელებენ და იმ დღის მოლოდინში არიან, როცა მათი ტრანსფერები ოფიციალურად დადასტურდება.ლორენტესადმი ინტერესს ბებერ ქალბატონთან ერთად რამდენიმე ბრიტანული კლუბი იჩენს, მარტინესით კი მიუნხენის “ბავარიაა” მოხიბლული.”ატლეტიკის” მთავარი მწვრთნელი, მარსელო ბიელსა კი მათ სამატჩო განაცხადებს მიღმა ტოვებს მანამ, სანამ შექმნილ სიტუაციას ბოლომდე არ მოეფინება ნათელი.დღესვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბასკური კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ლორენტეს ძმამ და პირადმა აგენტმა, ხესუს ლორენტემ გამართა, რომელმაც ესპანურ მხარეს სხვადასხვა შემოთავაზებების განხილვა და მოთამაშის გაშვება მოსთხოვა.ფაქტია, მაროტა/პარატიჩის დუეტი ფურია როხას ფორვარდისთვის იბრძვის, სად სურს კარიერის გაგრძელება პირადად ნანდოს, ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება.
ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელობის გულის მოგებას კი მანოლო გაბიადინი “ბოლონიაში” ჩატარებული კარგი სეზონით ეცდება.იტალიის ეროვნული ნაკრების დებიუტანტი უკვე ორშაბათიდან სტეფანო პიოლის განკარგულებაშია და რუსობლუსთან ერთად ვარჯიშობს, მისი მთავარი მიზანი კი არც მეტი არც ნაკლები, მარკო დი ვაიოს ჩანაცვლებაა.ამ დავალების შესასრულებლად მას კიდევ ერთი ბიანკონერო დაეხმარება, კრისტიან პასკუატო, ეს უკანასკნელი ბოლონიაში “იუვენტუსსა” და “უდინეზეს” შორის გაფორმებული თანამფლობელობით აღმოჩნდა.გავრცელებული ინფორმაციით, ბერგამოს “ატალანტამ” გაბიადინის უფლებათა პაკეტის 50 % – ის სანაცვლოდ 4,5 მილიონი ევრო მიიღო.
ნიკოლა ლეალის მომავალი კი ჯერაც გაურკვეველია.იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაროტა ახალგაზრდა კიპერის გაშვებას არენდის წესით გეგმავდა, მაგრამ “კროტონესთან” მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა, “ვირტუს ლანჩანოსგან” მიღებული წინადადება კი თავად ტურინულმა მხარემ დაბლოკა.საქმე იმაშია, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა ვარჯიშზე მცირე დაზიანება მიიღო, რის გამოც იგი “პარმასთან” შეხვედრას გამოტოვებს, მარკო სტორარის უპირველესი შემცვლელი კი სწორედ ახალგაზრდა ნიკოლაა.
ტუტოსპორტის მტკიცებით კი, მარცხენა ფლანგის გაძლიერების კიდევ ერთი კანდიდატურა ალი სისოკოა.”ლიონის” ფეხბურთელის საფრანგეთიდან აბარგება ფაქტიურად გარდაუვალია, მის მიმართ ინტერესს კი არაერთი ევროპული გუნდი იჩენს, მათ შორისაა ბებერი ქალბატონიც.არ არის გამორიცხული, ფრანგულ მხარეს ჯუზეპე მაროტამ რეტო ციგლერი დაუთმოს და პლიუს, სისოკოს სანაცვლოდ გარკვეული თანხაც დაუმატოს.
წყარო : Tuttojuve; Tuttosport
კრეატიული ფორვარდები გვყავს. (ჯოვინკო, ვუჩინიჩი) ახლა გვინდა ცეტრ ფორვარდი. სამწუხაროდ ამდენი შეგნება არ აქვს მაროტას, რო ამას მიხვდეს.
იოვეტიჩი იმენა 9 ნომერი თავდამსხმელი არაა მარა მართლა მაგრად მოუხდება ამ იუვეს, გოლს თუ ვერ გაიტანს კაცს მოატყუებს პასს გააკეთებს და ასე შემდეგ, მთავარია ტრამვები არ აიკიდოს ..
30-ს იოში იხდის და ლორენტეში 20 ვერ გაიმეტა
მთელი წინა სეზონი მარცხენა მცველი და ფორვარდი იყო პრობლემა და მაგათ გარდა ყველა ამპლუის ფეხბურთელი იყიდეს
ლორენტეს კლასი აქვს სხვა რო არაფერი, იოვეტიჩიც ტრავმატულია
არ ვიცი ბიჭებო ტქვენი აზრი,მე კი მგონია რომ იუვეს ახლა არც რონალდუ უნდა და არც მესი.ცჰემი ოცნებაა იუვეში რუნი იყოს.ვიცი რომ ეგ არ მოხდება,უბრალოდ ჩემი აზრი დავწერე.რუნი ყველაზე მაგარი ვარიანტია,აგუეროს მირჩევნია.
წინა წელს ლუჩიანო რო ყოფლიოყო იქნებოდა რეალური
juventino 1897 მაროტას შეპირებული და მერე მოყვანილი ფეხბურთელი გინახავს ბრატ სადმე?

