ოსვალდო / კუალიარელას ბარტერი რეალურია ?
მას შემდეგ რაც პაბლო ოსვალდოს , გარკვეული პრობლემები შეექმნა ზდენეკ ზემანთან , გაჩნდა ინფორმაცია , რომ ფორვარდი დატოვებს იტალიის დედაქალაქს და კარიერას ტურინულ გრანდში განაგრძობს . ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში , მაროტა ცდილობდა მის შეძენას , თუმცა მაშინ მხარეები სატრანსფერო თანხაზე ვერ მორიგდნენ : ” სიმართლე გითხრათ , ზემანის სიტყვებმა ძალზედ იმოქმედა ჩემზე , რადგან ვერავინ ვერ დამწამებს ცილს იმაში რომ შეხვედრის მსვლელობისას ბოლომდე არ ვიხარჯები “ . ოსვალდო ასევე ნაკრების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა , რომ ისიც და დე როსიც უნდა იბრძოდნენ ძირითადი შემადგენლობისთვის : ” მნიშვნელოვანი მატჩი იყო , რადგან ლიდერობა მოგვცემს საშუალებას ამოვისუნთქოთ . პირად ასპარეზზე ბედნიერი ვარ , რადგან ამ საღამოს გოლის გატანა მოვახერხე . თუმცა , ეს ისეთივე მნიშვნელობის დაპირისპირება იყო , როგორიც ნებისმიერი სხვა . ჩემი მხრიდან ვსაუბრობ თუმცა ვფიქრობ დე როსიც ანალოგიურად ფიქრობს . ყოველთვის იმას ვცდილობთ , რომ მაქსიმუმი მივცეთ კლუბსაც და ნაკრებსაც , ხოლო საქმის ბოლოს ყველაფერი რთულდება . მსურს სასომხეთის ნაკრებთან მატჩი წარსულში დარჩეს . საბედნიეროდ მიზანს მივაღწიეთ . დანიელემ დიდი სამსახური გამიწია , რამაც უფრო ადვილი გახადა ამ მატჩში წარმატების მიღწევა “.
Tuttosport – ის ინფორმაციით , ბიანკონერი მზად არის შესთავაზოს ” რომას ” ფაბიო კუალიარელა პაბლო ოსვალდოს სანაცვლოდ …
წყარო : Football Italia
აუ რა ოსვალდო რა დაგევასათ ბიჭო ამაში ამაურისაც ქონდა ორგინალი გოლები გატანილი და გაქონდა მაკრატელაც და ამაზე მეტად სტაბილურად ითამაშა და არცერთს არ გინდოდათ რა ოსვალდო ტო, მაგას მატრიც მირჩევნია ბენტნერი ვუჩინიჩი ჯოვინკო ამდენი სად მიყავთ ამათაგნ არცერთს არ ჯობია ვაფშე
კვალიარელას არ გაუშვებენ, აი ოსვალდოზე უარს არ ვიტყოდი ))
შარშან ამან რო მაკრატელა გაიტანა დიდი ხანია ეგეთი არაფერი მინახავს..
და წელს კატანიას მაგარი შეუსრულა, კვალის კონკურენტი გამოუჩნდა ორიგინალურ გოლებში : )))
მოდი კაი კაცია ეს.
არ უნდა გაცვალონ, მატრიში თუ გაცვლიან შეიძლება
მაგრად მევასება ოსვალდო
გამისწორდება თუ მოიყვანენ ) კუალიარელა მენანება უბრალოდ გასაშვებად …
მატრი არ წავა?
არა