ანტონიო კონტე A-დან Z-მდე
მშობლიური ქალაქი – ლეჩე , ცხოვრებისეული კლუბი – ” იუვენტუსი ” , საყვარელი ქალები – ელიზაბეტა და ვიტორია …
თქვენ ფიქრობთ, რომ ბევრი რამ იცით ანტონიოს შესახებ ? ვნახოთ …
AMORE – ანტონიო კონტეს სიყვარული ტურინის ” იუვენტუსის ” მაისურის მიმართ, რომელსაც იგი 13 წელიწადი ატარებდა. ფეხბურთელობის რანგში მან მოიგო 5 სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი, საკონტინენტთაშორისო თასი, ინტერტოტოს თასი, იტალიის თასი, სამი იტალიის სუპერთასი და ევროპის სუპერთასი. მწვრთნელობის პერიოდში – სკუდეტო და იტალიის სუპერთასი.
Anorthosis – კვიპროსის ერთ – ერთი გუნდი – ” ანართოსისი” , რომლის კარებშიც ანტონიო კონტემ თავის პირველი გოლი გაიტანა ” იუვეს ” მაისურით. ეს მოხდა 1992 წლის 16 სექტემბერს, ის მატჩი ” ბებერმა ქალბატონმა ” 6-1 იმარჯვა. გოლის სანახავად – დაკლიკე –
Serie B – ანტონიომ ეს ტურნირი ორჯერ მოიგო, მწვრთნელობის პერიოდში. თავდებში ედგა “ბარის” (2009 წელი ) და “სიენას” ( 2011 წ). მხოლოდ მეორე გამარჯვების შემდეგ მისცეს კონტეს ” იუვეს ” ჩაბარების უფლება.
Boniperti – ჯანპიერო ბონიპერტი, ” ბიანკონერის ” და იტალიის ეროვნული ნაკრების ლეგენდალური თავდამსმხელი ( 1946-1961 ) , იყო ” ბებერი ქალბატინის ” პრეზიდენტი, როდესაც კონტე მოვიდა.
Сapitano – ყველასთვის ვისი გულიც შავ – თეთრად ფეთქავს და ვის ძარღვებშიც შავ – თეთრი სისხლი ჩქეფს, ანტონიო კონტე იქნება კაპიტანი იმისდა მიუხედავად, რომ იგი სათადარიგო სკამზე იმყოფება. მაშინაც კი, როდესაც ლიპიმ ანტონიოს კაპიტნის სამკალური ჩამოართვა, ზუსტად კონტეს ეთქმოდა პირველი სიტყვა გასახდელში..
Capelli – ანტონიო კონტეს თმები ხშირად ხვდება ცინიკოსი ჟურნალისტების თუ სხვა გუნდის ტიფოზერიის თვალთახედვის არეში. ერთ – ერთი ჟურნალისტმა თამამად განაცხადა : ” tuo i capelli più finti dei soldi del monopoli ” – ” კონტე, შენი თმები მონოპოლის ფულზე ყალბია ”
Dramma. – დრამა , მხოლოდ იმას შგევიძლია დავუძახოთ, რაც მოხდა 1994 წელს ანტონიო კონტე ოცნებობდა ეთამაშა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, როგორც მისი კუმირი – დინო ძოფი, მაგრამ არიგო საკიმ ( იმდროინდელმა იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ) არ გაუშვა იგი მინდორზე. ის მატჩი იტალიამ ბრაზილიასთან დათმო, პენალტების სერიაში, ხოლო ის ფეხბურთელები, რომლებიც ანტონიო კონტეს ადგილას იდგნენ ძალიან დაბალი ქულები მიიღეს პრესისგან.
Derby – ანტონიო კონტეს დებიუტი 1991 წლის 17 ნოემბერს ტურინულ დერბიში შესდგა. ასევე პირველი გოლი სერია ა-ში შავ – თეთრი მაისურით მან გაიტანა Derby della Mole-ში 10 აპრილს 1993 წელს, მეორე გოლმა დიდხანს არ დააყოვნა ანტიონიომ დუბლი შეასრულა და მისმა გუნდმა 2-1 იმარჯვა.
