ნეაპოლიტანელებს ძალუძთ კონკურენციის გაწევა
ჯანფრანკო ძოლას მოსაზრებით , ნეაპოლიტანურ კლუბს გააჩნია ის რესურსი რითაც შესძლებს სერია ა-ში კონკურენციის გაწევას მოქმედი ჩემპიონისთვის . ამასთანავე მან ახალგაზრდა მოთამაშე , ლორენცე ინსინიეც შეაქო . ” უოტფორდის ” მთავარმა მწვრთნელმა კარიერა სწორედ ” ნაპოლიში ” დაიწყო და დღემდეგ ადევნებს თვალყურს ყოფილ კლუბს : ” ვფიქრობ სწორედ ნეაპოლიტანელებს აქვთ ძალა იბრძოლონ სკუდეტოსთვის ბიანკონერისთან ერთად , რადგან მილანი საკმაოდ დასასუტებულია , ხოლო ინტერი შარშანდელთან შედარებით ნამდვილად არ გაძლიერებულა . ინსინიე ? ვიხილე მისი ასპარეზობა ” პესკარას ” რიგებში . ძალზედ მესიმპატიურება ეს მოთამაშე და რაც ყველაზე კარგია, შეუძლია პროგრესირება ამჟამინდელ კლუბში . კარგი იქნებოდა რა თქმა უნდა ლავეცი რომ დარჩენილიყო, ლორენცო მისგან ბევრ რამეს ისწავლიდა , ისევე როგორც თავის დროზე თავად ვსწავლობდი დიეგო მარადონასგან . ერთადერთი რაც მინდა ვურჩიო , ღრუბლებში არ დაიკარგოს . ატმოსფერომ , რომელიც ნაპოლიში სუფევს , შესაძლოა ცაში აიყვანოს იგი , ხოლო 21 წლის ფეხბურთელისთვის ეს რეალობის დაკარგვის საშიშროებაა ” .
წყარო : Football Italia
სწორად ბაზრობს ეს კაციიი
ვა რა სწრაფად შემოვედიი კაი თემაა წინაზე ნელა შემოდიოდა ამაზე კარგად მუშაობს
დგეს გავაპოოობტ ესპაანეტს???
ქულა ექნებოდა დაკლებული სეზონის დაწყებამდე
სამპდორის 5 ქულა როტო აქ? ოვივე თამაში ხო მოიგო მილანთან და სიენასთანაც?
-1 ით დაიწყო თუ არ ვცდები:))