მაროტა ბერბატოვის და სხვა სატრანსფერო საკითხებზე საუბრობს
ჯუზეპე მაროტა ამ წუთებში ინტერვიუს აძლევს ტელეარხ Sky Sports – ს , სადაც დიმიტარ ბერბატოვის შესახებ არსებულ სიტუაციაზე საუბრობს : ” სიმართლე მდგომარეობს იმაში , რომ ჩვენ კონტაქტზე გავედით 17:00 , მაშინ როდესაც ბულგარელმა უარი განაცხადა კარიერის ” ფიორენტინაში ” გაგრძელებაზე . ვიცოდით ასევე ” ფულჰემის ” დაინტერესების შესახებ , თუმცა მიუხედავად ამისა მაინც გავაკეთეთ საჭირო სვლები და დავუკავშირდი მანჩესტერ იუნაიტედის გენერალურ დირექტორს . შემდგომ უკვე ფეხბურთელის აგენტს , რომლისგანაც დამაიმდებელი პასუხები მოვისმინეთ . შეთანხმება თითქოს მიღწეული იყო , ფეხბურთელი იტალიაში მოფრინავდა , მაგრამ მონაკოში შეჩერების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა . რატომ მონაკოში ? იქ მას მეუღლე ჰყავდა და პირადი მოტივების გამო ჩავიდა . ოჯახმა შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება არ გადასულიყო საცხოვრებლად იტალიაში და პრინციპში ეს არ ყოფილა ჩვენთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია . ფიორენტინა ? ვფიქრობ ” იუვენტუსი ” საკმაოდ კორექტულად იქცეოდა მთელი ამ პროცესის განმავლობაში , ჩვენ დავუკავშირდით თავდაპირველად კლუბს და ნებართვა ავიღეთ მისგან . განვმეორდები და ვიტყვი , რომ იმ დროს როცა საქმეში ჩავერთვეთ ფლორენციელებისთვის ბერბატოვს უარი ჰქონდა ნათქვამი “ … ( გაგრძელება სრულიადში )
როდის გაჩნდა ბერბატოვის დამატების იდეა ?
” მაშინ როდესაც მანჩესტერმა იგი ტრანსფერზე დააყენა და როდესაც ფიორენტინამ ფეხბურთელისგან უარი მიიღო ” .
ვინ გითხრათ ამის თაობაზე ?
” მოდით პირდაპირ ვისაუბროთ . მანჩესტერულ კლუბთან არა ჩვეულებრივი ურთიერთობა გამაჩნია . მის გენერალურ დირექტორთან პოლ პოგბას ტრანსფერი რეალობად ვაქციეთ . შემდგომ ცნობილი გახდა , რომ ბერბატოვს ასხვისებდნენ და როგორც მსოფლიო სტანდარტები მოითხოვს , ისე მოვიქეცით . ვფიქრობ , იუვენტუსის მოქმედება საკმაოდ გამჭირვალე და ნათელი იყო ” .
– რა იქნება ახლა, ნიკლას ბენდტნერი ?
“მისი ტრანსფერი ხელმისაწვდომია და ასეთ ფეხბურთელებს ვაფასებთ.გადაჭრით არაფერს ვიტყვი, ჯერ არაფერი დასრულებულა.ლორენტე ? – ფერნანდო ჩვენს სამიზნეში რჩება, მითუმეტეს მისს კონტრაქტს 2013 წელს გასდის ვადა.წინ კიდევ ორი დღეა, ამ მომენტისთვის უეჭველად თქმა, რომ ის “იუვეს” წევრი გახდება, უტოპიაა.”
დგება დრო დავსვათ კითხვა მომსვლელზე …
თავიდანვე ჩვენი მიზანი იყო , გარკვეული პოზიციებისთვის სათამაშო ხარისხის მომატება და ვფიქრობ ასამოასი და ისლას მოყვანით ამას სრულფასოვნად მივაღწიეთ . შემდგომ იყო დაინტერესება და მოლაპარაკებები უამრავ მოთამაშესთან , თუმცა უკლებლივ ყველა შემთხვევაში წინაღობას ჰქმნიდა მართლაც რომ გადაულახავი პრობლემები . თუმცა , ნებისმიერ შემთხვევაში ჩამოვაყალიბეთ ისეთი მოდელი , რომელსაც მოაქვს წარმატება . რაც შეეხება ორ უახლოეს დღეს , მზად ვართ განვიხილოთ ყველა წინადადება , რომელიც იქნება მისაღები და რეალური ” .
შედის თუ არა ამ სიაში ბენდტნერი ?
” სატრანსფერო ბაზარზე ეს ფეხბურთელი ხელმისაწვდომია და მოგვიწევს კარგად აწონ დაწონვა ყველაფრის . ფაქტია , მართლაც რომ ნიჭიერ მოთამაშეზე ვსაუბრობთ ” .
ლორენტე ?
” მისი დღევანდელი სატრანსფერო ღირებულებიდან გამომდინარე , იმ ციფრიდან რომელიც კონტრაქტში აქვს ჩადებული ანუ 36 მილიონი ევრო , ფერნანდოს ტრანსფერს არა რეალურს ხდის ” .
ფიქრობთ , რომ ბერბატოვის საკითხი ” ფიორენტინასთან ” ურთიერთობას გაგიფუჭებთ იოვეტიჩის სამომავლო ტრანსფერზე ?
” მომავალში რა იქნება კონკრეტული ტრანსფერის საკითხზე ეს არავინ არ იცის , თუმცა შემიძლია ხაზი გავუსვა იმ ფაქტს , რომ ” იუვენტუსს ” კანონ გარეშე არაფერი გაუკეთებია და ვფიქრობ ჟურნალისტებმა არ უნდა გამოიყენოთ ეს სიტუაცია ცუდად . პრეზიდენტ დელა ვალესა და პრეზიდენტ ანიელის შორის საკმაოდ თბილი ურთიერთობა სუფევს და რაიმე დაძაბულობაზე საუბარი ზედმეტია . სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კიდევ რა მოხდება დღეს ან ხვალ , ამაზე პასუხს ვერავინ გაგცემთ , რადგან სიტუაცია წამის მეასედში შეიძლება შეიცვალოს ” .
საიტს ყოჩაღ და ჩემი დიდი პატივისცემა
+11111111111111111111111111111111111111111111111111111
მაროტა ჩუმად ჩალიჩობს რაღაცას….მგონია ვაფშე რომ არ ველოდებით ისეთ ვიღაცას მოგვიყვანენ:)))
ბორიელო
ა ეგ არ გამაგონო

