კასანო : ” კონტე არ უნდა მიკითხავდეს მორალს ”
ბოლო პერიოდში ანტონიო კასანოსა და ანტონიო კონტეს შორის ურთიერთობა დაიძაბა . ეს გამოწვეულია ბიანკონერის თავკაცის შემდეგი განცხადებით : ” ადამიანი , რომელიც უპირატესობას ანიჭებს საუბარს და არა ფეხბურთის თამაშს , ასეთ მოთამაშეს სხვას დავუთმობდი ” . ნერიაძურის ფორვარდის პასუხმა არ დააყოვნა :” არ ვარ ისეთი ადამიანი , რომელიც დასაჯეს ინფორმაციის არ გავრცელებისათვის . საკუთარი კარიერის განმავლობაში არა ერთხელ გადამიდგავს სულელური ნაბიჯი , რის გამოც დავისაჯე . თუმცა , მას მორალის წაკითხვა სურს , სავარაუდოდ მალე ქვეყნიერების აღსასრულის თვითმხილველნი გავხდებით . გავიმეორებ , ეს არის ადამიანი რომელიც დისკვალიფიცირებული იყო ინფორმაციის არ გამჟღავნებისთვის . ლეო ? არა ჩვეულბრივი პიროვნებაა , რომელსაც კარგად ვიცნობ და ის ძლიერ არის მიჯაჭვული საკუთარ ქვეყანაზე . მან ყველაფერი სწორად თქვა , მაქსიმუმს ვაკეთებ . არ გავბრაზებულვარ მასსზე , რადგან ამას იუმორის კუთხით შევხედე , რადგან მას პირდაპირი შეხება აქვს საფეხბურთო სამყაროსთან ” .
წყარო : Tuttosport
კონტემ ირიბად კასანოზე თქვა , ბევრს ლაპარაკობსო … კასანოს ადრინდელ განცხადებას მოჰყვა სადაც კასანიტამ იუვენტუსის ფეხბურთელებს ჯარისკაცები უწოდა . ხოდა დატრიალდა ეხლა ეს ამბავი
გასაგებია:) მეთქი რაიმე ახალიათქო. გაიხარე :)
რაღაც ვერ გავიგე რას ეხება ეს სტატია
რაო?? ცოტა არ იყოს ვერ გავიგე რაზეა ეს სტატია.