კიელინი : ” ასეთ ” იუვენტუსს ” ნებისმიერის დამარცხება შეუძლია ”
სამეფო თამაში და სრული დომინირება მოედანზე . ჯორჯო კიელინიმ ფაქტიურად გაანადგურა ” ჩელსის ” თავდასხმა : ” რთული იყო რა თქმა უნდა , რადგან მათ შემადგენლობაში არა ერთი მაღალი კლასის ფეხბურთელი ირიცხება და ჩვენდა სამწუხაროდ გარკვეული შანსები მივეცით თავის გამოსაჩენად . მიუხედავად ამისა ” იუვენტუსი ” ჩინებულად გამოიყურებოდა და რაც მთავარია შედეგიანად . ” ინტერთან ” მარცხის შემდეგ , კვლავინდებურად მაღალ დონეზე დავიწყეთ ასპარეზობა “ . როგორც ჩანს ნერიაძურისთან მატჩი , მართლაც გარდამტეხი გახდა : ” მათთან შეხვედრამდე კი ვიმარჯვებდით , მაგრამ ვაცნობიერებდით , რომ რაღაც გვაკლდა . ” ნორდშელანდთან ” მატჩში კვლავინდებური ინტენსიურობით გამოვირჩეოდით , თუმცა ვაგრძელებდით საუბარს , რომ დანიელებთან და ” პესკარასთან ” დაფიქსირებული შედეგები , მეტოქის საშუალო დონეზე მეტყველებდა . მაგრამ ” ლაციოსთან ” და ” ჩელსისთან ” ნაჩვენები თამაშით , ვაჩვენეთ ყველას , რომ ასეთ სტილში ნებისმიერი კლუბის დამარცხება შეგვიძლია ” .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
კარგია, მაგრამ გამოჩნდა გუშინდელ შეხვედრაში ჯერ კიდევ დასახვეწია დაცვა და გამოცდილებაა მისაღები ერთი ორი მომენტი იყო, დაცვა ჩავარდა, არადა სულ ვაქებ

ჯორჯო შეუდარებელი ხარ..ფორმის პიკს აღწევს დაცვის ტრიო..
გუში ყვალა ხო დაგლიჯა მარა ამ კაცმა მოედნის ყველა ადგილზე იყოო ვაბოდებ ამ გორილა კაცზეე გენაცვალეე ჯორჯოო
მარა ცოტა პაში ივარჯიშეე

აუუ გუშინ რაღაც საკაიფოს მღეროდა ფანობა არავინ იცით? ფინო ალლა ფინეს პონტი იყო
გასაოცარი არაფერი გიქნიათ. ჩელსი ისედაც პრახადნოი დვორი გახდა, ამაზე კაი თამაშები გაქვთ ჩატარებული ასე რომ მომავალში უფრო მეტს მოვითხოვთ!
რაც არ უნდა იყოს მოქმედი ჩემპიონია
ვაი ეგეთ ჩემპიონობას, ყარაულის თოფივით გაუვარდათ. ჩემპიონთა ლიგის სირცხვილი იყო )) და ეხლა ჯგუფში ჩარჩებიან ფულისტები
გენაცვალე პასში