ეგ რო მოვიდეს თავს მოვიკლავ
სხვათაშორის უშუალოდ ბენდტნერთან დაკავშირებით ფიორენტინა უპირატესობას ფლობს, არსენალთან აქვს შეთანხმება, მაგრამ თავად ნიკლასი იუვეს აირჩევს თუ ფიორეს ეგაა მთავარი..თუ გემოვნება აქვს და ბერბატოვივით ქაჯი არ არის, ლოგიკურია
d a v i d
ისე ჩუმად გეყვი და არ გამახილო

ბიჭო ვაბშე არ მინდა ვინმე რომ მოვიდეს, მესინია სებას სკამზე ჯდომა არ მოუწიოს
ხო თან მაგაზე ვღელავ, თან იუვესთვის მინდა კარგი, მაგრამ თან სებაც მინდა სულ სასტავში, 2 ცეცხლ შუა ვარ რა

რაც არ უნდა იყო სება არამგონია სკამზე რო დასვან 4-3-1-2 ანუ იგივე 4-3-3 სება უკან დაწეულ ფორვარდად იტამაშებს
ასევე 3-5-2 სქემაშიც ასე რო ძაან ნუ ინერვიულებ
ისე გააქ რამე იმედი რო თავდამსხმელი მოვა?
ბარსამ ზამენაზე ტელო შემოიყვანა, მაგრამ ვაი რომ ვერ ნოსაობს

