მარონე : ” ცენტრალური მცველის პოზიცია ? მშვენიერია ”
” ნახევარმცველი ნაკრებში და ცენტრალური მცველი ” იუვენტუსსში ” ? მოხარული დავრჩები თუ პროგრესირებას ორივე პოზიციაზე მომავალშიც განვაგრძობ . ახალგაზრდულ ნაკრებში იგივე პოზიციაზე ვიასპარეზებ , მაგრამ ამავდროულად არ დავივიწყებ კონტეს რჩევა დარიგებებს , რომელმაც ჯერ კიდევ წინასასეზონო მზადების დროს შემიცვალა მოედანზე ადგილი . პოზიცია სიმართლე გითხრათ მომწონს , რადგან ჩემს წინ სრული არეალია . რაღაცით ძველი ფესვების დაბრუნებას წააგავს ეს ყოველივე , რადგან 6 წლის ასაკში მარჯვენა მცველის ადგილას ვირჯებოდი . ხოლო იუვეს სკოლაში გადმოსვლის შემდგომ , მწვრთნელმა მარკომ დაცვის წინ განმამწესა . ტაქტკური განსწავლულობისთვის დიდად მადლიერი ვარ მადალონის , პრიმავერას ყოფილი მწვრთნელის . მან რითმი შემძინა და მასწავლა თუ როგორ უნდა მეასპარეზა პროდუქტიულად შუა ხაზში ” – საუბრობს La Gazzetta dello Sport – თან ლუკა მარონე …
ახალგაზრდა იუვენტინომ იმ ფეხბურთელებზე ისაუბრა , ვისგანაც დადებითი მახასიათებლების აღება სურს …
” თანაგუნდელებიდან დიდ სიამოვნებას ვიღებ მარკიზიოსა და პირლოს თამაშისგან . ხოლო დე როსი არის ჩემთვის მისაბაძი მაგალითი ყველანაირი კუთხით . მასში მომწონს ის თვისება , რომ მშვიდად ასპარეზობს მოედნის ცენტრშიც და დაცვის ცენტრალურ ზონაშიც . ჩემი მახასიათებლებიდან გამომდინარე – არცთუ ისეთი სწრაფი ვარ – ცენტრალური მცველის პოზიციაზე თუ ის სქემა არ მოიცავს 3 კაციან ტაქტიკას , პრობლემებს ვაწყდები . თუმცა , ფიზიკური კონდიციების მწვრთნელთან – ბერტალისთან ერთად ამ პრობლემის გამოსწორებაზე ვმუშაობთ ” .
ლუკას იმედი აქვს , რომ მომავალში მას გაცილებით მეტი სათამაშო დრო მიეცემა შავ თეთრი მაისურით …
” დავნიძლავდე 15 მატჩზე სერია ა-ში ? გმადლობთ , მაგრამ არ მინდა ეს ბრმად თამაში იქნება . გვერდით გადავდოთ ჩემი ამბიციები , კარგად მესმის , რომ კონტე შანს ყველას მისცემს . დღეისათვის მწვრთნელისთვის როგორც მცველი ისეც ვარ განკარგულებაში ” .
” უახლოეს პერიოდში , რომელი U21 – იდან დაიმსახურებს მთავარ გუნდში ადგილს ? ფლორენცი , კალდიროლა და მარონე ” .
წყარო : La Gazzetta dello Sport
ხო დიახ მარონ უძლიერესიაა
Henry14
შეგითანხმა უკვე? პირველი კაცი ესაა ახალგაზრდებში
მე არა. შენ?
დაცვაში არ ვიცი მერემდენეა მარა ნახევარმცველებში პოგბაა პირველი
რაღაც ეჭვი მეპარება…
ვგონებ რო პოგბას განიხილავენ…
ეს რო ნდომოდათ მცველად არ დაწევდნენ…
მცველათ იმიტო დაწიეს მაგარი როა, შენი აზრით დეროსი რატო დააყენეს მცველათ? ვინმე უკეთესი გყავს ნაკრებში?
დეროსი დროებით დაწიეს უკან იმიტო რო მცველი არ გვყავდა და მერე კი დააბრუნეს უკან მარა ამას არ უპირებენ დაბრუნებას ისე ჩანს…
ნუ ასეა თუ ისე ნახევარმცველი თუ დაჭირდება კონტეს ითამაშებს პოგბა
ეს კიდე ახალგაზრდულშია 22საა მემგონი
გემოვნება კაი ქონია დეროსი რო გამოყო კაია, არააქ მნიშვნელობა სად თამაშობს
მცველად უფრო ნაკლები შანსი არააქ? ნახევარდაცვაში 3 კაცის მერე ესაა პირველი
იცის უკვე კონტემ ეს რო დააყენე პირველ კაცად იმ 3 კაცის მერე? თუ არ გითქვია ჯერ?

თვითონ მითხრა