წინასამატჩო ციებ ცხელება
ჩემპიონთა ლიგის შემდეგ , ბიანკონერის კვლავინდებურად სერია ა-ზე მოუწევს კონცენტრაციის მოხდენა და თან ამასთანავე მეტოქე საკმაოდ უხერხულია . უკვე ხუთი მატჩია ზედიზედ ტურინელები ვერაფრის დიდებით ვერ ამარცხებენ დომენიკო დი კარლოს ” მფრინავ ვირებს ” . მიუხედავად იმისა , რომ კონტეს კრებულმა სამ საწყის მატჩში მაქსიმუმი აიღო და დამსახურებულად ლიდერობს , სათანადო დონეზე უნდა შეფასდეს დი კარლოს სამუშაო . მას საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყავს , რომელსაც ძალუძს მთელი რიგი თავსატეხების შექმნა . ამასთანავე არის ვარაუდი , რომლის თანახმადაც რამდენიმე წამყვანი მოთამაშე არ იასპარეზებს დღევანდელ შეხვედრაში ” იუვენტუსის ” რიგებში , გამომდინარე იქიდან , რომ შუა კვირაში მათ მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწიათ ” ჩელსისთან ” …
ასეთ მძიმე გრაფიკთან შესაძლოა გუნდი არ იყოს შეჩვეული , რადგან ხუმრობა საქმე არაა 90 წუთის მანძილზე შეუჩერებლივ სირბილი სტემფორდ ბრიჯზე . პირველ სირთულეებს სხვათაშორის გადახალისებული შემადგენლობით კონტე/კარერას გუნდი ჯენოასთან წააწყდნენ.
კონტე ჯერ კიდევ ფიქრობს სასტარტო 11-ეულზე . მისი სურვილია დადებითი შედეგის მიღწევა მაქსიმალური ძალების დაზოგვით . წინა შეხვედრაში მაგალითად თამაშის ბედი შეცვლებმა გადაწყვიტეს, როდესაც მოედანზე ვუჩინიჩი და ასამოა გამოჩნდნენ .
როგორც უკვე ითქვა , კიევო იბრძოლებს ბოლომდე და მისი არ დაფასება სიკვდილის ტოლფასი იქნება . კონტესთვის თამაშგარე მდგომარეობაში მხოლოდ პადოინი და პეპე იმყოფებიან , რომლებიც განაგრძობენ ტრავმების მოშუშებას . სათამაშო მოდული 3-5-2 იქნება როგორც ყოველთვის .
კარში ბუფონი დადგება , დაცვაში სავარაუდოდ უნდა ველოდოთ ლუსიოს გამოჩენას , რომლის გვერდით ბონუჩი და კიელინი იასპარეზებენ . ნახევარდაცვაშიც ცვლილებებია – პოლ პოგბა გამოჩნდება მოედანზე და მას ჯიაკერინი მარკიზიოს დუეტი დაეხმარება . ჩემპიონატის პირველ მატჩში გამოჩნდება ტრავმა მოშუშებული ჩილელი ლეგიონერი მაურისიო ისლა . მარცხნივ კვადვო ასამოა . წინა ხაზის დუეტს ფაბიო კუალიარელა და მირკო ვუჩინიჩი შეადგენენ . მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ ნიკალას ბენდტნერის გამოჩენას …
” იუვენტუსი ” ( 3-5-2 ) ბუფონი , ბონუჩი , ლუსიო , კიელინი , ისლა , ასამოა , მარკიზიო , პოგბა , ჯიაკერინი , კუალიარელა , ვუჩინიჩი
სათადარიგოთა სკამი : სტორარი , რუბინიო , კასერესი , ბარძალი , მარონე , ლიხტშტანიერი , ვიდალი , დე ჩელიე , პირლო , ჯიოვინკო , ბენდტნერი , მატრი
ტრამვირებულები : პეპე , პადოინი
” კიევო ” ( 4-3-2-1 ) : სორენტინო , სარდო , დაინელი , სეზარი , იოკიჩი , ვაჩეკი , რიგონი , ჰეტემაი , ტერო , დი მიკელე , პელისიერი
სათადარიგოთა სკამი : პუჯონი , ვიოტი , ანდრეოლი , ფრეი , პაპ , ლუკა რიგონი , კრუსარდო , კოფი , გუანა , მოსკარდელი , სტოიანი , სამასა
ტრავმირებულები : ლუსიანო , სკაჩი , პალოსკი
გენიალური კონტე ფორცაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა შემდეგი გაჩერება დონეცკის შახტარია
იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
დგეს ვიგებთ 3:0 ამ ანგარიშით უეჭველი
იმედია მარა მაგდენი არმგონია უფრო 2:0 ან შეილება 2:1 ბოლო წუთებზე შეიძლება გაგვიტანონ
ალექს მოძრავ სურათებს როგორ აყენებ პროფილზე ? თუ საიდუმლო არაა მითხარი
ჩვეულებრივად ვაყენებ ისე როგორც უძრავს
ანუ ეგეთი მოძრავი სურათი უნდა ვნახო და უბრალოდ დავაყენო ?
მე ადრე ეს სურათი 1 საიტზე ვნახე გადმოვაკოპირე დღეს კიდე ჩვეულებრივად დავაყენე
ნახევარსაათზე ცოტა რჩება დაწყებამდე
უსაყვარლესი თავდამსხმელებია . დელპიერო, იბრა, ანრი, ბალოტელი. ტრეზეგეც მიყვარს ძალიან მაგრამ ესე არა
აქიდან სამივეს უთამაშია იუვეში იმედია მეოთხეც აგიხდება

იმედია
ისე ვიცნობ მაგას ჩემგან აქ ეგ ავატარი
პს: მეც აკაკი მქვია