კანავარო : ” ” იუვენტუსის ” ერთადერთი მეტოქე ” ნაპოლია ” ”
ბიანკონერის ექს ცენტრალური მცველის ფაბიო კანავაროს მოსაზრებით , სკუდეტოსთვის მხოლოდ ორი გუნდი იბრძოლებს – ტურინის ” იუვენტუსი ” და ნეაპოლიტანური ” ნაპოლი ” . ეს გუნდები კი ერთმანეთს მოახლოებულ უიკ ენდზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს . კანავარომ კარიერა ადრეულ ასაკში ” ნაპოლის ” რიგებში დაიწყო , ხოლო შემდგომ კარიერის გარკვეულ ეტაპზე ” იუვენტუსსში ” ამოჰყო თავი . ბიანკონერიში ასპარეზობის დროს იგი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა აძურის რიგებში და ამასთანავე ოქროს ბურთის მფლობელიც : ” გადამწყვეტი ეს შეხვედრა ნამდვილად არ იქნება , თუმცა მეორეს მხრივ ბევრ საჭირო ინფორმაციას მოგვცემს ” …
” მთავარი საიდუმლო ორივე კლუბის წარმატებული ასპარეზობის გახლავთ მათი მწვრთნელები , ვალტერ მაცარი და ანტონიო კონტე . პროგნოზებისგან თავს შევიკავებ და არც მიმაჩნია მართებული ამის კეთება . ეს გახლავთ კითხვა გულისთვის და ცივი გონებისთვის . უდიდეს პატივს ვცემ ” იუვენტუსს ” , რომელმაც უამრავი რამ მომცა და ჩემპიონი გამხადა . თუმცა გული ნეაპოლისკენ მიდის , საიდანაც ვარ წარმოშობით . კალჩოში დღეისათვის ყველაზე დაკომპლექტებული გუნდი კონტეს ჰყავს , მაგრამ ერთადერთი მისი მეტოქე სწორედ ” ნაპოლია ” . ფეხბურთელების უდრეკი ხასიათი , შესაძლოა გამარჯვების მომტანი გახდეს ამა თუ იმ კლუბისთვის . მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა გამარჯვებისკენ სწრაფვა და რწმენა საკუთარ ძალებში . კლუბებს არ უნდა ეშინოდეთ ერთმანეთის ” .
წყარო : Football-Italia
უუჰ როგორ მიყვარს ეგ კაცი როგორ..დაბალი და უგიჟესი მცველი
ფაბიო მაინც ძალიან მიყვარს,უბრალოდ კალჩოპოლის სკანდალის დროს არასწორი გადაჭყვეტილება მიიღო და ძალიან შეცდა კარიერა რო არჩია იუვეს,თუმცა როგორც ფეღბურთელი მაინც ლეგენდაა!
ფაბიო
იყავი ხვალ საღამოს ნაპოლისკენ ))) ჩვენ მაინც გვეყვარები 