კვალიარელა : ” ეს მატჩი ისტორიაში შევა “
” თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ პირლოს დარტყმული არ გავიდოდა, დავინახე რომ ბურთი დაბლიდან მოდიოდა, ამიტომაც შევუშვირე ფეხი. ეს მატჩი ისტორიაში შევა, ეს საღამო – რომელსაც ჩვენ ვერასოდეს ვერ დავივიწყებთ. ზედიზედ მესამე მატჩია რაც ძირითადში ვთამაშობ, ეს არ მომხდარა დაახლოებით 2 წელია. ადრენალინით ვთამაშობდით, რამაც შედეგი გამოიღო. ვაჩვენეთ ჩვენი საუკეთესო მატჩი … ” – აცხადებს ჩელსის კარებში პირველი გატანილი გოლის ავტორი, ფაბიო კვალიარელა.
” დიახ, თავდამსხმელისთვის ძნელია ყოველდღიურ როტაციას შეეჩვიოს. მწვრთნელმა თავიდანვე გვითხრა რო 5-ივე ფორვარდზე გააკეთებდა აქცენტს და არც ერთს არ დაეყრდნობოდა სეზონის ბოლომდე. ეს ნორმალურია, როდესაც თავდამსხმელი 3 მატჩშს ძირითადში ჩაატარებს და შემდეგ სათადარიგო სკამზე გადაინაცვლებს. ჩვენ საქმის კურსში ვართ, ამიტომაც ვთამაშობთ თავგანწირვით “
წყარო : Football italia
გენაცვალეე ბრაოო ფაბიოო საჯირო დროს ჩადექი ფორმაშიი და შედეგიც დადეე გენაცვალეე ასე გაგრძელე

მე შენი ყოველთვის მჯეროდა
https://forzajuve.ge/?p=26226

https://forzajuve.ge/?p=26226
თავიის საქმეს აკეთებს ეს ჭაბუკიიი და რა ქნას მეტიი მიდი კვალი მიდიი ფორმაში შედიხაარ და მერე უკვეე არცერთიი თავდამსხმელის დამატება აღარ დაგვჭირდება