Entusiasmo – ” მინდა ყოველ მატჩში გავიმარჯვო ” – ეს ოთხი სიტყვა, ” მისტერ კამპიონიმ ” მაშინ წარმორთქვა, როდესაც ” იუვეს ” მწვრთნელის რანგში პირველ ინტერვიუს აძლევდა. ამ სიტყვების დასინთეზირება შეგვიძლია მის ყოველი მატჩისწინა კომენტარებში.
Europei 2000.. – ეურო 2000 ანტონიო კონტესთვის უმშვენიერესი გოლით დაიწყო , მან ე.წ ” მაკრატელათი ” თურქეთის კარი დალაშქრა . მას შეეძლო ამ ტურნირის მთავარი გმირი გამხდარიყო, რომ არა გეორგი ხადჟის საშინლად უხეში თამაში. გოლის სანახავად – დაკლიკე –
Finali di Champions League – ანტონიო კონტემ 3-ჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ” აიაქსის ” , ” რეალის ” და ” მილანის ” წინააღმდეგ. აქედან გამარჯვებული მხოლოდ ერთხელ გახდა, როდესაც ” ბიანკონერიმ ” ” აიაქსი” დაამარცხა პენალტების სერიაში.
Fascetti – ეუჯენიო ფაშეტი, “ლეჩეს ” მწვრთნელი, სწორად მის დროს ქონდა ანტონიო კონტეს დებიუტი 1986 წელს, რამდენიმე კვირით ადრე ლეგენდალურ მატჩამდე, სადაც ” რომამ ” სკუდეტო წააგო.
Gol – ანოტნიო კონტე გოლებით არ გამოირჩეოდა მხოლოდ და მხოლოდ 29 გოლი 296 მატჩში, ეს გოლები შავ-თეთრ 13 წელიწადზე ნაწილდება. არ ღირს გოლებზე ყურადღების გამახვილება, რადგან მას რადიკალურად განსხვავებული პოზიცია ეკავა.
Gladiatore – გლადიატორი ! არავის არ უნახავს ანტონიოს დრო გაეყვანოს ან მშიშარა ბიჭივით ძირს წამოწოლილიყოს. პირიქით იგი ტკივილის პიკამდე მიდიოდა, ამის გამო მან სერიოზული ტრავმა მიიღო და კარიერის ნაადრევად დასრულებაც კი ემუქრებოდა. შემთხვევით არ მიუძღვნეს მას წიგნი : ” ანტონიო კონტე, ბოლო გლადიატორი ”
Hagi – გეორგი ჰაჯი, რუმინელი ფეხბურთელი, რომელმაც მიაყენა ანტონიო კონტეს უსერიოზულესი ტრავმა 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში. ნახევარფინალს იგი ყავარჯნებით შეხვდა
Ho visto Maradona – ” მე დავინახე მარადონა ” . კონტეს თქმით იგი ყველაზე დიდი ფეხბურთელია ვისაც თავის კარიერის მანძილზე მინდორზე გადაეყარა
Intelletto – ანტონიო კონტე ყოველთვის იყო ჭკვიანი ფეხბურთელი. იგი ტყუილა უბრალოთ თავს არასდროს არ იწყუხებდა მინდორზე. მისი მეგობრების სიტყვებს თუ დავუჯერებთ ( დი ლივიო , პორინი, პადოვანო ) ისინი ჯერ კიდევ მოთამაშე ანტონიოს მომავალ მწვრთნელად ხედავდნენ.