ვისაც არ ეძინება კლავიატურა ასწიოს მაღლააააა

d a v i d
ამბუცაია კაი იყო


შენც კარგად გეტყობა რომ გეყვინთება უკვე, კლავიატურა გერევა
გუშინ 4მდე აქ ვიყავი დღესაც ვათენებ და რა ვქნა? ქაუნთერს ხოარ ვითამაშებ ან ონლაინ კაზინოს?
ისევ იუვე მიტრიალებს თავშიდა ჩემით მაინც ვიხარებ გულს და თქვენც გახარებტ ცრუ ინფოებით:)))
პ.ს. სორი ადმინთან თუ კი არ შეიძლება
ბილბაოს სხვა გზა არ აქ უნდა გაყიდოს ლორენტე!
ცდილობენ რაც შეიძლება ძვირად გაყიდონ მარა 36 მილიონს არავინ გადაიხდის მაგაში იძულბულები გახდებიან უფრო იაფად გაყიდონ ბოლო დღეს მოხდება ეგ!
1. გავრცელებული ინფორმაციის ტანახმად, მანჩესტერ სიტიმ ბილბაოს მოთხოვნილი თანხა დააკმაყოფილა, რომელიც 32მლ-მდე დაეცა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ბასკი ფორვარდი სიტის ხვალ ეწვევა და ტრანსფერზე ხელს მოაწერს
2. ჩინეთის დატოვების შემდეგ მაროტამ დროგბას აგენტთან დაკავშირება სცადა, რათა დროგბას მოთხოვნილ პირობებს გაცნობოდა, ჩელსის ყოფილი ფორვარდი 6მლ=ზე აცხადებს თანხმობას, თუმც მაროტა 4.5 ზეა თანახმა… დროგბას ასევე შემოტავაზებები აქვს ინგლისურ ქპრ–დან და ესპანურ მალაგადან…
ეს ინფოები წაკითხულ იქნა საიტზე – რა ვეღარ იყიდე მაროტა ცენტრფორვარდი.com – ზე
ხალხნო მაროტასას არ იჯერებთ და ჩემი მონაბოდიალები როგორ დაიჯერეთ

სიდან ამხელა ამბუციაი სიდან ?

არ დაგვიკარგკავს ) გაიხუმრა ქასრინიომ ) არ არის დაინტერესებული სიტი საერთოდ ლორენტეთი
ნანდოც დავკარგეთ
ჯეკო ხდება თავისუფალი ამით და შესაძლებელია დათრევაც კი
Qasrinio
აგერ ბაზრობს ლაივში მაროტა რა დროგბა რა 6 მილიონი . დროგბას ტრანსფერი ეხლა არანაირად არ მოხერხდებაო . მაქსიმუმ იანვარსო . რაღაც ტექნიკური საკითხების გამოო .
FACEBOOK – ში შემო :)
ჩინეთის დატოვების შემდეგ მაროტამ დროგბას აგენტთან დაკავშირება სცადა, რათა დროგბას მოთხოვნილ პირობებს გაცნობოდა, ჩელსის ყოფილი ფორვარდი 6მლ=ზე აცხადებს თანხმობას, თუმც მაროტა 4.5 ზეა თანახმა… დროგბას ასევე შემოტავაზებები აქვს ინგლისურ ქპრ–დან და ესპანურ მალაგადან…
Qasrinio
მაშინ ჯეკო გვიყიდია და ეგ არი
ჰმ ) მოკლედ ეს სიტი
გავრცელებული ინფორმაციის ტანახმად, მანჩესტერ სიტიმ ბილბაოს მოთხოვნილი თანხა დააკმაყოფილა, რომელიც 32მლ-მდე დაეცა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ბასკი ფორვარდი სიტის ხვალ ეწვევა და ტრანსფერზე ხელს მოაწერს <<<—
ეხლა მაინც იყიდოს ჯეკო რა

აღარ მჯერა უკვე რა….
კარგით რაის ბენდნტერი თუ ძმა ხართ
მოკლედ ვერ ვხვდები რატომ ვერ უნდა ვიყიდოტ ბენდტნერი? ტან არსენალსი ვენგერს არ სჭირდება, მომკალით და რაღაც მაროტა ვერაა მგონი კარგად, ყოველთვის მართალი როგორ გამოდის ტოო, ხან მეუღლეს აბრალებს, ხან დიდ ხელფასს, ხან სატრანსფეროღირებულებას, ვერ გავიგე რა…
აი ბენდტნერის ყიდვაა ეხლა ყველაზე ადვილი, მაგრამ ხომ ვიცი ამასაც დავკარგავთ და ბორიელო შეგვრჩება…
გული ცუდად მაქვს უკვე მერამდენედ ერთი და იგივეს ვწერ და ვკვდები რა ამ კაცის სვლების შემხედვარე

შენ ხო არ გაგიჟდი ბიჭO ბენტნერი დადე, მაგას მონაკოში ან პარიზი ცოლი არ ჰყავს და მაცდაც არ არის საჭირო მიდი ბეპე
კარგი ყველაფერი ასეა მაგრამ ჩვენ რა ვქნათ ყველას გარეშე რო დავრჩით და კაციშვილი ვერ დავიმატეთ
ვაახ ამ ტრანსფერებმა დამღალა რა… მოკლედ 1 სექტემბრამდე აღარ ვამბობ და ვწერ არაფერს
ოკ ოკ..შენ სიტყვას იტყვი მე მჯერა..კაი ჩარუმა ხარ:P):)))