რეკობა: ” 2006 წლის “სკუდეტო” “იუვენტუსს” ეკუთვნის “
Sky Sport -ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ალვარო რეკობა “ინტერში” გატარებულ წლებს იხსენებს. ურუგვაელი ფეხბურთელი რამდენიმე სიტყვით “იუვენტუსსა” და მისთვის ჩამორთმეულ “სკუდეტოებზეც” საუბრობს. გთავაზობთ, ინტერვიუს ჩვენთვის საინტერესო ფრაგმენტებს: ” “იუვენტუსისა” და მისი ფეხბურთელების მიმართ ყოველთვის დიდი პატივისცემა მქონდა. ადრე ამბობდნენ, მსაჯების დახმარებით გაიმარჯვესო, მე კი სიმართლეს გეტყვით, “იუვენტუსს” არც ამის გარეშე გაუჭირდებოდა ჩემპიონობა. მოედანზე გამოსული ფეხბურთელი სასტვენზე არ ფიქრობს და თუ რამე განსაკუთრებული ხდება, ყურადღების მიღმა ტოვებს მას. მხოლოდ შემდეგ შეიძლება ამაზე დაფიქრება და დასკვნების გამოტანა. პირადად მე, ვფიქრობ, 2006 წლის “სკუდეტო” “იუვენტუსმა” მოიგო. ამ გუნდში უდიდესი ფეხბურთელები თამაშობდნენ და თუ ვინმე ეხმარებოდათ, კარგით, იყოს ასე. ვიცი, რომ ფეხბურთელი მოედანზე და ფეხბურთის სამყაროში ყველაზე სამართლიანი ადამიანია. როცა გაირკვა ტიტულის “ინტერისათვის” გადაცემის ამბავი, არამგონია, ფეხბურთელებს ეგრძნოთ, რომ ჩემპიონობა მათ ეკუთვნოდათ. ” -აცხადებს რეკობა.
წყარო: Corierre Dello Sport; Tuttosport
მართლა მაგარი იგროკი იყოო
…. კაია ესეც რო აგიარებს თუ არ ვცდები ვიერმაც მასე თქვაა რო ის კუდეტო იუვეს ეკუთნისოო 
ძმებოო თამაში რომელზეეაა ჩვენი დროით ხომ ვერ მეტყვით ?????????????
5-თზე
ამაზე სასწაული მარცხენა მარტო მესის და მარადონას თუ ქონდა
და ქინქლაძეს
300 ლარს ვიგებ 1 რით: რომა ატალანტა 2,5<; ტორინო კალიარი 2,5;პესკარა ლაციო 2,5 <; ფიორენტინა ბოლონია 2,5<; კატანია პარმა 2,5 ;მილანი ინტერი 2,5 >; ცოტა მილანის და რომასი მეეჭვება მაგრამ მაგარი კუშები ქონდა
ტორინო კალიარი 2,5<
ჯერ “ალავესთან” გოლი რომ გაიტანა ის რად ღირს მარტო …
რეჯინა-ინტერი 1-1 იყო, ნაკლებობა ეწერა ყველას და ზოგი სალაროსთან რიგში იდგა, 93-ე წუთზე ისეთი ჯარიმა შეასრულა კუთხურის ხაზთან ახლოს რომ ენა ჩაუვარდა ხალხს …
კუთხურებს … ჯარიმებს და თამაშიდან მისი შორეული დარტყმები არ გახსოვს ???
აბა რა აი მართალი კაცი
რა ცაცია ჰქონდა ალვაროს, ჭრიდა ხოლმე კუთხურებს ))
აუუ რა მარცხენა აქ ამ კაცს რაა როგორ მახოსვს ამისი კუტხურები ბრაზილიანსტან

ნაკრებები 12 და 16 ოქტომბერს თამაშობენ
რეკობა საუცხოო ფეხბურთელი იყო და საოცარი ცაცია ჰქონდა …
ნაკრების თამაშები როდისაა ხო არ იცით ?
ამა მაგარი დარტყმა ქონდა

ყოჩაღ ალვარო!