ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯი : ” ” იუვენტუსის ” მეტოქე კალჩოში ? ეს ” ნაპოლია ”

ლუჩიანო მოჯიმ კომენტარი გააკეთა სერია ა-ს გასულ ტურზე და ასევე გამორჩეულად ისაუბრა ” იუვენტუსისა ” და ” ნაპოლის ” დაპირისპირებაზე : ” სიმართლე გითხრათ ნეაპოლიტანელებს გუშინდელმა ასპარეზობამ იმედები გამიცრუა . მიუხედავად იმისა , რომ ევროპა ლიგაზე ფაქტიურად დუბლ შემადგენლობა ასპარეზობდა , ფეხბურთელები გადაღლილნი მომეჩვენენ . კონკრეტული ტურნირი მაინც მოქმედებს ფსიქლოგიური კუთხით და მოთამაშეები კარგავენ კონცენტრაციას . ყველაფერთან ერთად დე ლაურენტისის გუნდს არა აქვს ისეთივე მძლავრი სათადარიგოთა სკამი , როგორიც ბიანკონერის , რომელსაც თავისუფლად შეუძლია სკამზე იყოლიოს პირლოც და კუალიარელაც და სათანადოდ შეცვალონ ისინი ” …

” იუვენტუსი ” – ” ფიორენტინა ” ?  ხვალინდელი დაპირისპირება იქნება ერთ ერთი ყველაზე ურთულესი გამოცდა ტურინელებისთვის ” .

 ” ნაპოლის არ ჰყავს იმ ტიპის ფეხბურთელები , რომლებიც მძიმე მომენტში შესძლებენ საკუთარ თავზე აღებას და გუნდის გამოყვანას გამოუვალი სიტუაციიდან – ანუ ისეთივე პერსონა როგორიც სიტყვაზე პირლოა . ევროპა ლიგა გახლავთ გათამაშება , რომელიც გართმევს დროს და ენერგიას , ხოლო სამაგიეროდ მხოლოდ მცირე თანხას გაძლევს . თუმცა მეორეს მხრივ გამარჯვების სურვილი , რომელიც ნეაპოლიტანელებს გააჩნიათ , შესაძლოა რიგ ეპიზოდებში გადამწყვეტი აღმოჩნდეს. პრინციპში ორ თანაბარ გუნდზე ვსაუბრობთ , მაგრამ იუვეს რიგებში უბრალოდ გაცილებით მეტი ნატურით ჩემპიონი ფიგურაა . ბიანკონერიზე პრინციპში ის უნდა ითქვას , რომ ისინი დიდ მიზნებს ისახავენ ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე , რაც შესაძლოა ნაპოლისთვის ხელსაყრელი გახდეს სკუდეტოსთვის ბრძოლაში ” .

 ” მილანური კლუბები ? ინტერის რიგებში მაგალითად საშუალო დონის თავდამსხმელების რაოდენობა საოცრად დიდია . როსონერიმ კი არ უნდა დაუშვას ალეგრის მოხსნა , მას მძიმე პირობებში უწევს გუნდის შენება . გუნდი შემტევ ტაქტიკას ქადაგებს , მაგრამ დაცვა უკეთესის იმედს ტოვებს . ბიანკონერის უპირველესი მეტოქე ? ნაპოლი . იმ შემთხვევაში თუ მაცარი სწორად გამოიყენებს საკუთარ დადებით მხარეებს , მაშინ მათ ძალუძთ წინააღმდეგობის გაწევა იტალიის 30 გზის ჩემპიონისთვის ” . 

 

წყარო : TuttoSport 

 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
JuventinoToko
11 years ago

კაით რა. 4 ტური გავიდა ჯერ და ნაპოლი ცდილობს რომ მოგვზიოს თორე 20 ტურის მერე ნახავთ ჩვენ სად ვიქნებით და ნეაპოლიტანელი მაფიოზები სად… კვლავაც ფორცა :) :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :achuu: :achuu:

Di Francesco # 1
11 years ago

რომასთან კაი თამაში იქნება
totti_mamuka
მსაჯი კიარა ტოტი ქვია მაგას, უნდა იცოდეს ვინ დგას კარებში და ბურთთან არ მივიდეს :chuvak:

mamuka mexeshidze
11 years ago

მარტო ნაპოლი?რომა არა ვითომ?31-ში გელოდებით ბიჭებო.
კარგი მატცჰი გამოვა დარწმუნებული ვარ,თუ მსაჯებმა არ

lasha naxucrishvili
11 years ago

შეიძლება ბევრით ვერ ვუსწრებთ ნაპოლის მაგრამ ნელ ნელა ჩამოვიტოვებთ

11 years ago

:love:

NILSON
11 years ago

მოჯი როგორც ყოველთვის მართალია ;)

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x