Inter – ” ინტერი ” ” იუვეს ” მოსისხლე მტერია. 2002 წლის 5 მაისი ” იუვენტინოებს ” კარგად ახსოვთ. ” ბიანკონერიმ ” მოიგო სკუდეტო იმის შემდეგ, როდესაც ” ინტერმა ” ბოლო ტურში ” ლაციოსთან ” მატჩი დათმო. ეკტორ რაულ კუპერს ( რომელიც სხვათაშორის ქართველებმა კარგად ვიცით ) სკუდეტოს მოსაგებად გამარჯვება ესაჭირებოდა, მაგრამ დინო ძოფის, რომაელებმა შანსი არ დაუტოვეს მას. იმის მიუხედავად, რომ მილანელები ორჯერ იგებნდენ. კარერ პაბოსკიმ თავის კარიერის მანძილზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა, გაარღვია ” ინტერის ” დაცვა.
Lecce – ” ლეჩე ” სწორად ამ გუნდში შედგა კონტეს პირველი პროფესიონალური დებიუტი. ანტონიოს პირველი გუნდი ” იუვენტინა ლეჩე ” იყო, რომელიც ადგილობრივი კლუბია და რომლის პრეზიდენტი ” იუვეს ” დამრიგებლის მამა იყო.
Lippi – მწვრთნელი, რომელთან ერთადაც მან მოიგო ყველა შესაძლო საკლუბო ტურნირი და რომლისგანაც ანტონიომ ძალიან ბევრი ისწავლა. როგორც ლიპი გვარწმუნებდა, ანტონიო შეუდარებელი ქარიზმათი იყო დაჯილდოვებული.
Mediano – ნახევარმცველი. თუ ცნობილი მომღერალი ლუჩიანო ლიგაბუელი სიმღერას ” ნახევარმცველის ცხოვრებას ” ინტერისტა ლელე ორიალის არ მიუძღვნიდა იგი აუცილებლად კონტესთვის იქნებოდა დაწერილი.
Moglie – ცოლი თუ ჯერ კიდევ მეგობარი გოგონა ? 2012 წლის 19 ივლის La Repubblica-ში დაიწერა ანტონიო კონტეს და ელიზაბეტა მისკარელოს ქორწილის შესახებ. ამ ფაქტს ზურგს მათი 9 წლიანი ერთად ცხოვრება და 9 წლის ქალიშვილი უმაგრებს. “ იგი საოცარი პირვონებაა, სულ ცდილობს გამიგოს ” – აცხადებს ანტონიო მის მეუღლეზე.
Nelson Dida – ნელსონ დიდა ” მილანის ” მეკარე იყო, სწორედ იგი იდგა 2003 წლის ფინალში. იმ მატჩში ანტონიოს 3 სანტიმეტრი დააკლდა გამარჯვებისმომტანი გოლის გასატანად, მაგრამ მისი თავური ხარიხას მოხვდა. ვიდეოს სანახავად – დააკლიკე –
Nobiltà – თავადაზნაურობა. კონტე იტალიურად ” დათვლას ” ნიშნავს. როგორც მისი თმა მისი გვარიც ხშირად გვევლინება ” უწმაწური ” ხუმრობების არეალში. მილანელმა ტიფოზებმა შემდეგი ბანერიც კი გამოკიდეს : ” ანტონიო კონტე ყოველთვის იცავს გრაფულ ღირსებას , იგი ხაზგასმულათ თავაზიანად ესაუბრება ფეხბურთელებს, ჟურნალისტებსა და ტიფოზებს ”
Ossessione – გამარჯვების დაუოკებელი წყურვილი. ანტონიო კონტეს მობილურის ფონად უყრენია : ” Perdere è come morire ! ” – ” წაგება ნიშნავს სიკვდილს ! ”
Old Trafford – მანჩესტერ” იუნაიტედის ” სტადიონი, სადაც 1999 წელს კონტემ გაიტანა თითქოსდა გამარჯვების მომტანი გოლი, რომელსაც ” იუვე ” 1/4 ფინალში უნდა გაეყვანა, მაგრამ რაც გიწერია ვერ აცდები… 2003 წელს ” მილანთან ” ფინალი ზუსტად ამ სტადიონზე გიმართა.
