ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნედვედი: ” ჩვენი ტოპ-მოთამაშე ანტონიო კონტეა “

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდა, გულშემატკივრებისთვის დაუვიწყარი 11 ნომერი და აწ უკვე კლუბის დირექტორი, პაველ ნედვედი, ანტონიო კონტეს დაბრუნების შესახებ საუბრობს. იგი ძალიან გახარებულია იმ ფაქტით, რომ ხვალინდელ შეხვედრაში მთავარი მწვრთნელი ისევ საკუთარი შეგირდების გვერდით იქნება: “ბედნიერი წუთები მთელი გუნდისთვის დამთავრებულია! ფეხბურთელი რომ ვიყო, ნამდვილად არ ვისურვებდი თამაშის დროს კონტეს ყვირილის მოსმენას (იცინის). კარგით, ხუმრობა გვერდზე გადავდოთ, ფედერაციამ მსოფლიო კლასის მწვრთნელს მისცა დისკვალიფიკაცია. კონტეს დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მეტოქეს ჩვენი შეჩერება ძალიან გაურთულდება. მინდა ყველა ფეხბურთელის მიმართ გამოვთქვა კომპლიმენტი, რადგან მათ მოახერხეს და მწვრთნელის გარეშე იკრებდნენ ძალებს. თავად ანტონიო ძალიან განიცდიდა უმოქმედოდ ყოფნას, მაგრამ მის მიმართ ჩემი რჩევა ის იქნება, რომ ახლა ყველაფერი დაივიწყოს და მხოლოდ მომავლისკენ იყუროს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, შესაძლოა, ამ ტურნირზე მოიძებნებოდეს 3 ან 4 გუნდი, რომელიც ჩვენზე უკეთესად არის დაკომპლექტებული, მაგრამ განსხვავება ძალიან მცირეა. თანაც, ფურცელზე უძლიერესი ყოველთვის გამარჯვებას ვერ ახერხებს. ძალიან რთული ტურნირია, ცუდად ჩატარებულ 20-წუთიან მონაკვეთსაც კი შეუძლია, გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ამ ეტაპისთვის მადრიდის “რეალის” თავიდან აცილებას ვისურვებდი, მაგრამ ფლეი-ოფში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ ფორმაში იმყოფება თითოეული გუნდი მოცემული მომენტისთვის. ჩემპიონთა ლიგაზე პატარა იღბალიც საჭიროა. ფეხბურთელის რანგში ლიგის თასი არასოდეს მომიგია. როცა “იუვენტუსში” გადმოვდიოდი, ობიექტი სწორედ ეს იყო, თუმცა ამ ტიტულის დირექტორის რანგში დაუფლებითაც სავსებით კმაყოფილი ვიქნები. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ ვითამაშებთ, როგორც ნამდვილი “იუვენტუსი”, დანარჩენ გუნდებს დავუტოვებთ მცირე იმედს, ან საერთოდ არ დავუტოვებთ მას.” – აცხადებს ნედვედი.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
levani davitadze
10 years ago

:juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

tornike qurdadze
10 years ago

პაველ ნედვედი ცოცხალი ლეგენდა :) :juvee:

valeri tokhadze
10 years ago

ბოლო სიტყვები მომეწონა როგორმიყვარს ეს ადამიანი :juvee:

sergo kurtanidze
10 years ago

აბა ძმა შენ რომ რეალს გაუტანე 2003-ში, იმის მერე ვბალეშიკობ იუვეს

nika gogoberidze
10 years ago

“ბედნიერი წუთები მთელი გუნდისთვის დამთავრებულია! ფეხბურთელი რომ ვიყო, ნამდვილად არ ვისურვებდი თამაშის დროს კონტეს ყვირილის მოსმენას (იცინის)
:lool: :lool: :lool: :lool: :lool:
მაგარი კაცია რააა :lool: :lool: :lool:
ისე თქვენი არ ვიცი მაგრამ, მე ყოველ შეხვედრაში ვამჩნევდი როგორ აკლდა კონტეს გამამხნევებელი შეძახილები მთელ გუნდს, იყო ეს პესკარასთან მოგებული 6-1 თუ ინტერთან წაგებული 1-3.

AKAKI nozadze
10 years ago

:love: :love: :love: :forza: :forza: :forza:

juventino3969
10 years ago

მაგარი კაცი
:love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love:

Nodari gogaladze
10 years ago

არაუშავს დირექტორის რანგში მოიგე :chuvak: :love: :love:

10 years ago

არ აგეღო უაზრო ყვითელი ნახევარფინალში და მოიგებდი ლიგას ! ეს მინდორზე რო ყოფილიყო უეჭველი ვიგებდით იმ ფინალს…

Z u R a noniashvili
10 years ago

ორჯერ ფინალში გავედით და:((((((((((

bacho kochlashvili
10 years ago

დღემდე მიკვირს ასეთი სასტავით როგორიც იუვენსტუსს მაგ წლებში ყავდა ლიგა როგორ ვერ მოვიგეთ :wow:

lasha naxucrishvili
10 years ago

ლევანდოვსკი იყიდეთ! დაგვხატავს. :forza:

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x