ბუფონი : ” ” იუვენტუსის ” ძალა ყველამ საკუთარი თვალით იხილა ”
” ჩელსისთან ” მოახლოებულ უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებამდე , ჯანლუიჯი ბუფონმა მასიამილიანო ნეროცის კითხვებს გასცა პასუხი …
” ლაციოსთან ” მატჩის შემდგომ რა გრძნობა უფრო ჭარბობდა , კმაყოფილება თამაშის ხარისხის გამო , თუ უკმაყოფილება ?
” მშვენიერი შეხვედრა იყო . ” იუვენტუსი ” დიდებულად გამოიყურებოდა . მეტოქის რამდენიმე მოთამაშის მაღალი პროფესიონალიზმის და ჩვენი ფეხბურთელების უიღბლობის გამო , გამარჯვების მიღწევა არ მოხერხდა . თუმცა , ყველამ იხილა თუ როგორი სიძლიერის კლუბი ვართ ” .
” ჩელსის ” შემადგენლობაში ცვლილებები მოხდა , თუმცა თვლი თუ არა რომ მათ თქვენი ეშინიათ ?
” არ ვფიქრობ ასე . საერთოდ ერთ გამარჯვებას , შემდეგომ მეორე წარმატებასთან მიჰყავს და აი მარცხს რაც შეეხება , იშვიათად რომ კარგი ყოფილიყოს სამომავლოდ . ჩვენი შემთხვევა ” ინტერთან ” გამონაკლისია ალბათ ” .
იმიტომ რომ ცვლილებებს დათანხმდით ?
” ეს ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისია და კიდევ მიეცემათ შანსი სხვა მოთამაშეებს . ეხლა აუცილებელია თავდაჯერებულობა , რომელიც გამარჯვებებს მოაქვს და პლიუს ფეხბურთელებისთვის სტაბილურად ასპარეზობა ” .
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა კრახი იქნება ?
” არ არის აუცილებელი ასეთი ფრაზების გამოყენება . არსებობს სხვადასხვა გზები პროგრესისთვის . ვფიქრობ , მომავალში თქვენ უფრო ყურადღებით მოეკიდებით იმ სიტყვის თქმას , რაც რეალურად მოუხდება გუნდს ” .
ვინ არის ფავორიტი ?
” კენჭისყრის შემდგომ , ვისთვისაც ნაცნობია იტალიური ფეხბურთის დღევანდელი დღე და შახტარის დონე , ვფიქრობ იტყოდა რომ თანაბარი სიტუაციაა . სამი გუნდი და ორი გამსვლელი ადგილი . ეს ყველაფერი უკანასკნელი შეხვედრის 95 წუთამდე გაგრძელდება ” .
თქვენი დონე ედრება ჩელსისას ?
” დღევანდელ დღემდე დავამტკიცეთ , რომ მეტოქე პატივისცემით უნდა მოგვეპყრას . შეგვწევს ძალა ნებისმიერ კლუბთან თანაბარ ვითარებაში ვეთამაშოთ . ლონდონელთა მოთამაშეები იმხსახურებენ პატივისცემას , ისინი მოქმედი ჩემპიონები არიან . საფეხბურთო ისტორიის უკანასკნელ ათწლეულში მათ დიდი კვალი დატოვეს ” .
მათ ორჯერ უფრო დიდი გამოცდილება აქვთ ლიგაზე ასპარეზობის . იქონიებს ეს რაიმეზე გავლენას ?
” გამოცდილება შეუფასებელია რა თქმა უნდა , თუმცა არც იმდენად დიდია , რომ ამან ზეგავლენა მოახდინოს შედეგზე ” .
ლონდონში ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდგომ , არ მოგვსლია აზრად , რომ : ” ჩვენ არ ვართ მათ დონეზე ” ?
” არა რადგან პირველიდან ბოლო წამამდე ვუყურებდი გუნდს , რომელიც სცდილობდა შექმნას . მილანი რომ გვერდით გადავდოთ პირველად ვიხილე იტალიური კლუბი რომელიც სტატისტის როლში არ აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას ” .
თქვენი თამაშის მანერა ბორუსიას წააგავს . რას იტყვი ?
” ეს ის გუნდია , რომელიც ყველაზე მეტად მაგონებს ” იუვენტუსს ” . იმედი მაქვს დორტმუნდელები არ მიწყენენ . საკუთარი თამაშით და ორგანიზებულობით მათ უკვე დაამტკიცეს , რომ ნებისმიერთან შესძლებენ გამარჯვებას . თუ მეხსიერება არ მღალატობს , მათ შესძლეს პირველ პლეი-ოფში გასვლა ” .
არასოდეს გიფიქრია ვან პერსის გადმოსვლაზე ?
” არანაირი ილუზია და იმედი . ვიხილე რა კლუბის მიერ გატარებული პოლიტიკა და დირექტორების მუშაობა , ვიცოდით რომ უარაფროთ არ დავრჩებოდით . საბოლოოდ კი ეს სურათია : ცუდია თუ კარგია , ჯიოვინკო და ბენდტნერი დავიმატეთ და დარჩნენ ვუჩინიჩი , კუალიარელა , მატრი . მერწმუნეთ ამ გუნდს გოლის გატანა ნამდვილად არ უჭირს , საკმარისია ციფრებს შეხედოთ ” .
შეგიძლიათ დროგბას გარეშე ლიგის მოგება ?
” დარწმუნებული ვარ საკუთარ მწვრთნელში და ფორვარდებში , რომლებიც შესძლებენ ჩვენთვის გამარჯვების მოტანას მნიშვნელოვან ეპიზოდებში ” .
შენი რჩევა ბალოტელის ...
” იყოს ბედნიერი რადგან ფეხბურთელი , როგორც ყოველი ადამიანი , მაშინ ირჩევს კარგად როდესაც ენთუზიაზმით და ჰარმონიით აკეთებს ყოველივეს . სწორედ ამაშია სამსახურისადმი სიყვარული ” .
იქნებოდა ის ბედნიერი იუვენტუსსში ?
” ეს თავად მას უნდა ჰკითხოთ . ისტორიულად იუვეში ხელმძღვანელობა ძალზედ ყურადღებით იცავდა წესებს და სთხოვდა იგივეს ყველას . მეორეს მხრივ ბალოტელი ძალზედ მეგობრულია და პარტნიორებს იგი უყვართ ” .
ნაკრებში კმაყოფილნი ხართ ?
” დიახ რა თქმა უნდა . ის ისეთი მოთამაშეა , რომელიც დაამშავენებდა ნებისმიერ კლუბს , პარტნიორებს და ფანატებს ” .
რატომ არ არის ჯერ ჯერობით კიდევ გაფორმებული კონტრაქტი ?
” არანაირი პრობლემა არ არსებობს , ეს ყველაფერი გამოწვეულია მიყოლებით დაგეგმილი საპასუხისმგებლო მატჩების გამო ” .
კიდევ სამი წლით რჩები იუვეში ?
” ყოველგვარი სიურპრიზის გარეშე ” .
სამი წელი ლიგის თასის მოსაპოვებლად ?
” როგორც ხშირად ვამბობ ხოლმე , ერთი მატჩი თუ არ ჩატარდა ისე როგორც გვინდა არაუშავს , რადგან წინ სამი წელია , სადაც ბევრი რამის მიღწევა შემეძლება . არ მსურს კომფორტის გამო ჩემი ნავის შერყევა მშვიდ გარემოში . ყოველთვის იმ გემზე ვიმყოფები , რომელიც მზად არის ზღვაში გასასვლელად ” .
მიდი იუვე ჩელსი უნდა ჩატოვოთ
1 arxzea gamoხადებული
ბიჭებო პირველი არხი აჩვენებს მგონი, ლიგის თამაშს აჩვენებს უეჭველი და იუვე ჩელსი უნდა იყოს წესით
აუუ არ ჩვენებს არც ერთი??? არც GMG????
ჯობია 1 არხმა აჩვენოს ობოლაძის ნერვები არ მაქ
არც მე ვიცი რუსთავი არ აჩვენებს არც GMG ის არცერთი არხი არ აჩვენებს საიტზე ვნახე.პირველმა იქნებ აჩვენოს იმედია.
პირველ არხზე არის თამაში თუ იცით ვინმემ?
რამე მაინც დაწერეთ, რამე სტატია, რამე დადეთ! გავგიჟდი. ესეთი მნიშვნელოვანი თამაში არ გვქონია 2-3 წელია….
გაწყდა ნერვი )))))))))))))))
პირველ არხზე დღეს ჩვენი თამაში..Hi სანდრო და მინაშ :დ
პირველი არხი რომ აჩვენებს ნაღდად იცი?
Zdarova iuventinoebo shaxtari iuventusi rodis iqneba mitxarit ra kacurad
5 დეკემბერს არის შახტარი – იუვე.
wembley dzma rogor vnaxooo eg msoflio sportze komentareebi linki dade ra zmuraa…
რუსთავი 2 და პირველი არხი რა თამაშებს აჩვენებენ ? ყველაზე მაგარი თამაში ჩვენია აბა რაას ანახებენ
ჩელსი იუვე ტელევიზიით არაა
უნდა მოვიგოთ რააა !!

