იბრაჰიმოვიჩი : ” მაიძულებდნენ ” იუვეზე ” ნეგატიურად მესაუბრა ”
რამდენიმე დღის წინ , ზლატან იბრაჰიმოჩმა საკმაოდ სენსაციური ტიპის განცადება გააკეთა , რომელიც მის ყოფილ კლუბს ტურინის ” იუვენტუსს ” ეხებოდა . შვედის მტკიცებით , მას აიძულებდნენ , რომ ნეგატიურ კონტექსტში მოეხსენებინა ბებერი ქალბატონი : ” მაიძულებდნენ , რომ აგრესიული განცხადებები გამეკეთებინა ” იუვენტუსის ” მისამართით , თუმცა ეხლა საფრანგეთში ვიმყოფები და მშვიდად შემიძლია საუბარი ამ ფაქტზე . დღემდე ვფიქრობ , რომ შავ თეთრი მაისურის ტარება ვერცერთ გრძნობას ვერ შეედრება . მას შეუძლია გაჩუქოს რაღაც განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი . ეს მხოლოდ და მხოლოდ ” იუვენტუსს ” ძალუძს . ეს მართლაც , რომ გამორჩეული და გენიალური კლუბია ” .
წყარო : Calcionews24
აუუ ზლატან შე აფერისტო!!!!!!!! მიხვდა რო პსჟ-ში დაერხევა და იუვეში უდნა გადმოსვლა, აბა ნახეთ შვიელბს რეები აცვია, მიხვდა რო იუვეს ნაირი კლუბი არ არსებობს მეორე და მაგი მოგვიხდება ჩვენც ძაან მაგრა