ჯიაკერინი : ” საუკეთესო იტალიური გუნდი ! ”
ნებისმიერი გუნდისთვის იქნებოდა პრობლემა , ისეთი ნახევარმცველების დანაკლისი როგორებიც ვიდალი და მარკიზიო არიან , თუმცა ბიანკონერის ეს არ ეხება . ჩამოყალიბებული მექანიზმის შედეგად , შეუცვლელი ფეხბურთელი გუნდს არ ჰყავს . ემანუელე ჯიაკერინიმ და პოლ პოგბამ შესანიშნავად იასპარეზეს ” ბოლონიას ” წინააღმდეგ და ფაქტიურად განაპირობეს კიდევაც საკუთარი გუნდის წარმატება : ” მათ ვისაც არ უწევთ ხშირად ასპარეზობა , იციან თუ რა ხერხით უნდა მიაღწიონ წარმატებას , როდესაც მოედანზე ჩნდებიან . მეტოქე იმ ტაქტიკური მოდულით ასპარეზობდა , რომელიც ნახევარმცველებს გვაძლევდა საშუალებას გვეთამაშა მათთვის მომაკვდინებელ პერიმეტრებზე . შევძელით გაგვენთავისუფლებინა ზონები , რათა ფორვარდებს ხელ ფეხი გახსნოდათ ” …
ბიანკონერი პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე დომინირებდა , მაგრამ სამი ქულის მოპოვება სერიოზული რისკის ქვეშ იმყოფებოდა …
” დავიმსახურეთ და მიღწეულით კმაყოფილნი ვართ . ერთადერთი ალბათ რაზეც შეიძლება დაგვწყდეს გული , არის ის რომ როდესაც ანგარიში იყო 1-0 , ვერ მოვახერხეთ მისი გაზრდა და გაცილებით ადრევე შედეგის გაფორმება . მეტოქემ ერთადერთხელ დაარტყა კარში , რამაც ორი ქულის დაკარგვის რისკთან დაგვაყენა ” .
კრიტიკოსების მოსაზრებით , ტურინელები გაცილებით ლამაზ თამაშს შარშანდელ სეზონში აჩვენებდნენ …
” ჩვენ ის გუნდი ვართ , რომელიც იტალიაში საუკეთესო თამაშს აჩვენებს და ამასთან ერთად გამარჯვებების მოპოვებას განაგრძობს . 10 დაპირისპირებიდან , 9-ში ვიზეიმეთ წარმატება . უზომოდ ბედნიერი ვარ , ამ კლუბში ასპარეზობით ” .
წყარო : Juventus.com
საუკეთესოობა იტალიაში უკვე აღარ ნიშნავს ტოპ გუნდობას. 2006 ის მერეე ნელ-ნელა უკან მიიწევს იტალიური ფეხბურთი… როცა 6 მდე იტალიაში საუკეთესოობაა პირდაპირ ნიშნავდა მსოფლიოში საუკეთესოობას…
აუ მილანის ადმინებს როგორ ეზარებათ ახალი სტატიის დადება? იქ ჯერ კიდევ ცხრილში მე-9 ტური არის ტოო :)
დაბრუნდება კიონტე და მერე ნახეთ ლამაზი თამაში.