ის იბრაესტა გამწარებული მილანის ფანია ეტყობა და რა თქვას არარ იცის
აუ მსოფლიო სპორტზე რა ქაჯობებს წერენ ნერვები მეშლება,დაბლოკილი ვარ კაი ხანია და არ მინდა თავიდან რეგისტრაციის გავლა თორე ვაჩვენებდი სეირს მაგათ


1juve უტევს აქტიურად საღოლ საღოლ
ნტვ ფუდბოლზე არის პირდაპირი ტრანსლაცია
პირველზე რას აჩვენებენ?
FC Nordsjaellan – Shakhtar Donetsk 2

Juventus – Chelsea 1
BATE Borisov – Lille X
Valencia – Bayern Munich X
Spartak Moscow – Barcelona 2
Benfica – Celtic 2
CFR Cluj – Braga X
Galatasaray – Manchester U. 2
dges mxolod juve igebs saxshi danarcheni stumrebisaa
ეხლა ვნახე იუვე ინგლისურ კლუბებთან ასეთი შეფარდება აქვს
41 მატჩი 15 მოგება 11 ფრე 15 წაგება ბურთების სხვაობა 47-46.
პირველი არხი აჩვენებს იუვეს?ვინმემ თუ იცით მითხარით.რუსთავი ვიცი რომ არაჩვენებს.პირველზე ლიგის რეკლამა ვერ ვნახე

ჩემი აზრით მირკო და კვალიარელა უფრო უგებენ საჯარიმოში ერთმანეთს, ვიდრე სება და კვალიარელა. ჯოვინკო ღორობს ხოლმე, ქმნის მომენტებს მარა მერე თვითონ აფუჭებს, ლაციოსთან თავზე რო გადაუგდო ბიჭებს და ააცილა, პასის გაკეთება შეეძლო ფაბიოსთვის და 100% იანი გოლი იყო..