ოფიციალურად : ლეალი და გუანო “ვირტუსში” გადავიდნენ ( არენდა )
ნიკოლა ლეალი “ვირტუს ლანჩანოს” შეუერთდა.ამის შესახებ ინფორმაცია თავად მოკრძალებული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.შეგახსენებთ, რომ ნიკოლა “ვირტუსს” არენდის წესით შეუერთდა, იხილეთ მისი პირველი ინტერვიუ : “ბედნიერი ვარ, რომ ლანჩანოში აღმოვჩნდი.მოუთმენლად ველი სამწვრთნელო შტაბთან და თანაგუნდელებთან შეხვედრას.გავაკეთებ ყველაფერს, რათა იმედები გავამართლო.ახალ გამოწვევას დიდი ენერგიით ვხვდები.”
რამდენიმე საათის შემდეგ კი “ლანჩანომ” კიდევ ერთი ფეხბურთელის, დეზირ გუანოს ტრანსფერი დაადასტურა, ფეხბურთელი “ვირტუსს” არენდის წესით შეუერთდა.შეგახსენებთ, რომ გასული წელი გუანომ ბიანკონერების პრიმავერაში ჩაატარა.
წყარო : “ვირტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
მაგარი პრიმავერა გვყავს
მიდი ნიკოლა იმედია მართლა ბუფონის ღირსეულე შემცვლელი იქნები