დონადონი : “ქულების ასაღებად მაქსიმუმს გავიღებთ”
“პარმა” ტურინის “იუვენტუსის” მსგავსად სერია A – ს პირველი ტურისთვის მზადებას განაგრძობს.ტურინში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ჯალობლუს მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო დონადონიმ პრესკონფერენცია გამართა და საკადრო პრობლემებზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა : “ამაურის კიდევ რამდენიმე დღე სჭირდება იმისთვის, რომ ოპტიმალური ფორმა აღიდგინოს, ამიტომ მას ხვალინდელი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.საზაფხულო შესვენების პერიოდში გუნდში ბევრი რამ შეიცვალა, მოედანზე გავალთ ისე, როგორც ერთიანი და მებრძოლი გუნდი.ვიცით, რომ “იუვენტუსი” არაერთ პრობლემას შეგვიქმნის, მათი უპირატესობა საკმაოდ დიდია, მაგრამ მაქსიმუმს გავიღებთ და ყველანაირად შევეცდებით, პირველი ქულები სწორედ ტურინიდან წამოვიღოთ.”
აქვე გაგაცნობთ ჯალობლუს განაცხადს ხვალინდელი მატჩისთვის :
მეკარეები : მირანტე, პავარინი, ბაისა
მცველები : ბენალუანე, ფიდელეფი, ლუკარელი, პალეტა, ძაკარდო
ნახევარმცველები : აკუა, გობი, მოდესტო, მორონე, მუსაჩი, ნინისი, პაროლო, როსი, ვალდესი
ფორვარდები : ბელფოდილი, ბიაბიანი, პაბონი, პელე
აუ ხომ ვერ მეტყვით დღეს სად ვუყურო თამაშს? ცეტანტა სპორტზე იქნება ნეტა?