Perugia. – პერუგია , ” დაწყევლილი ქალაქი ” სწორად აქ 2000 წლის 14 მაისს წვიმიან ამინდში, ” იუვემ ” სკუდეტო დაკარგა. ” ბიანკონერის ” ერთადერთი იმედი ალესანდრო კაპოლიმ დამარხა, როდესაც გაიტანა ერთადერთი გოლი იმ მატჩში. კარლო ანჩელოტის ” იუვემ ” სკუდეტო წააგო, მაგრამ იგი მაინც რჩება კონტეს ერთ-ერთ საყვარელ ტრენერად, რადგან მან კაპიტნის სამკლაური დაუბრუნა.
Perrotta – სიმონე პეროტა. კონტეს თქმით იგი მას ძალიან ჰგავს. ანტონიომ დადებითად შეაფასა მისი გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე (2006 )
Quorum – კვორიუმი. როდესაც კონტე კაპიტანი იყო ყოველთვის ცდილობდა გასახდელში მის ყველა გადაწყვეტილებას უმრავლესობა დათანხმებოდა. ასე გაგრძელდა იმის შემდეგაც , როდესაც კაპიტნის სამკლაური ალესანდრო დელ პიეროს გადაეცა.
Qualifica -კვალიფიკაცია. ანტონიო კონტე ერთ-ერთი საუკეთესო იყო კოვარჩანოს აკადემიის დასრულებისას. იგი იტალიაში საუკეთესო ტაქტიკოსია, მის 4-2-4-ს და 3-5-2-ს კოლეგები დიდ აპლოდისმენტებს უკრავენ.
Rovesciate – ” მაკრატელა ” . ანტონიო კონტე ხშირად იყენებდა ე.წ ” მაკრატელა ” დარტყმას. საინტერესოა, რომ მისი “შთამომავალი ” , კლაუდიო მარკიზიოც დაჯილდოვებულია ამ ნიჭით და ხშირად იყენებს ამ დარტყმას.
Roberto Baggio – რობერტო ბაჯო, ერთ – ერთი იმ ოქროს ბურთის მფლობელთაგანია, რომელიც კონტეს გვერდით თამაშობდა ტურინულ გრანტში. ასევე პაველ ნედვედი და ზინედინ ზიდანი. ისე ნედვედი ახლაც ” იუვეში ” მუშაობს და ის და კონტე ” ბებერ ქალბატონს აახალგაზრდავებენ ” და ახალი ისტორიის წერას შეუდგნენ.
Sampdoria – სამპდორია ბოლო გუნდია, ვის კარებშიც ანტონიომ ბოლო გოლი გაიტანა 2004 წლის 11 იანვარს. ” იუვემ ” სტუმრად 1-2 იმარჯვა.
Siena – სიენა კიდევ ერთი შავ – თეთრი გუნდია ანტონიო კონტეს ისტორიაში, სადაც მისი სერიოზული გარდაქმნა მოხდა, როგორც მწვრთნელის. პირველი სწორად სიენას სერია ბ-დან ამოყვანის შემდეგ გაიზარდა მასზე მოთხოვნილებები და მეორე სწორედ მანდ მუშაობის შემდეგ დაუდგინა სასამართლობ 8 თვიანი სასჯელი, რომელიც განახევრდა და 9 დეკემბერს კონტე მინდორს დაუბრუნდა ჩვეულ სტილში რა თქმა უნდა გამარჯვებით.
Trapattoni – ჯიოვანი ტრაპატონი სწორედ ის მწვრთნელია, რომელმაც ანტონიო შავ-თეთრ ფერებში შეღება და ნამდვილ ლიდერად ჩამოაყალიბა. მისი ხელმძღვანელობის დროს კონტემ მოიგო თავის პირველი საკლუბო ტურნირი. უეფას თასი ( 1993 წ)
Tifosi – გულშემატკივარი ანტონიოს ” სულს სვავს ” და ამის სანაცვლოდ იგი ამბობს – ” მე თქვენ მიყვარხართ “ .
