ვიდალი ტურინში ნაადრევად დაბრუნდება
ეკვადორის ეროვნულ ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, არტურო ვიდალი ანტონიო კონტეს განკარგულებაში დროზე ადრე დაბრუნდება.საქმე იმაშია, რომ შეხვედრის 86 – ე წუთზე, როცა ანგარიში უკვე 2-1 იყო, ვიდალმა მეტოქეთა ფეხბურთელს იდაყვი ჩაარტყა და პირდაპირი წითელი ბარათიც დაიმსახურა.გაძევების გამო ბებერი ქალბატონის 23 – ე ნომერი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩები ეტაპის შემდეგი ტურის შეხვედრას ავტომატურად გამოტოვებს, შესაბამისად იტალიაში დაბრუნდება და თანაგუნდელებთან ერთად “ნაპოლისთან” მატჩისთვის მოემზადება.მიუხედავათ ვიდალის დანაკლისისა, ბიანკონერებს ჩილეს ეროვნულ გუნდში წარმომადგენელი მაინც ჰყავს – მაურისიო ისლა, რომელმაც გუშინდელ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა, სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა გატანილი გოლი, მარჯვენა ფლანგიდან მოწოდებას ფეხი ეკვადორელთა მცველმა დაუხვედრა და ბურთი საკუთარ კარში გაგზავნა.
კონტემ დაავალა უეჭველი

ნაპოლისთან მჭირდები არ გავარტყით ჩილესოოოო
კაია ისეც გადაღლილი იყო
არტურო რა კაციაააა
ძან მაგარი გამიხარდა ნაპოლამდე მაგრად დაისვენებს

იდაყვი ჩაარტყა სრულიად უწყინარ სიტუაციაში )) ერთით კარგია, დაისვენებს..
ძალით ცემა ვიღაცა )))))))
არტუროო <33
ისე ერთის მხრივ კარგია რო აღარ გადაიღლება