დელ პიერომ არ დატოვა ინსინიეს სიტყვები უყურადღებოდ
ცოტა ხნის წინ ნეაპოლიტანური კლუბის ახალგაზრდა ფორვარდმა ლორენცო ინსინიემ დადებითი სიტყვები არ დაიშურა ალესანდრო დელ პიეროს მისამართით . აძურის ამომავალი ვარსკლავი პინტურიჩიოს თაყვანისმცემელი ყოფილა და სურს საფეხბურთო მოედანზე მასსავით წარმატებული იყოს . როდესაც პრანდელიმ ინსინიეს ნაკრებში უხმო , დელ პიერო დაუკავშირდა ახალგაზრდა ფორვარდს მიულოცა კარიერული პროგრესი და დაპირდა , რომ მაისურს გაუგზავნიდა რომლითაც შარშანდელ სეზონში ატალანტას წინააღმდეგ იასპარეზა . თავის მხრივ ინსინიე გულდაწყვეტილია იმ ფაქტით , რომ კალჩოში აღარ მოუწევს ალექსის წინააღმდეგ ასპარეზობა : ” ალექსი ნამდვილი ჯელტმენია ” – საუბრობს აგენტი ფაბიო ანდრეოტი . ” მასში ადამიანური მომენტები უმაღლეს საფეხურზეა და პლიუს ამასთან გააჩნია პერსონალური სტილი . მან სათანადო სიტყვებით და საქციელით უპასუხა ინსინიეს შექებას . დიდსულოვანი ნაბიჯია მისი მხრიდან , ახალგაზრდა ფეხბურთელისადმი ” .
წყარო : Football Italia
ალეეეეეეეე შე ჯიგაროოოოო
მაგარი კაცი ხარ ალე

ალე ძმა ხარ … ისე ინსინიე კი გაასწორებდა იუვეში
მეფე ხარ მეფე
ალექსააა