მაროტა: ” დროგბა? არაფერს გამოვრიცხავ “
დიდი შანსია დიდიე დროგბამ უახლოეს მომავალში “შანხაი შენჰუა” დატოვოს, ტურინის “იუვენტუსი” კი, რომელიც დიდი ხანია მაღალი კლასის ფორვარდის ძიებაშია, კოდ-დივუარელი თავდამსხმელის ხელში ჩაგდებას ეცდება. ჟურნალისტების შეკითხვის შემდეგ, “ბებერი ქალბატონის” სპორტულმა დირექტორმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში დროგბას ტრანსფერი არ გამორიცხა: ” დროგბა? არაფრის გამორიცხვა არ მსურს, მაგრამ რაიმე რევოლუციისა და განსაკუთრებული სვლის გაკეთებას არ ვაპირებთ. ყველა ტურნირისთვის ანგარიშგასაწევი გუნდი გვყავს, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ “ჩემპიონთა ლიგაზე” ბოლომდე გასვლის ძალა შეგვწევს. გუნდი მხოლოდ ორი წელია ხელახლა შენდება და გასაგებია, რომ რაღაც პოზიციების გაძლიერებაზე მუშაობა გვმართებს. კასანო? სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება არ მინდა. კონტეს მასზე შეტევა არ სურდა, უბრალოდ ხაზი გასუვა, რომ განსაკუთრებული ფეხბურთელია. კასანო ნამდვილი ჩემპიონია, მაგრამ ფეხბურთელს ადამიანური ღირსებების გამოვლენაც ევალება. ” -აცხადებს მაროტა.
აუუ ეს გაასწორებდა
au drogba ras დაგვხატავდა
მოკლედ გაზაფხულზე ერთი კარგი თავდამსხმელი უეჭველი გვეყოლება

იმედია
ეს რისი მომყვანია ამის ფარჩაკი დ ე და ვატირე
დროგბა მართლა მაგარი იქნება რა. მიუხედავად ასაკისა ჩვენს ვაი თავდამსხმელებს ერთად აგებულს ჯობია. თან ეგ მინიმუმ 1-2 წელი მაინც ითამაშებს მაღალ დონეზე
აუუუ რა მასტია რო ზის რაა :D ისე კარგი იქნებოდა დროგბა თან ლიგაზე თამასიც შეუძლია და გამოცდილება და კასი რაც მასააქვს ყველამ კარგად ვიცით