აგენტი : “ლიხტშტაინერი ტურინში ბედნიერია”
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შტეფან ლიხტშტაინერის “იუვენტუსიდან” აბარგების შესახებ ბევრი იწერებოდა, მაგრამ საბოლოოდ შვეიცარიელმა ბიანკონერებში დარჩენა გადაწყვიტა.Tuttojuve – თან საუბარში ფეხბურთელის ძმამ და ამავდროულად აგენტმა შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა : “კონკურენცია მარჯვენა ფლანგზე ? – “იუვე” უმაღლესი დონის გუნდია და ამაში გასაკვირი არა მგონია, რაიმე იყოს.მართალია, ზაფხულში მის მიმართ ინტერესს “პსჟ” იჩენდა, თუმცა ახლა წარსულზე საუბარი არ მსურს.შტეფანი ბებერ ქალბატონში ტიტულების მოსაგებად გადმოვიდა და ბედნიერია, რომ ამ დიდი ოჯახის წევრია.ამ გუნდში ნებისმიერ პოზიციაზე უდიდესი კონკურენციაა, თუმცა მაღალი დონის ფეხბურთელს კონკურენციაში გამარჯვება უნდა შეეძლოს.ასე რომ, ჩემი ძმა ტურინში ბედნიერია და აბარგებას არ აპირებს.”
მარჯვენა გეპარდი

ძაან მაგარია ლიხტა
ძალიან ძლიერი მარჯვენა ბეკია, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული )) მაროტას აღსანიშნავი ტრანსფერია..