ალესიო : ” შანსი ყველას მიეცემა ”
ანჟელო ალესიო დარწმუნებულია იმაში , რომ გუნდმა დაიბრუნა შარშანდელი ფორმა , მაგრამ ამასთანავე აფრთხილებს კუალიარელას , რომ ძირითად შემადგენლობაში მას ადგილი გარანტირებული არა აქვს : ” სწორი მიდგომა ვუპოვნეთ დღევანდელ მეტოქეს და პირველივე წუთებზე გადავედით იერიშზე , როგორც შარშანდელ სეზონში . ჩვენი ფეხბურთი გამოირჩევა ორგანიზებულობით , თუმცა ამასთანავე ადვილი გასათვლელია და აქ ყველას ძალუძს გოლის გატანა . კუალიარელამ მშვენიერი ფეხბურთი აჩვენა და ყველა ის შანსი გამოიყენა რაც მიეცა , თუმცა ანტონიო გადაწყვეტილებებს ვარჯიშებზე ნანახიდან გამოიტანს . ამ მატჩში მან მოედანზე კუნთის არეში არსებული სპაზმის გამო დატოვა . კარგად იასპარეზა მაურისიო ისლამაც , მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს , რომ ლიხტშტაინერისთვის ძირითად შემადგენლობის კარი დაიხურა , შანსი უკლებლივ ყველას მიეცემა . პოგბა ? მოთამაშეებმა კონცენტრირება იმაზე უნდა მოახდინონ რა გადაწყვეტილებებსაც კონტე იღებს და მოუსმინონ მას . გაგვაჩნია წესები , რომელსაც პატივი უნდა ვცეთ ” .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
ერთადერთი რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ ფაბიოში და ძალიან ბევრ გაპიარებულ თავდასხმელსაც ჯობია ერთი ერთი არის ის რომ მაზილააა არააა თითქმის ყველას იტანს რაც ექმნება , ასეთები იყვნენნ ტრეზეგე შევჩენკო ასეთი ფორვარდები დღევანდელობაშAი ძალიან ცოტა არიან , ბრავო ფაბიო კიდე ბევრს გაიტანს უნდა ენდნონ უფრო მეტად
უნდა ათამაშოს ფაბიო რა, იყოს ძირითადში, თუ არ წაუვიდა მერე შეცვალოს, სათამაშო პრაქტიკით და ნდობით გაცილებით მალე ჩადგება თავისებურ ფორმაში, ფორმაში კი არის უკვე მარა სტაბილურობა ჭირდება ეხლა ამას.
სანაკრებო პაუზა როდისაა ? 1 კვირის მერე ლაციოსთან ვთამაშობთ და მერე ეგრევე ჩელსისთან და ნაკრებები 1 თამაშს თამაშობენ ?
შეტევაში ისლა ჯობია, დაცვაში ლიხშტაინერი და ორივე ერთად ოფრო კარგად კასერესს შეუძლია და ამ სამს ერთად პეპე მირჩევნია მოკლედ მარჯვენა ფლანგზე პრობლემა არაა
ახლა გახდა პესკარა პესკარა? შარშან რო 1 ქულით ძლივს მოვდიოდით მასეთი გუნდებიდან მაშინ კი აფასებდნენ

კვალიარელაზე ცოტა სხვა კომენტარს ველოდი
ფაქტიურად ფრე იყო ესეც კვალის რო არ ეთამასა ისე როგორც ითამაშა, 5 გოლი ფაქტიურად მაგან შექმნა