კენჭისყრა: მაროტას, ბარძალისა და ბუფონის კომენტარი
გუშინ მონაკოში გამართულმა “ჩემპიონთა ლიგის” კენჭისყრამ “იუვენტუსის” მომავალი მეტოქეები გამოავლინა. “ბიანკონერი” ძალებს ლონდონის “ჩელსის”, დონეცკის “შახტარისა” და დანიური “ნორშელანდის” წინააღმდეგ მოსინჯავს. ანტონიო კონტეს შემდეგ ამ თემაზე უკვე ბეპე მაროტა, ჯიანლუიჯი ბუფონი და ანდრეა ბარძალი საუბრობენ…
ბუფონი: ” კიდევ ერთხელ “ჩემპიონთა ლიგის” ჰიმნის მოსმენის დიდი სურვილი მაქვს, რადგან უკვე მომენატრა იგი. ახლა ისევ მხოლოდ უძლიერესებს დავუპირისპირდებით. მახსოვს 2009 წლის მატჩი “ჩელსისთან”, მაშინ ცოტა გამართლების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზეც გავიდოდით. ასეა თუ ისე, ეს უკვე წარსულია, ახლა “იუვენტუსი” უფრო ძლიერია. უფრო გაძლიერდნენ ლონდონელებიც, ისინი ხომ ევროპის მოქმედი ჩემპიონები არიან. “
” შესაძლოა, დონეცკის “შახტარი” ნაკლებად პოპულარული გუნდია, თუმცა უკრაინელებს ევროპულ ფეხბურთში თავისი ადგილი უჭირავთ. ვერც მათ წინააღმდეგ გავალთ იოლად ფონს. ფრთხილი ვიქნებით “ნორშელანდთან” თამაშისასაც, ასეთ გუნდებს უსიამოვნო სიურპრიზების შემოთავაზება უყვართ ხოლმე. ”
ბარძალი: ” “ჩემპიონთა ლიგაში” ბოლოს “ვოლფსბურგის მაისურით ვითამაშე. მაშინ სახლში მარცხის შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედმა” გამოგვთიშა ტურნირს. ეს ძველი მოგონებებია, ახლა მხოლოდ “იუვენტუსზე” ვფიქრობ. “
“ბოლოს ორი წლის წინ გამოვედით ამ ტურნირზე ახლა კი ისევ აქ ვართ და გვინდა დავამტკიცოთ, “ჩემპიონთა ლიგა” ჩვენი სტანდარტია. “ჩელსი” ჩემპიონის სტატუსით ითამაშებს, ლონდონელებს წარსდგენა არ სჭირდებათ. რაც შეეხება “შახტარს”, დონეცკელები სახიფათო მეტოქეები არიან, საკმაო ტექნიკურ არსენალს ფლობენ საკუთარ რიგებში. “ნორშელანდი” არც ისე ცნობილი გუნდია, მაგრამ ვინ იცის, იქნებ დანიური კლუბი ახალი სეზონის აღმოჩენა გახდეს. “ჩემპიონთა ლიგაზე” ყველა მაქსიმუმის ჩვენებას ცდილობს, ამიტომაც ადვილად ვერავინ მიაღწევს მიზანს. ”
მაროტა: “ ჩვენი ტიტულების კაბინეტი ძალიან მდიდარია და ამით უნდა ვამაყობდეთ. კენჭისყრით კმაყოფილები ვართ, თუმცა კონკურენტ გუნდებს შეუძლიათ პრობლემები შეგვიქმნან. მოგვიწევს მეტოქეებს მაქსიმალური კონცენტრაციითა და შემართებით დავუპირისპირდეთ. გვიხარია, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ჩემპიონატში ისევ მივიღებთ მონაწილეობას. იმედია, ტურნირში პროგრესირებას შევძლებთ. ”
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი ; ბმული 1, ბმული 2, ბმული 3 ;
კარგია ევროპულ სარბიელს დავუბრუნდით
ბენტნერზე დადეთ სიახლეები.. არ ისმის რამე?
რაღა უნდა ისმოდეს, მოაწერს ხელს და ეგაა