ნერვოზს აგვკიდებს ეგ ასე მგონია
ბრატცი ომარ ელ კადური რო გადმოყავდა იუვენტუსს ბრეშადან არ გადმოიყვანააა? მილანის საიტზე წერია მილანი ყიდუოლობსო
რათ გვინდა იოვეტიჩი. ზუსტად ვენ პერსის მსგავსად არის ტრავმებისკენ მიდრეკილი. ჩაატარებს 5 თამაშს და მერე დარჩენილი სეზონი მკურნალობას უნდა მოანდომოს. ან მაგის ცენტრ ფორვარდობა არ გაიშვა არსად. კარიერაში 50 გოლიც არ ექნება გატანილი. კარგი რა მაროტა. ვის გვპირდებოდი სეზონის ბოლოს და ვინ მოგყავს ბიჯო? წადი რა თავი დაგვანებე!!!
ძნელად სავარაუდოა როფიურენტინა დათანხმდეს იუვეს შეთავაზებას თორე მე პირადათ ყველაზე მაგრად იო იო მინდა ყველაფერი აქ ამ ფეხბურთელს და რაც მთავარია სერია-ში ლიგაზე გამოცდილება აქ და ფორვადათაც ითამაშებს

როგორ არაა გენაცვალელთ იო იო ცენტრ ფორვარდად თამაშობდა პირველ წრეში სანამ ამაური გადავიდოდა, და კარგადაც გამოსდიოდა თუ ჩვენ გვნდა ითამაშებს ცენტრ ფორვარდად, თან ძანნ მაგარი ვინემეა , ნუ არ მინდა სებასთან შედარება გავაკეთო.. და კიდე მიკვირს რატომ არ ცდილობენ ჩიჩარიტოს შეძენას
25 თამდე 2 დღე დარჩა ფუ მაროტა რა ხარ? ვინ ხარ? საიდან მოხვედი?
შენი
მაროტა კიარა ვიდეო კარტა არ გადამწვოდა და ერთი მაროტას ….

ჯოვინკოს ჯობია იოვეტიჩი… ჯოვინკო ვერ გაამართლებს იუვეში… დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა !!! …
ვერ ჯობია ბრატ
კომპზე ვიდეო კარტა დაგამეწვა

მეც გადამეწვა გუსჰინ შევცვალე
მე არ მინდა იოიო, იმიტო რომ ჯერ ერთი არაა ცენტრფორვარდი და მერე მეორეც მაგის პოზიციაზე გვყავს სება…. მე ლიჩნად სება მირჩევნია….
გუშინ იოზე საშინელი ჭორიაო ვიღაცამ დაწერა ))))))))))))))))))))))))))))))))))))))
იოვეტიჩია ხიხო?
ჩვენები რაღა ყოფილან აბა 
დაიმატებენ ბორიელოს ტიპის ფეხბურტელს ოგონდ არენდიტ

რაღაც მეეჭვება ვინმე დაიმატოს მაროტამ
მაგრამ თუ მოხდა სასწაული მაშინ ოოოო 
30 მილიონად იოვეტიჩს მთელი ფიორე უნდა გამოყვეს, რა მოსწონთ ამ ხიხო ფეხბურთელში?
აუ მომკალით და არ მევასება ს იოვეტიჩი და რა ვქნა? ეს მგონია არ გაამართლებს
მაინცადამაინც არც ფიორენტინაში წყვეტს ვარსკვლავებს და იუვეში არამგონია გაამართლოს
ლორენთე მართლა მირჩევნია
ტოტენჰემმა ადებაიორი დაიმატა წესით თავი უნდა გაანებოს ლორენტეს, მოიყვანე მაროტა გთხოვ რაა )) ერთი ფორვარდი და მარცხენა მცველი, პლიუს გასაშვები ფეხბურთელები პადოინი, პაციენცა, ციგლერი და შეიძლება კვალიარელაც )) დღეს უკვე 23 აგვისტოა, 25 – ში სეზონს ვხსნით..