Umanità – ადამიანობა. ” იუვეს ” თავკაცს ტურინში ძალიან ბევრი მეგობარი ყავს, თუნდაც ისეთებიც, რომლებიც ფეხბურთთან საერთოდ არანაირ კავშირში არ არიან, ანტონიო ყოველთვის მზადაა მათ დახმარების ხელი გაუწოდოს. პირველი დღიდან, როდესაც იგი ” იუვეში ” მოვიდა ჰოლანდიელ ედგარ დავიდს ეხმარებოდა, რომელსაც ძალიან უჭირდა იტალიაში ადაპტაციის გავლა. კონტეს ის თავისი მაქანით ყოველ დღე სახლამდე მიყავდა.
Undici leoni – თერთმეტი ლომი. სწორად ასე გამოუყრება, “იუვენტუსი” როდესაც მათ თავდებში კონტე უდგათ. სწორედ ეს უნდათ გულშემატკივრებსაც. ანტონიო კონტე 31 ივლის დაიბადა , ზოდიაქოს მიხედვით იგი ლომია.
Ventrone – ჯანპიერო ვენტორნე.იგი ჯერ კიდე ფიზ მომზადების მწვრთნელი იყო ლიპის პირველი წლის პერიოდში. ახლა ვენტურა კონტეს მარჯვენა ხელი გახდა.
Vittoria – გამარჯვება. ფეხბურთში ანტონიოსთვის არ არსებობს სხვა სიტყვა, რომ დააგვირგვინოს მისი მუშაობა. ბევრი ამბობს, რომ წაგება გასწავლის გამარჯვებას, მაგრამ არა კონტესთვის იგი ყოველთვის ამბობდა : ” გამარჯვება გვასაწვლის გამარჯვებას ” სწორედ ამიტომ დაარქვა მის შვილს – ვიტორია.
Zeman -ზდენეკ ზემანი შემტევი ფეხბურთის მაესტრო. ვისგანაც კონტემ ბევრი სიწავლა სერია ბ-ში მუშაობისას. ამის გამო ანტონიო მას ყოველთვის თბილად მოიხსენიებს მისი ვენდეტის მიუხედავად, რომელიც ” იუვეს ” მიმართ არის მიპყრობილი.
Dino Zoff – ანტონიო კონტეს ბავშობის კუმირი და არა მარტო კუმირი, ძოფის სკუადრა აძურაში მწვრთნელად მუშაობის დროს კონტე იტალიის ეროვნული ნაკრების საკვანძო ფიგურა გახდა.
ახლა კი ნამდვილად იცით ანტონიო კონტეს შესახებ თითქმის ყველაფერი, რაც ნამდვილმა ” იუვენტინომ ” უნდა იცოდეს. Finno Alla Fine !
ყველაზე მთავარი:J ანუ Juventus გამოტოვებულია.
აუ ისე იქნებ ბენდტნერმა რამე ქნას 1 მაქ დაწერილი იუვესი რეალის ორი და ატლეტიკოს 1 და 5 ლარი დავდე 15 ვიგებ და არ გამისხას რა

იუვეს შესანიშნავი სკამი ყავს

კუალიმ დისკვალიფიკაცია მიიღო ფინალში დასტორარიმ

papojuve Giovinco
დისკვალიფიკაცია ქონია
არადა რა უყურებს ბენტნერის ბოდიალს
კვალი?
Buffon; Barzagli, Marrone, Bonucci; Isla, Padoin, Pogba, Giaccherini, De Ceglie; Giovinco, Bendtner.
ფაბიო?
სასტავი რაღა იყო განაცხადის
არაა კვალიარელა სასტავის ღირსი

ძან მაგარი სტატია იყოო ბრაოო
აეეეე კრასიჩი დააბურუნეთ
კვალიარელა რატო არაა განაცხადში?
თასის ფინალში დისკვალიფიკაცია მიიგეს მაგამ და სტორარიმ