მაროტა : ” ტოპ ფეხბურთელი ? ტოპ გუნდი ! ”
კოპენჰაგენში გაფრენამდე ჯუზეპე მაროტამ მცირე ინტერვიუ მისცა Radio RAI – ს …
ბიანკონერის გენ დირექტორმა ისარგებლა შემთხვევით და გუნდის მიერ გაწეულ სამუშაოზე ისაუბრა : ” ყოველთვის ტოპ ფეხბურთელზე მესმის საუბარი , არადა შეხედეთ ჩვენს წინაშე ტოპ გუნდია , რომელიც არასოდეს ნებდება და მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გადის . შეკრული კოლექტივი და აგრესიული სტილის ფეხბურთი – დღევანდელი ” იუვენტუსის ” წარმატების საიდუმლო ” .
” ციფრებს , რომ შევხედოთ ყველაფერი ნათელი იქნება . შევქმენით გამარჯვების მოდელი , რომელსაც საფუძველი ორი წლის წინ ჩაეყარა მას შემდეგ რაც კლუბში ანდრეა ანიელი მოვიდა . დავუთმეთ რა თავდაპირველად ყურადღება პროფესიონალების მოყვანას მენეჯმენტში , შემდგომ აქცენტი სპორტულ სექტორზე გაკეთდა . არჩევანმა აქაც გაგვიმართლა , მოვიწვიეთ პიროვნება , რომელიც წარსულში არა მარტო კაპიტანი იყო ჩვენი კლუბის , არამედ გააჩნდა არა ჩვეულებრივი სამწვრთნელო მახასიათებლები – 55 შეხვედრიდან ჩვენ მასთან ერთად დავმარცხდით მხოლოდ ერთხელ . ხოლო ჩემპიონატში აგერ უკვე 47 შეხვედრაა არ დავმარცხებულვართ ” .
” პრაქტიკულად მთელი გუნდი შევცვალეთ და გამორჩეულ ფიგურებს ნამდვილად რომ დიდი მსხვერპლის გაღება უხდებათ , თუნდაც კვირიდან კვირამდე მუხლჩაუხრელი შრომა მათი შესრულებით . კონტე ? ვიცრუებ , თითქოს იგი გუნდს სათადარიგოთა სკამზე არ აკლია . რადგან ანტონიო ქარიზმატული პიროვნებაა , რომელიც დიდ ძალას მმატებს მოთამაშეებს და საჭირო რჩევებით უზრუნველყოფს მათ . თუმცა , მეორეს მხრივ კონტეს სამწვრთნელო შტაბი და მისი თანაშემწეები იმ საჭირო თვისებებით არიან აღჭურვილნი , რომლებმაც იციან თუ რა უნდა გააკეთონ შექმნილ ვითარებაში . მოთამაშეებიც თავის მხრივ მოტივირებულნი გადიან მოედანზე და ბოლო წამამდე იბრძვიან . შემადგენლობაში ერთგვარი სინთეზი არსებობს ახალგაზრდების და გამოცდილი კადრების . ჩემპიონატში ჩვენი მთავარი ძალა ერთიანობაშია , სწორედ ამიტომ აქვს გატანილი გოლი 12 სხვადასხვა ფეხბურთელს ” .
ჩემპიონთა ლიგა …
” გვესმის , რომ აღვემატებით მეტოქეს , მაგრამ მას შეუძლია არა სასიამოვნო დროს , არა სასიამოვნო სიურპრიზი მოგვიტანოს , ამიტომ მაქსიმალური კონცენტრაციაა აუცილებელი . დანიაში აუცილებლად უნდა იქნას მიღწეული დადებითი შედეგი ” .
წყარო : Juventus.com
სვანი ძმა 5-5-0 ზე ვიხუმრე, მიხვდებოდი ალბათ და არც კონტეს ვამტყუნებ რამეში, პირიქით, მივესალმები ორივე ხელით რომ მენეჯერადაც ნიშნავენ გუნდის და ფერგიუსონის სტილში იქნება. ხოდა კონტე რომ ეგრე იქცევა გამომდინარეობს იქიდან რა გუნდიც ყავს ხო? არა მგონია კონტეს სურვილი არ ყოფილიყო არ ყოლოდა ძლიერი თავდამსხმელი და ველოსიპედის მოგონება არ სჭირდებოდეს თითოეულ თამაშში იმისთვის რომ მოიგოს. რასაც იძახი გასაგებია, მაგას ვიძახოდი ნაკრების თამაშებზე არველაძეს რომ ლანძღავდნენ იმიტომ რომ ყოველ მატჩში გოლი არ გაჰქონდა, ვანახებდი ხოლმე ვინც სტადიონზე მეჯდა იმიტომ გააქვს ამას, ამას, ამას რომ შოთას დასდევს სამი მცველითქო. მე იმას ვიძახი რომ დარწმუნებული ვარ კონტეც ისე ელოდებოდა ტოპ თავდამსხმელს ბოლო წამამდე… Read more »
სანდრო ძმა რამდენად თამაშობ ფეხბურთს არ ვიცი მაგრამ, 5-5-0 ტაქტიკით ვითამაშოთ ნახევარდაცვა უფრო მრისხანე გახდება თავდასხმა მაინც არ გვივარგა როგორი ნათქვამია იცი? აი მე რომ ვთქვა ხეზე ავალ ოღონდ კიბე არ მაქვს თქო. თავდამსხმელს შეიძლება გოლი არ გააქვს მაგრამ დიდ სამუშაოს ასრულებს. ყურადღებას იქცევს, ხელს უშლის მეტოქის მცველებს, საჯარიმოში მინიმუმ 2 მცველი უდგას დაზღევის მიზნით. ამ დროს კი გოლს იტანს ნახევარმცველი რომელსაც გახსნილი აქვს ხელ-ფეხი და რჩება სივრცე რათა შექმნას გოლი. ბორიელოს, რომ ვლანძღავდით (მათ შორის მეც), ტიპი არის ფიზიკურად ძალიან ძლიერი. დიდ ენერგიას მოითხოვს მასთან გამკლავება, რასაც კონტე სწორად ხედავდა. იწყებდა ბორიელო და მერე შემოყავდა უფრო სწრაფი და ტექნიკური… Read more »
+1 მაგრამ უშეცდომო არავინააა და შეილება მე უფრ სიტყვაზე რაღაც უკეტესად დავინახო და შევაფასო , დანარჩენი იმენა ზუსტი იბაზრე ბორიელოს გოლი ვერ გაქონდა მარა იმდენად ტვინია კონტე რო ღლიდა მეტოქე გუნდს და დანარცენები იტანდნენ