” ჩელსი ” 2-2 ” იუვენტუსი ” ( ფეხბურთელების შეფასებები )
გთავაზობთ , ტურინის ” იუვენტუსის ” ფეხბურთელების შეფასებებს , ” ჩელსისთან ” გამართული მატჩის შემდგომ …
ბუფონი – 6.5 – ოსკარი ისე ისვრიდა მისი მიმართულებით , თითქოს პოლიგონზე იყვნენ : თავდაპირველად ბონუჩის რიკოშეტი და შემდგომ ფანტასტიური გოლი . მეორე ნახევარში ჩინებულად ისარჯება .
კიელინი – 6.5 – მცველის მხრიდან ასეთი სიყვარული ფეხბურთის მიმართ , უკვალოდ არ ქრება და იგი უშეცდომოა . იყო მცირე ხარვეზები , თუმცა მეორე ნახევარში ისე ასპრეზობს როგორც ინგლისში მოთამაშე ცენტრალური მცველები .
ბარძალი – 6.5 – არ ერიდებოდა მთელს პერიმეტრზე მოძრაობას და ართმევაზე არა ერთი მოთამაშე გააწბილა , ისეთებიც კი , რომლებიც სჯაბნიდნენ სისწრაფეში .
ბონუჩი – 6 – რიგ ეპიზოდებში ცდებოდა , განსაკუთრებით გადაცემების კეთებისას. შემდგომ იყვანს საკუთარ თავს ხელში .
ლიხტშტაინერი – 5.5 – სერიოზული ბარიერი აღმოჩნდა მისთვის აზარი , სწორედ ამიტომ რჩებოდა შვეიცარიელი საკუთარ ნახევარზე .
ისლა – 6 ( 78 წუთიდან ) – შესდგა ნანატრი დებიუტიც .
ვიდალი – 7.5 – ნამდვილი მეომარი . მიუხედავად ტრავმისა აგრძელებს ბრძოლას და გააქვს საჭირო გოლი საჭირო დროს .
პირლო – 5 – გამოთუშლია საერთოდ . მას შემდეგ იწყებს გარკვეულ მანევრირებებს , როდესაც ოსკარი ტოვებს მოედანს .
მარკიზიო – 7 – მთელი მატჩის განმავლობაში არ გაჩერებულას და დასდევდა მეტოქეებს . პირველ ნახევარში 100 % – იან მომენტს ვერ იყენებს . მეორე ნახევარში კი ჭკვიანური გადაცემით ეხმარება პარტნიორს საბოლოო შედეგის დაფიქსირებაში .
ასამოა – 5.5 – ევროპული ასპარეზისთვის , საკმაოდ მოკრძალებული დებიუტი იყო .
ჯიოვინკო – 4.5 – მარცხდება გიგანტებთან ბრძოლაში
კუალიარელა – 7.5 ( 75 წუთიდან ) – გააქვს გოლი და ცოტახანში ბურთს ხარიხას არტყამს .
ვუჩინიჩი – 7 – შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან , რომ გაეტანა გოლი . თუმცა მის გარეშე შეტევა ფაქტიურად არ იარსებებდა , მარჯვნივ მარცხნივ ჭკვიანურ გადაცემებს ანაწილებდა .
მატრი – 88 წუთიდან – შეფასების გარეშე
კარერა – 6 .
წყარო : La Stampa
მეც ბატუმელი ვარ და თუ რამე არ გამომტიოთ
კაი გავედი ეხლა და აბა თქვენ იცით იუვენტინოებო…
ხვალ ფრინავ ვიებს ფრთები უნდა დავაჭრათ…
მკიდია გოლები, მინდა მორიგი 3 ქულა…
დავაი

irakla1001
ხოდა მოგიწვეს ჩვენთან ერთად ქეიფი რადგან სება 17 გოლს გაიტანს
irakla1001
უიღბლო კირააა ყველაზე მეტს ცდილობს იქ შეიძლება კიელინს ფეხი არ გაეჭია( ალბათ გამოცდილებასაც აქ მნიშვნელობა) მარა ბონუჩი იმდენად მონდომებულია ზოგჯერ შეცდომებსაც უშვებს
ლიგის ფინალზე შევიკრიბოთ ყველა

არააქ მნიშვნელობა ვინ სად ცხოვრობს, ჯიჯის აღმართული თასი ყველამ ერთად ვნახოთ თბილისში
ვინმეს ეჭვი ხო არ გეპარებათ რო ჯიჯი კარიერაში ლიგას ვერ მოიგებს? თან არაერთს
მეც ბათუმელი ვარ
1juve
არა ძმაო მე მაგაში არ ვგულისხმობ რო ბონუჩი იუვეს დონის არაა მეთქი, ეგრე რო ვთვლიედე მაშინ პირდაპირ ვიტყოდი მარა მე ვფიქრობ რო ბონი კარგი ბიჭია და უბრალოდ უიღბლოა- აქედან გამომდინარე ისევ თავის უიღბლოოობაშია(სტიქიაშია)